ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან უპირატესობას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა
ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 0:0

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი, ციოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე

ასევე დაგაინტერესებთ