"კარგი შეტევა იგებს თამაშს, კარგი დაცვა - ტურნირს..." - რუსული პრესა ნაკრებზე ალაპარაკდა

AutoSharing Option
"სპუტნიკის" კომენტატორი საქართველოს ნაკრებსა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას აანალიზებს.

"პირველ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები ახალი ისტორიის დაწერას იწყებდა. ვილის ქართველებთან კონტრაქტი 2 წლით აქვს. თუ შედეგი დაიდება, რა თქმა უნდა, ფედერაცია ხელშეკრულებას განაახლებს.

ზოგადად რომ შევხედოთ, საქართველოს ნაკრებმა მარტში ჩატარებულ თამაშებში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა. ისინი შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს ეთამაშნენ და არა რომელიმე მარტივ გუნდს. ქართველები კარგად მოძრაობდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ, არ სხდებოდნენ დაცვაში და თამაშობდნენ შედეგის
დასადებად. ყველაფერი სიმართლეა, უბრალოდ არსებობს სიტყვა "მაგრამ"... შვედეთთან შეხვედრაში საქართველო 0:1 დამარცხდა, მეორე ტაიმში კი მათ მშვენივრად ითამაშეს; ესპანეთთან 1:2 დათმეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი მოიგეს. მხოლოდ და მხოლოდ საბერძნეთთან შეხვედრაში მოიპოვეს ქულა. რამდენიმე წლის წინაც დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო. ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებს ერთი ნახევრის გუნდი ეწოდა. იმედია, ეს უბრალოდ ცუდი დამთხვევაა და მალე ყველაფერი შეიცვლება.

Sportall.Ge

სიმართლეც უნდა ითქვას, სანიოლს იმის დროც კი არ ჰქონდა, რომ მისი სამწვრთნელო ფილოსოფია მცირედად მაინც გაეცნო. საქართველომ შვედეთთან 25 მარტს ითამაშა, სანაკრებო შეკრება კი 21 რიცხვში დაიწყო, ასეთ მცირე დროში კი ძირეული ცვლილებები შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ფრანგი სპეციალისტის მიერ დაყენებულმა ძირითადმა შემადგენლობამ ყველა გააკვირვა. ვლადიმირ ვაისმა 2020 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა. მათ ერთა ლიგის ფინალში მაკედონიის ნაკრებთან 0:1 დათმეს. ამ ყველაფრის შემდეგ გუნდს გაახალგაზრდავება და ხელახალი მუხტი ნამდვილად სჭირდებოდა. სანიოლმა კი მოსვლისთანავე ეს დაიწყო. მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მცველი საქმეს გულით მიუდგა და არა მორცხვად. ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვაკო ყაზაიშვილი, საბა კვერკველია, ზურიკო დავითაშვილი, მურთაზ დაუშვილი, გამოძახებულთა რიგებში ვერ ვიხილეთ. გიორგი ჩაკვეტაძეს კვლავაც ტრავმა აწუხებდა. ასევე დაზიანება მიიღო თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელიც საბოლოოდ, არგამოძახებულმა ვაკო გვილიამ ჩაანაცვლა.

Sportall.Ge

სანიოლმა დებიუტანტებს შანსი მისცა (გრიგოლ ჩაბრაძეს, გურამ გიორბელიძესა და გიორგი მიქაუტაძეს). მიქაუტაძე საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილია, საქართველოს მოქალაქეობა კი მარტის თამაშებამდე მიიღო და ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო. ყველაფრის მიუხედავად, ამ ბიჭებმა სურათი კი არ გააფუჭეს, პირიქით, ნაკრებს ახალი სისხლი შესძინეს. გუნდში ასევე ვიხილეთ გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი აბურჯანია. ამანაც კარგად იმუშავა. გუნდში თავის დამკვიდრების მიზნით, მათ მოედანზე ყველაფერი გააკეთეს. გამოვარჩევ ბათუმის "დინამოს" მცველ ჩაბრაძეს, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა. ამრიგად, თუ ჩვენ მომავალზე ვისაუბრებთ, სანიოლს შესანიშნავი მასალა აქვს, რათა წარმატებული გუნდი ააწყოს. ის, მთელი ამ დროის განმავლობაში, თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს და დაანახოს მოედანზე მისი პოზიცია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერს მოედანზე დიდი რეპუტაცია აქვს. ხვიჩა გუნდის წამყვანი ფიგურაა, თავისი კრეატიული იდეებითა და დიდებული ტექნიკით. კვარაცხელია როგორც რუსეთის, ასევე ევროპის უამრავ წამყვან გუნდს სურს, მისი ფასი კი 10-დან 25 მილიონამდე მერყეობს. ხვიჩა ვლადიმირ ვაისის თავკაცობის დროსაც ნაკრებში კარგად გამოდიოდა, ესტონეთთან და მაკედონიასთან შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ბელარუსთან პენალტი მოიპოვა, მაკედონიასთან მეორე შეხვედრაში კი დიდებული გოლი გაიტანა. თუმცა ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში დააკლდა. რაც შეეხება მარტის 3 თამაშს, შემტევმა ორი გოლი გაიტანა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს სისხლი გაუშრო. პირველ შეხვედრაში ხვიჩა ზლატანთან ერთად ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. ამის შემდეგ ესპანეთთან და საბერძნეთთან გუნდს ლამაზი გოლები შესძინა, განსაკუთრებით, ბერძნებთან. ამ შეხვედრების შემდეგ კი ყველა შეთანხმდა, რომ "რუბინის" ფეხბურთელს ევროპული გრანდებიდან შემოთავაზებები მოუვიდოდა. ახალი ამერიკა ნამდვილად არ აღმომიჩენია, ეს მართლაც ასეა.


