"გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს" - ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა nakrebi.ge-სთან კომენტარები გააკეთეს.

გიორგი მიქაუტაძე: "საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ".

გიორგი აბურჯანია: "ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არა მარტო მწვრთნელისთვის, ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი".

დავით ხოჭოლავა: "შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ,
რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 წუთი ვიბრძოლეთ და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
გია ვიცით,რომ სოხეთმაც დაამარცხა რუმინეთი,რა არ უნდა დაემარცხებინა?სომხებს სხვა ცნობილი ნაკრებებიც ყავს დამარცხებული,მაგრამ ჩვენსავით არასტაბილურად თამაშობენ,თუმცა ამ ბოლოს მათ თამაშში სტაბილურობა შეიმჩნევა,მომავალში მათ წარმატებევს უსურვებ.
თერჯოლელი
15:17 03-06-2021
0
რუმინეთი სომხეთმაც დაამარცხა. ალბათ ყველამ იცით.
გია
10:29 03-06-2021
25
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული