"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ..." - გავიხსენოთ, როგორ შეაფასეს ხვიჩა ბერძნებმა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს მშვენიერი გამოხმაურებაც მოჰყვა. გავიხსენოთ ბერძნული მედიის შეფასება პირველი მატჩის (1:1) შემდეგ:

"20 წლის ქართველი, რომელიც მთელი გულით თამაშობს, შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესო დრიბლიორი. მეტიც, ევროპაში ქართველ მესის ეძახიან" - ასე ეხმაურება ხვიჩას ბერძნებთან პირველ თამაშს ადგილობრივი ჟურნალისტი სოტირის მილიოსი.

"რეალურად, მისი ზედმეტსახელი "ჯადოქარი" და "მოცეკვავე" გახლავთ. ხვიჩა თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც უყვარს იმპროვიზაცია. მისი თითოეული დრიბლინგი სხვას არ ჰგავს. ყოველ ჯერზე, როდესაც მის წინ მოწინააღმდეგე დგას, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ტილოზე
ნახატს ხატავდეს. ყველაფერი ავტომატურად კეთდება, არანაირი ფიქრი არ სჭირდება. წარმოიდგინეთ, ის არც კი ნერვიულობს. მის თამაშს დიდებულს მისივე თავისუფლება ქმნის, მოულოდნელი და იმპროვიზებული. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ბურთს მიიღებს, სუნთქვა ნელ-ნელა ჩერდება, მისი წარმოსახვა კი "ველურდება". ის გასაოცარი ფეხბურთელია.

მისი აღნაგობა მესის სიმაღლეს არ ჰგავს. ხვიჩა საკმაოდ მაღალია (1.83 მეტრი). გრძელი ფეხები და ტანი ქართველს წონასწორობასა და სისწრაფეში ეხმარება. მისი შესაძლებლობა ზღვარს მიღმაა. მოწინააღმდეგემ იცის, რომ კვარაცხელია მის წინააღმდეგ აუცილებლად დრიბლინგს ცდის. ამიტომ ისინი ანტიდოტს ეძებენ. თანამედროვე ფეხბურთის ღმერთს, ლიონელ მესის, თამაშში საშუალოდ 4.3 დრიბლინგი აქვს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა "ვულვზის" ერთ-ერთი ლიდერი ადამა ტრაორე. რაც შეეხება ხვიჩას, შეხვედრაში საშუალოდ 3.7 დრიბლინგს ახორციელებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელია კიდევ უფრო ძლიერია. ბოლო 5 შეხვედრაში ქართველმა მეტოქეს ზურგი 25-ჯერ შეაქცია, რაც მართლაც რომ შესანიშნავი მაჩვენებელია. წარმოიდგინეთ, ესპანელების მცველებმაც კი ვერაფერი მოახერხეს... ის უდავოდ უნიჭიერესია.

ხვიჩას ხმაურიანი კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, როდესაც 20 თამაშში 15 გოლი გაიტანა. ამას თბილისის "დინამოში" დებიუტი მოჰყვა. იმ პერიოდში "კვარა" სულ რაღაც 16 წლის იყო, შემდეგ კი "რუსთავის"  გუნდში გადაბარგდა, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი მამა, ბადრი კვარაცხელია იყო. ახალგაზრდა ტალანტით თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნი", ამსტერდამის "აიაქსი" და დონეცკის "შახტარი" დაინტერესდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ადრეულ ასაკში ფეხბურთელმა რუსეთს მიაშურა, კერძოდ, მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა, სადაც გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა და რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

2019/20 წლების სეზონში ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. იმავე სეზონში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა კი ის იქ, საკუთარ ქვეყანაში გაღმერთებულია.

სანამ კვარაცხელია ევროპის 5 საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში გადავა, ყაზანის "რუბინში" ასპარეზობს. მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ. არ ჰყავს მანქანა, არ სვამს, არ ეწევა და სოციალური ქსელის ვარსკვლავიც არ არის, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია.

კვარაცხელიას საყვარელი გუნდი მადრიდის "რეალი" გახლავთ, არა მხოლოდ რონალდოს, არამედ "თეთრების" დომინანტობის, კლასისა და გენიოსობის გამო".



მომზადებულია sdna-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 26 /
მარტვილის მერანში
Zaza
10 დეკემბერი 2021 10:08
5
შენი ავი ზრახვები ხვიჩას აცდება და შენ თვითონ დაგიბრუნდება უკან. ასე რომ ფრთხილად იყავი
ზაზას
10 დეკემბერი 2021 15:13
0
რუსეთში ჩატარდა ყოველწლიური კონკურსი "პირველი ხუთეული" ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის. გათვალისწინებული იქნა 100 ექსპერტის, მწვრთნელის, ჟურნალისტთა შეფასება. 1.არსენ ზახარიანი
2. აზაროვი. 3.ტიუკავინი. 4.უმიაროვი. 5.ხლუსევიჩი. ნომინაციაში წარდგენილი იყო მამარდაშვილი მარა 5-ეულში ვერ მოხვდა.
ფიასკო
09 დეკემბერი 2021 19:44
4
აქაურ კომენტარებს კითხუულობს თუ არა არ ვიცი მარა ფაქტია აჩრდილია დარჩერნილი რაც იყო იმ დღემდე როცა პირველდ გავრცელდა ინფო ტოპ კლუბში გადასვლის შესახებ ზაფხულის ფანჯრის დროს შცედეთან იყო ერთი გაბრწყინება და იმის მერე ხასიათზეც და ფორმაზეც ეტყოვა ფსიქოლოგიურად როგორ ცუდათ იმოქმედა არც მეგონა სხბანაირად ჯერ პატარაა ასკით ადვილია მისი ფსიქოლოგიიის ფანგრევა ამაში ბრალი ყველას მიგვიზღვირს არ ვაცადეტ ადამიანს ფეხბურთის თამაში ავუგეთ ლოშკები რეალში მბაპეზე ადრე გადავიყვანეთ გვახიათებს ქართველევ ჯერ ჰოპის თქმა რო მოგვეცადა ამაზე უარესი ხო არაფერი მოხდებოდა? აი შედეგიც რომლის გამო მისი მომავალი უფრო ბუნდოვანი გახდა სამწუხაროდ
ნოდო
09 დეკემბერი 2021 15:40
6
შვედეთთან გაბრწყინების მერე მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. პირველში ჩაარტყეს და შეცვალა თავად მოითხოვა, მეორე მხოლოდ 52 წუთი ათამაშეს. შეიძლება აწუხებდა კიდევ ის მცირე ტრავმა. ამ ორი თამაშიდან დასკვნები გამოაქვთ რომ ხვიჩა ვეღარ თამაშობს? როცა სამი კვირის წინ უმაღლესი დონის მცველების წინააღმდეგ სასწაული თამაში ჩაატარა...
კრიტიკა გაზვიადებულია. რუსებს ალბათ ეგ სიამოვნებას ანიჭებთ, ჩვენ მაინც ნუ ავყვებით
.
09 დეკემბერი 2021 21:50
0
ზოგი გვირჩევს, ნუ აქებთ ასე ამ ბიჭს, თავში აუვარდებაო.
რა ვქნათ, გვიხარია, ძლივს რომ გვეღირსება ხოლმე დიდი ტალანტი და ემოციას ვერ ვთოკავთ.
მეორეცაა. მეეჭვება, რომ ხვიჩა მთელი დღები ზის და აქაურ კომენტარებს კითხულობს.
ILIA
18 მაისი 2021 20:04
5
არ არის აუცილებელი "აქაური" მაგრამ ზოგადად ქების კომენტარები საკმარისად ექნება მოსმენილი უწყვეტ რეჟიმში...
saba
09 დეკემბერი 2021 16:12
0
ეს კაცი სტატიაში ხვიჩას ნურიევისა (რუდოლფ ნურიევი - ბალეტის გენიოსი) და ვასილის ხაძიპანაგისის ნარევს უწოდებს. ვნახე ვიდეო ხაძიპანაგისის - სუპერ გენიოსია, სუპერ გენიოსი! რატომ არ ვიცოდი? მადლობა ამ ჟურნალისტს! ნახეთ ვინ იყო ხაძიპანაგისი და დამეთანხმებით
ნიკა
28 აპრილი 2021 17:50
1
მაგარი იყო და იმიტომ დაიკარგა რომ საბჭოთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამო უფლება არ ჰქონდა ეთამაშა საბერძნეთის ნაკრებში მაშინ ასეთი წესები იყო ! ძალიან კარგი გუნდები ეპატიჟებოდნენ “ლაციო”, “არსენალი” "ბავარია" "ვალენსია" მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი ამბობენ იმ დროს საბერძნეთში გადატრიალების დროს მოსული შავი პოლკოვნიკების რეჟიმთან ქონდა გართულებაო (საბჭოთა ადამიანად თვლიდნენ ტაშკენტში რომ დაიბადა და გაიზარდა) და ამის გამო ვერ წავიდაო უცხოეთში სხვათა შორის 1970 ან წლებში გამოვიდა კარგი უზბეკური ფილმი მგონი სიყვარული ერქვა თუ რაღაცა ასეთი და იმ ფილმში არის პატარა ისტორია ბერძენ ბიჭზე საბერძბეთში რომ გადავიდა საცხოვრებლკად და იქ დაააპატიმრა ხუნტამ და ბევრი ამბობდა რომ იმ ბიჭის პროტოტიპი იყო ვასილის ხაძიპანაგისი !
zura222
10 დეკემბერი 2021 08:32
0
ხაძიპანაგისი,საბჭოთა კავშირში დაიბადა და ტაშკენტის პახტაკორში თამაშობდა.ძალიან ენერგიული,მწვავე ბიჭი იყო და ტაშკენტელი გულშემატკივრები გუგუნებდნენ ხოლმე,ბურთს რომ მიიღებდა.მერე საბერძნეთში გადავიდა.სპორტული პრესა,ზოგჯერ იხსენიებდნენ ხოლმე და ვიცი,რომ ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა,თუმცა საბერძნეთის ნაკრებიდან,ის არ მახსოვს.არც არავინ თვლიდა მაშინ საბერძნეთს, სათვალავში.
სოსო
12 მაისი 2021 16:53
0
მართლა ჟურნალისტი
ss
02 აპრილი 2021 15:45
2
ჩამოვწერე ნაკრების მოთამაშეები ყოველ პოზიციაზე სამი კანდიდატის გათვლისწინებით.
პირველი არჩევანი არის საუკეთსოები და შემდგომ თანმიმდევრობით.
შერჩვეისას გავითვალისწინე, რომ პირველ ფეხბურთელები იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში.
ვის ჩაამატებდით ან შეცლიდით გულშემატკივრები?

1.მაკარიძე
2.ლორია
3.მამარდაშვილი

1.გიორბელიძე 1.კვირკველია 1.კაშია 1.კაკაბაძე
2.მალი 2.დვალი 2.ხოშოლავა 2.ჩაბრაძე
3.ტაბიძე 3.გრიგალავა 3.ლოჩოშვილი 3.ჯიღაური

1.კიტეიშვილი 1.კანკავა
2.კვეკვესკირი 2.გვილი
3.ნინუა 3.აბურჯანია

1.კვარაცხელია 1.ჩაკვეტაძე 1.წიტაიშვილი
2.ბერიძე 2.ოქრიაშვილი 2.არაბული
3.დავითაშვილი 3.ყაზაიშვილი 3.ლობჟანიძე

1.მიქაუტაძე
2.კაჭარავა
3.ზივზივაძე
რატი74
02 აპრილი 2021 13:40
14
შენც ბევრი ფიქრის და დროს დაკარგვა არ დაგჭირდებოდა. მაგთგან წესით ნაკრებში 50% არ უნდა იყოს, მაგრამ არც სხვა გვყავს. ამაზეა ნათქვამი უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო.
ერიჰაა
13 მაისი 2021 14:52
1
მაკარიძეზე წინ,ლორიას ვაყენებ,უკეთესად ფეხით თამაშის გამო.ეს წელი არა,მაგრამ ერთი წლის მერე,იმედი მაქვს,მამარდაშვილი სტაბილურად ათამაშდება იმ დონეზე,მოსკოვის დინამოსთან და გრანადასთან რომ ითამაშა.კონცენტრაციის პრობლემები აქვს,თამაშის დროს.ნახევარდაცვაში 4 შემქმნელი და მხოლოდ ერთი საყრდენი ჩამშლელი ნახევარმცველი,ძალიან დაუბალანსებელი გამოვა.კანკავა ასაკშია და ისედაც ჩაშლაზე ერთი ნახევარმცველი,აშკარად არასაკმარისი მგონია.დაცვაზე კი რა ვთქვა,კვირკველია აშკარად მოტივაცია დაკარგულია,კაშიაც უკვე ასაკშია და საქართველოს ჩემპიონატში დიდხანს თამაში,აუცილებლად შეამცირებს მის სათამაში კონდიციებს.ლოკომოტივის დაცვაც ხომ არ გამოირჩევა დიდი საიმედოობით.შეტევაში ყველაფერი კონკრეტული მოწინააღმდეგის და ფეხბურთელის ფორმის მიხედვით უნდა შეირჩეს,ოთხივე შემტევი სრულიად ახალგაზრდა,დაძაბულ შეხვედრაში ვერ გაამართლებს.გამოცდილი ფეხბურთელი,ყოველ რგოლში აუცილებელია.ოქრი და ყაზაიშვილიდან ერთი მაინც, აუცილებელი იქნება მოედანზე
სოსო
13 მაისი 2021 11:05
0
ყველა გამოხმაურება
კვარა ისეთი ტალანტია, ყოველთვის იქნება მისგან დიდი მოლოდინები. სხვა გზა არ აქვს, უნდა შეეგუოს და ამისგან უნდა აიცრას. ამას დიდი ფსიქოლოგიური ძალა სჭირდება და თუ გაუმკლავდება ამ ზეწოლას, უძლიერესი იქნება! მე მჯერა რომ შეძლებს! პ.ს. მესისაც უჭირს არგენტინელი ჟურნალისტების და საზოგადოების მოლოდინებთან გამკლავება.
ქუთაისელი
02 აპრილი 2021 12:51
1
შეეშვით ამ ბიჭს შეეშვიიიიიიიიით!
c
02 აპრილი 2021 12:35
7
არაა საჭიროება ეს უაზრო გაიდიალებები, ცუდი გამოცდილება გვაქვს (ყენია, ჭანტურია, არაბიძე, ჩაკვეტაძე..) ჯერ ადრეა, ვაცალოთ და იმედია მალე დაამტკიცებს რომ მაქსიმუმს იმსახურებს..
papai
02 აპრილი 2021 12:28
7

სიახლეები პოპულარული