კვარაცხელია: მადლობა გულშემატკივრებს - მოგება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საბერძნეთთანაც ჩინებულად გაისარჯა, ლამაზი გოლი გაიტანა, ნამატჩევს კი nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა:

"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეულნი არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ, გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად
იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად, ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოკლედ ჰაერივით გვჭირდება ჩაკვეტაძე, ხოჭოლავა, წიტაიშვილი და განსაკუთრებით კარგ ფორმაში მყოფი ანანიძე, ჯანოს ხედვა და აზროვნება აკლია გუნდს, არავინ გვყვავს ისეთი ვისაც შეუძლია ჯანოსავით ბოლო პასის გაკეთება აი მერე კი მართლა შეგვეძლება ნებისმიერ გუნდთან მოგებაზე ფიქრი
მამუკა
05:08 01-04-2021
8
კვარაცხელია ცალკე საუბრის თემაა,ის ჩვენი მომავალი და იმედია. აი კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისათვის.
ქობულეთიდან
08:41 01-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული