ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 17 მაისს ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სანაკრებო შემადგენლობაში, ცვლილება განხორციელდა.

სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული "უიპეშტის" ფეხბურთელი გიორგი ბერიძე შეუერთდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი

წყარო: nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