"გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს" - ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა nakrebi.ge-სთან კომენტარები გააკეთეს.

გიორგი მიქაუტაძე: "საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ".

გიორგი აბურჯანია: "ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არა მარტო მწვრთნელისთვის, ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი".

დავით ხოჭოლავა: "შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ,
რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 წუთი ვიბრძოლეთ და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
გია ვიცით,რომ სოხეთმაც დაამარცხა რუმინეთი,რა არ უნდა დაემარცხებინა?სომხებს სხვა ცნობილი ნაკრებებიც ყავს დამარცხებული,მაგრამ ჩვენსავით არასტაბილურად თამაშობენ,თუმცა ამ ბოლოს მათ თამაშში სტაბილურობა შეიმჩნევა,მომავალში მათ წარმატებევს უსურვებ.
თერჯოლელი
03 ივნისი 2021 15:17
0
გიას იმის თქმა უნდოდა რომ რუმინეთის ნაკრებმა ამის წინ სომხეთის ნაკრებთან წააგეს . ამდენი დიზლაიკი რა პონტია ?
თერჯოლელი S
03 ივნისი 2021 18:56
0
რუმინეთი სომხეთმაც დაამარცხა. ალბათ ყველამ იცით.
გია
03 ივნისი 2021 10:29
25
მერე? :)
სახელი
03 ივნისი 2021 12:45
2
საქართველო + რუმინეთი ორივე დაბალი დონის ნაკრებია .
vvvvv
03 ივნისი 2021 12:42
1
ჩვენთვის არ არსებობს ამხანაგური თამაში! მე პირადად ვერ ვანსხვავებ, ამხანაგურს და ოფიციალურს, ორივეს ერთნაირი სიგიჟით ვუყურებ, მშვიდად ყურება , ოჰ ეს ამხანაგურია და რა უშავს მერე, ასე მიდგომა არც უნდა გქონდეთ . ნებისმიერი თამაში მსოფლიო რეიტინგში მაინც აისახება, ასე რომ ყველა თამაშში უნდა გავიდეთ მოსაგებად , მინიმუმ ქულის ასაღებად მაინც!
Vasili
03 ივნისი 2021 09:30
2
მიხარია, რომ მიქაუტაძის სახით ქართველი გერტ მიულერი შევიძინეთ!!!
N
03 ივნისი 2021 09:07
0
უბურთოდ საერთოდ არ მოძრაობდნენ, იშვიათ კონტრშეტევაზე მთელი გუნდი იდგა სა უყურებდა როგორ მირბოდა ბურთიანი წინ მარტო, კარისკენ ხანდახან შორიდანაც უნდა დაარტყა, დაბასიჩქარიანი რუმინელების ფონზე ჩვენები მეგონასაერთოდ სეირნობდნენ, დაცვაში მეტოქეს 5 მეტრის დისტანციიდან რო ეთამაშები და თავდასხმაში მცველზე 50 სმ ზე ხარ მიწებებული ასე არ შეიძლება - პირიქით უნდა იყოს, ამას კი უბურთოდ ბევრი მოძრაობა სჭირდება, 11 მეტრიანის აცილებასაც თუ ჩავთვლით, საერთოდ... მოკლედ გაგვიმართლა,
ნიკოლოზი
03 ივნისი 2021 07:37
11
გმადლობთ ძვირფასო პროფესორო!თვენგან მოვისმინეთ და შევიგნეთ,რომ დაცვაში მჭიდროდ უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს,ნახევარდაცვაში ასე,თავდასხმაში ისე და ა.შ.კიროვის პარკი და ბელადი გამახსენეთ.რაც შეეხება ვილი სანიოლის-თქვენგან დღეს იმდენი სასარგებლო დარიგება მიიღო,რომ ჰოლანდიაში აუცილებლად გადასხვაფერებულ გუნდს გაიყვანს.ჩემგან კი მხოლოდ იმას დავამატებდი,რომ დავინახე:საქართველოში მილტონ ჰეიგის შემდეგ ჩამოვიდა მეორე მწვრთნელი,რომელიც ისტორიულ მისიას შეასრულებს და მილტონის დარად მსოფლიო სტანდარტებს გვაზიარებს. ბ რ ა ვ ო სანიოლი,ბრავო ბიჭებო !მსოფლიო დონის ფეხბურთი გუნდის ორგანიზაციულად გამართული თამაშით იხვეწება,კლასი და ქვეყნის ავტორიტეტიც მაღლდება!
giorgi janikashvili
03 ივნისი 2021 11:51
5
მეორე სასტავს ეგეთ მაღალ დონეზე რომ შეეძლოს თამაში ეხლა ევროპაზე ვიქნებოდით და ნახ ფინალამდე გვექნებოდა იმედი
ლშა
03 ივნისი 2021 10:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული