ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

"გენტის" სამი შემტევის ბურუსით მოცული მომავალი - ბელგიური მედია ბერიძისა და ქვილითაიას შესახებ

AutoSharing Option
voetbalnieuws.be-მ წერილი მიუძღვნა "გენტს" და აღნიშნა, რომ გასულ სეზონთან შედარებით, გაცილებით ცოტა გოლი გაიტანა და ძალიან დამოკიდებულია უკრაინელ თავდამსხმელ რომან იარემჩუკზე. გამოცემამ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთფლანდრიულმა გუნდმა, სავარაუდოდ, ინანა გიორგი ბერიძის, გიორგი ქვილითაიასა და ტიმ კლაინდენსტის გაშვება, თუმცა ამ სამ ფეხბურთელს არასოდეს მოუხდენია დიდი შთაბეჭდილება, მაგრამ ისინი ახალ კლუბებში ურიგოდ როდი ირჯებიან.

"გენტის" სამი შემტევის ბურუსით მოცული მომავალი - ბელგიური მედია ბერიძისა და ქვილითაიას შესახებ

ბერიძე

ბერიძეს კლუბთან კონტრაქტი 2015-20 წლებში ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ მხოლოდ 2 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 23
წლის ფორვარდი იჯარით სამ სხვადასხვა გუნდში იმყოფებოდა, სადაც ყველგან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. სლოვაკურ "ტრენჩინში" (12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა) წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. შემდეგ ითამაშა "უიპეშტსა" (5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა) და "ლოკერენში" (7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა). ის გასულ სეზონში ბელგიის მეორე დივიზიონში ყველა მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

მიუხედავად ამისა, ქართველმა "გენტში" შანსი ვერ მიიღო, გადაწყვიტეს ხელშეკრულება არ გაეგრძელებინათ და "უიპეშტში" დაბრუნდა. გიორგი უნგრეთში ისევ ვარგობს, ჩემპიონატის 19 მატჩში 8 გოლით 6 საუკეთესო ბომბარდირს შორისაა.

კლაინდენსტი

გასულ სეზონში მისი სატრანსფერო ფასი 7 მილიონი ევრო იყო. ის ნიკლას დორშთან ერთად გერმანული "ჰაიდენჰაიმიდან" გადაიყვანეს, ბელგიურ ლიგაში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და "ჰაიდენჰაიმში" დააბრუნეს, სადაც 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ქვილითაია

46 ჩატარებული მატჩიდან არცერთში არ უთამაშია 90 წუთი. 9 გოლი გაიტანა და "გელამკო არენაზე" წარუშლელი კვალი არ დაუტოვებია. თან ტრანსფერი 2018 წელს საკმაოდ ძვირი, 3 მილიონი დაუჯდათ. მისი ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი მაშინდელმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა ითამაშა, რომლის ხელმძღვანელობით 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სისტემატურად არ უწევდა თამაში, რაც სხვა მიზეზებთან ერთად, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ძალიან მიდრეკილია ტრვმებისადმი. გუნდში მნიშვნელოვანი როლი მიენიჭა როგორც გიორგი ჩაკვეტაძის თანამემამულეს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლოს უკვე მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობდა და სექტემბერში იჯარით "ანორთოსისში" გაუშვეს.

გუნდს შეტევაში მდიდარი არჩევანი გააჩნდა და გიორგი ამ გარემოების მსხვერპლი შეიქნა. როდესაც ის წავიდა, "გენტს" სათავეში ლასლო ბოლონი ედგა და ქართველმა კონკურენციას ვერ გაუძლო. კვიპროსში კი აშკარად გაიხსენა ბომბარდირული თვისებები, 22 მატჩში 12 გოლი გაიტანა (სინამდვილეში 26 მატჩში 14 გოლი - რედ.). მისცემენ კი მას "გენტში" მეორე შანსს?

ასევე დაგაინტერესებთ