Sportall.Ge

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩამ თავისი ლიდერული თვისებები უკეთ ჩამოიყალიბოს და რაც შეიძლება დიდხანს აირიდოს ტრავმა, თუნდაც მცირედი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს ქვეყანაში ბევრი ნახევარცველი ჰყავდა, რომლებიც ტრავმიანობამ უბრალოდ გატანჯა. მაგალითად, ჯანო ანანიძე, გიორგი ჭანტურია, გიორგი ჩაკვეტაძე და ა.შ. ამიტომ ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხვიჩა ჯანმრთელად იყოს.
ზოგადად არ მომწონს, როდესაც სოციალურ ქსელში ვხვდები შეფასებას, სადაც ერთმანეთს ვლადიმირ ვაისსა და ვილი სანიოლს ადარებენ. ჯერ ნაკრებმა 3 თამაში ჩაატარა, ამიტომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უნდა გადაიხედოს თამაშზე, შესაძლებლობასა და მწვრთნელის შეფასებაზე. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ მოხარულები არიან, როდესაც გუნდის გამართული თამაში ნახეს, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა.

Sportall.Ge

იცით, რა არის ჩემი ასეთი პესიმისტობის მიზეზი? საქართველოს ნაკრების თამაშის სტილი შეიცვალა, მაგრამ შედეგი ჯერაც არ მოდის. ექსპერტების აზრით, მათ 1-ის ნაცვლად 4 ან 5 ქულა უნდა ჰქონდეთ. ისინი საუბრობენ უიღბლობაზე. კი, მეც ვეთანხმები დანი ოლმოს გოლთან დაკავშირებით, მაგრამ საიდან მოდის უიღბლობა? კანკავას გაფუჭებული ვარდნიდან და ლორიას პოზიციის დაკარგვიდან? ფეხბურთი ის თამაშია, სადაც შეცდომას ყველა უშვებს. მაგალითად, ბაჯიომ პენალტი გააფუჭა, მაგრამ ჩემთვის ის უიღბლო სულაც არ ყოფილა. კაკაბაძის ავტოგოლზე ვერაფერს ვიტყვი... მოდი, შევხედოთ ესპანეთის ნაკრებთან თამაშის სტატისტიკას: ქართველებმა პირველი ტაიმი ტოლ-სწორად ითამაშეს, რიგ ეპიზოდებში სულაც სჯობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, "ფურია როხამ" მატჩის სადავეები ხელთ იგდო, ბურთს 71%-ით აკონტროლებდა, კუთხურებს აგდებდა, უთვალავ გადაცემას ასრულებდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

Sportall.Ge

თუ დავბრუნდებით უკან, სანიოლისგან განსხვავებით, ვაისმა 2020 წელს ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორი შეხვედრა არ წააგო (დანია 0:0, ირლანდია 0:0), თუმცა სლოვაკი სპეციალისტი მაინც ძალიან გააკრიტიკეს. მაინტერესებს, თქვენ ბევრი გოლი გჭირდებათ თუ საჭირო ოდენობის ქულა? ვფიქრობ, ორივე გსურთ, თუმცა თქვენ არ ხართ საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია. შესაძლოა ჟოზე მოურინიო საქართველოს ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელი იყოს, თუ მოისურვებს, რატომაც არა. ამ ყველაფრის შემდეგ ავტობუსი იქნება. ეს კი მარტივია, როდესაც შენ აშენებ დაცვას, რადგან კარგი შეტევა იგებს თამაშს, კარგი დაცვა - ტურნირს.

Sportall.Ge

რომ არა კოვიდი, რომელიც ხვიჩას და ლევან შენგელიას დაუდასტურდათ, დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს გაემარჯვა, თუმცა ხვიჩას გარეშე გამოჩნდა, რომ ვაისს გეგმა "ბ"-ც კი არ ჰქონდა. შეუძლებელია გუნდი 1 მოთამაშეზე ააწყო. საინტერესოა, რას იზამდა საქართველო, კვარაცხელიას შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რომ არ ეთამაშა. ვფიქრობ, მიუხედავად ხვიჩას დიდი პოტენციალისა, ნაკრები ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა, რომ ხვიჩასთან ერთად ვაისს გამარჯვების შანსი ექნებოდა და თუ მოიგებდა, შემდეგ ხალხი სხვანაირად იფიქრებდა.

Sportall.Ge

მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები სექტემბერში განახლდება. საქართველო კოსოვოს უმასპინძლებს. საინტერესოა, საქართველოს ფეხბურთის ისტორიის ახალი თავის წერა როგორ გაგრძელდება".

წყარო: sputnik

მკითხველის კომენტარები / 14 /
რას იზამდა ბაბუა უეცრად ბებიას ....ები რო აღმოჩენოდა?
Levani
17:58 06-04-2021
14
ეგ არავინ.ოცის რას იზამდა.მაშინ ესეთ შეკითხვას დავსვამ. რას ოზამდა საქართველო ჩაკვეტაძეც,მიქაუტაძეც,ოქროაშვილიც და წიტაიშვილიც,რომ ჰყოლოდათ?! და კიდევ ფორმაში მყოფი ვაკო და ჯანოც. ეგენი ჟურნალისტები არიან თუ მკითხავები?რათქმაუნდა დიდი ძალაა კვარა,რათქმაუნდა ის ბიჭებიც ვინც მე ჩამოვთვალე. დანარჩენი ნათელმხილველის საქმეა.
საქართველო
03:38 07-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული