ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

შოთა არველაძე კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეზე, იბრაჰიმოვიჩსა და საქართველოს ნაკრების მოსალოდნელ გამარჯვებაზე საუბრობს

AutoSharing Option
საბერძნეთი-საქართველოს მატჩის წინ ბერძნულ სპორტულ მედიაში დიდი მოლოდინებია. გამოცემა "სპორტ ეფემ" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფორვარდ შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

არველაძის თქმით, რამდენიმე ბერძენ ფეხბურთელთან მეგობრობს:

"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს "რეინჯერსში" ჩემს თანაგუნდელ სოტირიოს კირიაკოსთან". 

შეგახსენებთ, ბერძენი ფეხბურთელი "ლივერპულშიც" გამოდიოდა.

ყველაზე წარმატებული ქართველი ფორვარდი, რომელსაც ამსტერდამის "აიაქსშიც" უთამაშია, შვედეთის ნაკრების ლეგენდა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრობს:

"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით. თავიდანვე ფაქტი იყო, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. ზლატანი ძალიან ბევრს შრომობს, დიდი პროფესიონალია და ამ ასაკშიც წარმოუდგენლად თამაშობს".

შოთა
არველაძე, რომელსაც საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები 1:0 გაიმარჯვებს. ქართველი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, საქართველოს დღევანდელი  ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებზეც საუბრობს:

"ამ თაობას ორი დიდი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის სახით ჰყავს. მათ დიდი მომავალი ელოდებათ, რადგან უყვართ ფეხბურთი და არ წყვეტენ ბრძოლას.

ჩემი აზრით, 1:0 გავიმარჯვებთ".

წყარო: sport-fm.gr

ასევე დაგაინტერესებთ