ირაკლი ფირცხალავა: კვარაცხელია ჯერჯერობით რუსეთში უნდა დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.

ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.

უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ,
რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით.

ხვიჩა ჩვენი იმედია და ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა და თავისი პროფესიონალიზმი ეგრევე ეტყობოდა.

ეგეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.

კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.

პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.

რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - ამბობს ფირცხალავა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
სოსოია პავლიაშვილი ნეტა რას გვეტყვის?....
რუსეთში თურმე დისციპლინა ყოფილა და ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებში-რაც გინდა აკეთე.

ჟორა
17 აპრილი 2021 19:11
5
მომღერალს რატომ ტენით სპორტში, თან ფეხბურთში. ხვიჩას დღეს შეუძლია, ნებისმიერ გრანდში თამაში, წლოვანებიდან გამომდინარე. აბა "ჭ" კლასის გუნდში გაუშვათ და მერე 25 წლისა გამოვაჩინოთ? მიშკა 16 წლისა იყო, უძლიერეს გუნდში "დინამოში" რომ დაიწყო, სტაბილურად თამაში. ასე იყო პელე, მარადონა და ყველა ტალანტი. ხვიჩას დღეს რა უნდა, მიჩმორილ გუნდში. ის ჩამოყალიბებული ტალანტია. სჭირდება უძლიერესების გვერდით დახვეწა.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
17 აპრილი 2021 18:21
3
ეგრე ნამდვილად, მწვრთნელი ნამდვილად კარგი ყავს ხვიჩიას, რომელიც მოუწოდებს კარიერის ევროპაში გაგრძელებას. ასე რომ რა დროის მეფის რუსეთის დისციპლინაზეა საუბარი
ბესო
18 აპრილი 2021 10:52
0
რა იყო რა გაჭორეთ სასტავი. ფეხბურთის მოყვარულია და გამოთქვა თავისი აზრი, რომელსაც, მის პოზიციას, მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა პატივისცემა უნდა. მეტი ტოლერანტობა, თქვე ევროპელებო თქვენა:)
დიდუბელი
17 აპრილი 2021 07:49
4
ხვიჩა რუსული პრემიერლიგის ავტორიტეტს წევს მაღლა მსოფლიოში, თავისი შრომით და თავისი ტალანტით. და ესენი სანაცვლოდ რას აკეთებენ? პირიქით დატოვებას უპირებენ რუსეთში. გაუშვით ხვიჩა - და ეგ რუსულ ფეხბურთსაც წინ წაწევს საქმეში. სკაუტები და ტალანტები მოაწყდებიან, არ გინდათ? და არც გეღირსებათ. ვერც ხვიჩას გააჩერებთ დიდხანს რუსეთში. თუ გგონიათ რუსეთი იარსებებს, კიდევ 5 წელი მანდაც ძალიან ცდებით მაგაში
სიმართლე. -
17 აპრილი 2021 00:56
10
საუბარი მიდის ზუსტად იმ ქართველ კაცზე, რომელსაც რუსეთი არ უშვებს და არ უპირებს გაშვებას. ის რუსეთი, რომელიც უდიდესი კატასტროფის წინაშე დგას და გარდაუვალია ის რაც ელოდება. არც თქვენ დაგადგებათ კარგი დღე, ერეკლე სადაა და თქვენი ... სადაა მაგას იქ დაინახავთ რომ გაგეხსნებათ გონება.
სიმართლე. _
17 აპრილი 2021 21:14
1
აი სად სად - და თავში გიდევს ეგ რაღაცა და იმიტომ.
"Erekle" -s.
17 აპრილი 2021 20:36
1
ყველა გამოხმაურება
ჩემი დაკვირვებით რუსეთში მცხოვრები ქართველებისათვის ეს ჩამორჩენილი , ბნელი, ტოტალიტარული და მოგოიმო ქვეყანა მსოფლიოს ჭიპია. ნუ რაღაც უცნაური პროვინციალიზმი ჭირთ. ფირცხალავასაგან არ მიკვირს ამიტომ. მაგას ხვიჩა იმ დონის ფეხბურთელი გონია, რა დონის მომღერალიც თვითონ არის. ხვიჩა თუ 20 წლის ასაკში არ არის კარგ ევროპულ გუნდში სათამაშოდ მზად ცუდად ყოფილა საქმე, რადგან ბარსაში, რეალში, ბაიერნში , დორტმუნდზე აღარ ვლაპარაკობ, მისი ასაკის და უფრო ახალგაზრდა ბიჭები თამაშობენ ძირითადში. სწორად უნდა შეირჩეს გუნდი და ნორმალურ ქვეყანაში გადავიდეს დროზე. დრო იკარგება რუბინის და რუსეთის პირობებში.
არტ
16 აპრილი 2021 23:15
16
რა იგულაო, რა რაც გინდა ის ქენი?... რომელ ევროპულ ჩემპიონატში ნახა ეგ ან სად მოისმიმა, რუსები არიან დისციპლინირებულები და
ევროპელები არა?....აშკარად სხვა რაღაცაზე ბაზრობს ტიპი
კახა
16 აპრილი 2021 22:44
3
Როცა გაიგებთ რომ ლიალკა ხოშტარიაზე უფრო დიდი ქართველია ირაკლი გვიანი იქნება
ბაბუაწვერა
16 აპრილი 2021 20:50
15
ძაან კარგი ადამიანია ირაკლი და არ შეიძლება ესე ლაპარაკი. ესე იგი რა გამოდის? თქვენ უნდა გკითხონ ჩვენმა ქართველებმმა, ჩამოვიდნენ თუ არა, სტუმრად წავიდნენ ვინმესთან თუ არა. რამდენ აქაურ "აქტივისტებს" ჯობიან, ირაკლის ნაირი არა ხულიგანი და არა უზრდელი ადამიანები! მაშინ ავიღოთ კვერცხები, დავიჭიროთ ელენა ხოშტარიას სახელობის შვიშტოკები და მივარდეთ ველურებივით, ეს გინდათ?! მე ვენაცვალე ყველა კარგ ქართველს
ცოტა გონს მოეგეთ.
16 აპრილი 2021 19:57
15
ჰა, რაო, ფეხბურთის ქართველო პროფესორებო, იგრძენით კონკურენცია? რა დაგემართათ? არ შეიძლება მოყვარულმაც გამოთქვას თავის აზრი ტელევიზიაში? სხვათაშორის ფირცხალავას სტუდიაში მიწვევას ყველა დასცნით და ხვალ რომ თქვენ მიგიწვიონ, სიხარულით დათანხმდებით მით უმეტეს, მშვენივრად იცით, რომ თქვენ ფეხბურთში ირაკლიზე დიდი ბედოვლათები ხართ.
ჰავლაბრელი ტიღუა
16 აპრილი 2021 18:09
10
თვითონ ლონდონ - "პარიჟში" უნდა იგულაოს (რუსულად) და მაგას კლიპები უნდა უნდა უძღვნას ... მელაძე გენია მაინცაა ეს არი სუფთა პაპსავიკი
ლოონდოოონ - პარიიიიიიიჟ !
16 აპრილი 2021 17:54
22
მელაძესთან შედარებით ეს კაცი მაინც არის.
ომბუცმენი
16 აპრილი 2021 18:59
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული