ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვაკო ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართავს!

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, 2 და 6 ივნისს რუმინეთსა და ნიდერლანდებთან გასამართი ამხანაგური დაპირისპირებების წინ, ვილი სანიოლის მიერ გამოცხადებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა. სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო ეროვნულ ნაკრებს "ულსან ჰიუნდაის" ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება (მის ნაცვლად გიორგი ბერიძე გამოიძახეს). ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართა:

Sportall.Ge

"ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. სამწუხაროდ, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის არსებული გადაადგილებებისა თუ საკარანტინე შეზღუდვების გამო გამოძახების მიუხედავად, ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ვერ ვიქნები.
ვწუხვარ, რომ ამხანაგურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებ. წარმატება მინდა ვუსურვო ბიჭებს რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ."

შეგახსენებთ, ვილი სანიოლისთვის სადებიუტო შეკრებასა და მარტის თამაშებს ყაზაიშვილი დაახლოებით, ანალოგიური მიზეზის გამო გამოაკლდა. 28 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 55 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი.

altამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია

altყაზაიშვილის უმაგრესი საგოლე პასი ჩემპიონატის ლიდერთან [VIDEO]

altვაკო ყაზაიშვილის წარმატებული სერია გრძელდება!