ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ჟონგლიორმა კვარაცხელიამ ჩვენი იმედი ნაგავში მოისროლა - ბერძნული მედია გაოგნებულია

AutoSharing Option
ბერძნულმა პრესამ ობიექტურად შეაფასა საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი და აღნიშნა, რომ აშკარად წაგებას გადაურჩნენ.

thecaller.gr: „ესპანეთთან მოპოვებული ფრის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ჯონ ვან შიპის გუნდს უბრალოდ უნდა გაენადგურებინა მეტოქე, სინამდვილეში კი აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ.

დებიუტში ციოლისმა მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა ავტოგოლით საჩუქარის სახით ფორა მიიღო, მაგრამ 131 წამში ჟონგლიორმა კვარაცხელიამ ცრუ მოძრაობით კვლავ ჩამოიცილა მავრიასი და გოლი გაიტანა“.

fosonline.gr: „ექვალაიზერმა კვარაცხელიამ ნაგავში მოისროლა ჩვენი იმედი, რომელიც ესპანეთთან მოპოვებულმა ფრემ მოგვიტანა. ბოლოს ქართველებს გამარჯვების მოპოვებაც
კი შეეძლოთ, მაგრამ მეკარემ გადაგვარჩინა“.

sdna.gr: „ესპანეთთან მოპოვებული ქულა ამაო ყოფილა. ავტოგოლმაც კი არ გვიშველა. ხომ ვიცოდით, რა არის ჩვენი ნაკლი. მეტოქემ კარის მისადგომები გადაგვიკეტა და გაგვგუდა“.

greekcitytimes.com: „მეკარე ვლახომიდოსმა ორჯერ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ისტორიაში საქართველოსთან პირველი მარცხისგან გვიხსნა“.

sport24.gr-მ აღნიშნა, რომ ესპანეთთან ფრემ ილუზიები შეუქმნათ, გრანადაში მხოლოდ ღმერთმა უშველათ, რომელმაც პენალტი მისცათ, ამჯერად კი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბურთზე კონტროლი დაკარგეს. კვარაცხელიამ კლასის ხარჯზე დაჯაბნა მავრიასი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა. ვან შიპი გუნდის გაძლიერებას ცდილობს, მაგრამ არჩევანში შეზღუდულია.

გამოცემა 43-ე წუთზე ხვიჩას დრიბლინგს იხსენებს და წერს, რომ მასპინძელთა მთელმა დაცვამ არ იცოდა, მის წინააღმდეგ როგორ ემოქმედა და ქართველთა საუკეთესო ფეხბურთელმა საბოლოოდ სამართლიანი შედეგი დააფიქსირა.