ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 17 მაისს ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სანაკრებო შემადგენლობაში, ცვლილება განხორციელდა.

სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული "უიპეშტის" ფეხბურთელი გიორგი ბერიძე შეუერთდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი

წყარო: nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქოჩორა გამოსაძახებელია და არაფერი ადრე არაა. სტიმულიცაა მისთვის და ნაკრებსი გამოძახება მას სათამაშო დროსაც დაუმატებს გუნდში. ამიტომ ყველამხრივ კარგი იქნებოდა.
ლევან მაღლაკელიძე
21 მაისი 2021 18:46
7
ვაკოს კარგი სტარტი აქვს აღებული ჩემპიონატსი ნელ ნელა შედის კარგ ფორმაში და დარწმუნებული ვარ თუ ტრამვა ან რამე პრობლემა არ შეეხვდა სექტემბრისთვის მაგარ ფორმაში იქნება რაც შეეხება ბერიძეს ნამდვილად იმსახურებდა გამოძახებას.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს ჩემი აზრით ამ ბიჭისთვის ნაკრები ჯერ ადრეა ჯერ ლევანტეში დაიმკვიდროს ადგილი იმ დონეზე მაინც რომ ხშირად ითამაშოს შეცვლებზე და მერე აუცილებლად გამოიძახებენ ნაკრებში და სეგუნდა ბს თამაშობს დუბლებში ძირითადად და ჩემი აზრით დუბლებიდან ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელის ადგილი არ არის.
გიორგი
21 მაისი 2021 16:51
0
მაინც ტყვილა იქნებოდა თავგასა ჩაქინდრული
beqa
21 მაისი 2021 16:22
6
ბოლოს როდის გვილიდერა ვაკომ? ან საშუალოდ რამდენ მატჩში ერთხელ ახერხებს ლიდერობას?
superman
21 მაისი 2021 16:20
0
ყაზაიშვილს საერთოდ რა უნდა ნაკრებში
???????????????
21 მაისი 2021 15:57
11
ვაკო ეს თემები რამენაირად უნდა დაალაგო თორე ეს პანდემია არ დაგვანებებს თავს კიდე დიდი ხანი
ლშა
21 მაისი 2021 15:53
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული