"საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება..." - ალექსანდრე იაშვილი

AutoSharing Option
6 ივნისს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ამავე ქვეყნის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ადრევე იყო ცნობილი, რომ ამ მატჩამდე ოთხი დღით ადრე რუმინელებს თბილისში ვუმასპინძლებთ. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

"ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მარტის თამაშებისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და ივნისის საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება. მწვრთნელს ფეხბურთელებთან სამუშაოდ მეტი დრო ექნება, რაც შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ახლა ტრავმების გამო არაერთი მოთამაშე გამოგვაკლდა. ყველა
შეხვედრა შანსია ფეხბურთელებისათვის, დაუმტკიცონ მთავარ მწვრთნელს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. სანიოლმა ასევე  განაცხადა, რომ გამოიცდებიან ფეხბურთელები, რომელთაც განვლილ შეხვედრებში არ მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.

ასევე, ვმუშაობთ ყველა იმ მოთამაშესთან, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს, თუმცა სურვილი ორმხრივი  უნდა იყო. რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იასპარეზებენ ისინი კლუბებში".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მახათაძე ორი თვის წინ შევნიშნე- რუსეთის უ17 და უ19 ში ბევრი გოლი აქვს გატანილი..სახეზეც რუსის ტიპია,ალბათდედა ყავს რუსი.. თამაშზე არ მიყურებია,მაგრამ როსტოვში ხშირად ხორენას სვამს სკამზე და არ უნდა იყოს ცუდი..ოღონდ ჩვენს ნახევარდაცვაში თუ ყველა ჯანმრთელად იქნა ძნელია როსტოვის მახათაძეს შეპირდე გათამაშებო..როცა ხვიჩა,ჩაკვე,კიტე,კლიმენტიჩი გყავს და პერსპექტივაში არაბიძე და პაპუნაშვილი..მე ჯანოს ვაკოს და ოქრის ადგილს ვერ ვხედავ გუნდში...ახალგაზრდებიც ხო მოდიან..აგერ აბუაშვილი იქნება პორტოში დამკვიდრდეს მომავალში..
Levani
07 აპრილი 2021 16:02
2
ძან კარგი იქნებოდა მარადიშვილიც რომ გადმოიბიროთ ეროვნული ნაკრებში,იმედია არჩევანს საქართველოზე გააკეთებს მარადიშვილი.
ვიტალი
07 აპრილი 2021 15:30
0
ცსკა-ს ფეხბურთელი მარადაშვილი... საჭიროა საქართველოს ნაკრებისთვის.
tngh
07 აპრილი 2021 13:09
0
ჩვენ გვჭირდება გერმანელი სპეციალისტი ,ვინც მოამზადებს ბიჭებს ფსიქოლოგიურად და გვასწავლის ბოლო წუთებში თამაშს,სხვა მხრივ კარგი ნაკრები გვყავს,დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვასო ეგ გვაკლია კიდევ...
გელა კოკაია
07 აპრილი 2021 12:06
5
იაშვილი აკეთებს თავის საქმეს უკვე ორი ქართველი ჩამოიყვანა წიტეიშვილი და მიქაუტაძე ორივე ახალგაზრდა და პერსპექტიული ბიჭია თუმცა კიდევ არიან სხვა ქართველები იგივე მახათაძე თამაშობს როსტოვში წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი რუსეთის მოქალაქე ძაან კარგად გამოიყურება ამ სეზონში და ღირს ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ნორმალურ გუნდშია ასევე იქნებ აკაკი გოგიაც ჩამოიყვანონ მარჯვენა შემტევია ბუნდესლიგას თამაშობს უკვე წლებია და ნამდვილად არ არის დასაკარგი ბიჭი მარცხნიდან გყავს ხალხი მარჯვნიდან გვაკლია ნაკრებში ფეხბურთელები თან 28 თუ 29 წლის არის და არც ძალიან ასაკოვანია რო ნაკრებში აღარ ენდნონ.
ჯონი
07 აპრილი 2021 01:15
1
გეთანხმები. გავკადნიერდები და გავაგრძელებ თქვენს აზრებს. მოკრძალებით ვისურვებდი, იაშკა დავნიშნოთ ვიცე პრემიერად ემიგრანტების დაბრუნების მოსაგვარებლად.
Hoda
07 აპრილი 2021 13:49
1
რატომღაც დავითაშვილი ყველას დაავიწყდა!
kaxa
06 აპრილი 2021 21:30
1
ზურიკო ნიჭიერი ზარმაცია თან არაბიძეც რო მიუყვანეს თავისნაირი თავაშვებული... თუ ჭკუაზე არ მოვიდნენ ჩამოსაწერი იქნებიან ფეხბურთიდან....
რომა
01 ივნისი 2021 02:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული