კახა ცხადაძე: დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთთან შეხვედრაში სანიოლმა ეს ნათლად დაინახა

AutoSharing Option
გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდსა და საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

"ყველაფერი ფორსმაჟორში მოხდა... "დინამოში" დანიშვნამდე საქართველოში მერაბ ჟორდანია იყო ჩამოსული და საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა.

თუკი ლიცენზიას მიიღებდნენ, მას ჩემი დანიშვნა ჯერ კიდევ "დენ ბოსხში" სურდა. ახლა მერაბი, შესაძლოა, დაინიშნოს ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტად და თუ ასე მოხდებოდა, მაშინ კლუბს მე ჩავიბარებდი.

სამწუხაროდ, ეს ასე მალე ვერ მოხდებოდა, რადგან სხვადასხვა საკითხზეა სამსჯელო და მოსაგვარებელი.

შემდეგ ბატონმა რომან ფიფიამ დამირეკა და "დინამოს" მწვრთნელობა შემომთავაზა.
მას ვუთხარი, რომ ნემსაძესთან დალაპარაკების გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.

ვესაუბრე ნემსაძეს და მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე დასვენება სურდა, რადგან წნეხს ვერ უძლებდა... შემდეგ ველაპარაკე მერაბ ჟორდანიასაც და მან ამიხსნა, რომ ჯერჯერობით "აუსტრიაში" არაფერი არ იყო გადაწყვეტილი...

"დინამოში" სხვადასხვა პრიორიტეტია... კლუბს ძალიან კარგი აკადემია ჰყავს, საიდანაც კარგი ფეხბურთელები მოდიან...

შემდეგ ეს ფეხბურთელები აუცილებლად უნდა წავიდნენ ევროპაში, თუმცა სწორი გზით და კარგ გუნდებში... ჩვენმა გუნდმა წარმატებას არა მარტო ეროვნულ ჩემპიონატში, არამედ ევროსარბიელზეც უნდა მიაღწიოს.

ფინანსები ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია... მაგალითად, "ყარაბახი", რომელმაც განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროტურნირებზე მოხვდა... ევროპის ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში 5, ხოლო თუ არ ვცდები, ჩემპიონთა ლიგაზე 17 მილიონის გამომუშავება შეგიძლია.

ჩვენი მიზანი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და გუნდის გაძლიერებაა... ახლა ვმუშაობთ 3-4 ტრანსფერზე... გვინდა, რომ მოვიყვანოთ ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ახლა უკლუბოდ არიან...".

კახა ცხადაძემ გადაცემაში საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:

"ყველა საკონტროლო თამაშს თავისი მიზანი აქვს და მე გუშინ დავინახე, რომ ვილი სანიოლს კონკრეტული მიზნები ჰქონდა.

ფსიქოლოგიურად ახალი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან უკვე მე-4 შეხვედრას ატარებდა და ეს გამარჯვება ხელს შეუწყობს.

რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ძალიან დიდი ტრადიციებიც აქვს... დარწმუნებული ვარ, რომ სანიოლმა რუმინეთთან შეხვედრაში არსებული მინუსები დაინახა და მის გამოსწორებაზე იმუშავებს.

მწვრთნელს უახლოესი რეზერვის ნახვა სჭირდება და ასე არის სანიოლიც... მან სხვადასხვა ფეხბურთელი გამოსცადა, რომლებსაც შესაძლოა, მომავალში დაეყრდნოს.

ნაკრებში ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და მე ეს ძალიან მომწონს, სანიოლი საქმეს თავს კარგად ართმევს.

ნახეთ, მიქაუტაძე როგორი ცივსისხლიანი ფორვარდია?! - ერთი მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა! ბრწყინვალე შთბაეჭდილება დატოვა შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმაც.

ახლა მგონია, რომ სანიოლი ნიდერლანდებთან უფრო იმ ფეხბურთელებს ათამაშებს, ვისაც ძირითად ბირთვად განიხილავს. ვიცი, რომ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა და ეს საქმეს ძალიან გამოადგება", - თქვა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ღუპავს ამ ქვეყანას, მარტო ფულის შოვნა, კორუფცია, ქონების დაგორვება. სხვა არაფერი ადარდებტ.
რა უნდატ ამ ცხადაძისგან, ქართველი კაცია რატომ არ უნდა გიხაროდეს მისი წარმატება.
las
05 ივნისი 2021 09:07
0
ყველაფერი ყველაფერი მაგრამ ეს დფორსმაჟორული რა ჯანდაბაა? ფორსმინორული არ გინდათ?
niko
04 ივნისი 2021 18:33
8
ოჰ წამოიმართნენ საფლავებიდან დიადი მწვრთვნელის დამცველები
ჯონდო
04 ივნისი 2021 15:49
15
მიდით ფიფია და ცხადაძე შეკარით კარგი გუნდი რო გავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ ცხოვრებაში რამოხდება დახარჯე ფული ფიფია და 17 მილიონი ჯიბეშიგვაქვს 10მილიონი დახარჯე და 17 მინიმუმ ჯიბეში გაქვს მიდი რა მიდიიიი დაგემატებინა ვინმე კარგი 3-4 ფეღბურთელი
baleshiki
04 ივნისი 2021 15:15
2
ცხადაძემ ძალიან დიდი რესურსით, რომელიც მას ქონდა ბაქოს ინტერში,ან კაირათში,ან თუნდაც ორდაბასში ვერნაირ წარმატებას ვერ მიაღწია ევროპაში(თვეში 40 ათას დოლარიანი ლეგიონერები) ! მეეჭვება დინამოში იმ დონის ლეგიონერები მოუყვანოს ფიფიამ, რაც იმ კლუბებში ყავდა და ვერფერს რომ ვერ მიაღწია! მაქსიმუმ ამ კლუბებში გადალახა 1 ან 2 ეტაპი! უბრალოდ გაპიარებული მწვრთნელია და მეტი არაფერი! ჩემი აზრით სოსიაშვილი,კაჭარავა და დევდარიანი გაცილებით უფრო ძლიერი მწვრთნელები არიან!
kaxa
04 ივნისი 2021 14:13
19
Ჯონდი აქ ვართ ჯონდი.მაგრა გეტყობა სადაც სხოვრობ რაცა გტკივა,მაგრამ დამიჯერე დინამოს და ფიფიას ბრალი არ არი და ცხადაძესი ხო საერთოდ.
Ჯერ ერთი საიდან მოიტანე არ ეკითხებიან სხვა მწვრთნელზეო.არ ეკუთხებუან კი არა ცუდს არ ამობენ კოლეგაზე.
Ეტყობა მაგრად ბნელა შენთან არა?
თავის საქმსაც კარგად აკეთებს და ქვეყნისაც და შენ თუ ვერ ხედავ,შენი ბრალია.
Ცხადაძე არი ყველაზე წარმატებული,განსწავლული და ძლიერი ქართველი მწვრთნელი!!! ეს არი ფაქტი და შენ რაც გინდა ისა თქვი.
Ნუ ეხლა ჩვენ ბოდიში,თქვენთვის ის არი ნომერ მწვრთნელი მარჩელო ლიპი რომ გეგონათ და ერთ თვეში რომ დაამტკიცა ,რომ გაგებაში არ იყო მწვრთნელობის
ჯონდოს
04 ივნისი 2021 13:22
9
რაო ფიფიას ბრალი არ არისო? შენ ეტყობა ტკბებოდი როცა დინამო ფარერებთან ნადგურდებოდა.
ცხადაძეზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.ნათელი ისაა რომ ჯერ წარმატებისთვის არ მიუღწევია
დავით 67
04 ივნისი 2021 18:11
0
ამ კაცმა ნაკრების მწვრთნელებს თავი, რომ გაანებოს და საკუთარ საქმეს მიხედოს არ გამოვა? მოქმედი მწვრთნელია თუ კომენტატორი? მსოფლიოს არც ერთი მოქმედი მწვრთნელი თავის კოლეგაზე კომენტარებს არ აკეთებს. დაუწერელია წესია.
ჯონდო
04 ივნისი 2021 12:24
41
სწორედ ცხადაძემ და მისნაირებმა უნდა გააკეთონ კომენტარები და თუ საჭიროა კომპეტენტური შენიშვნებიც გააჟღერონ.
აბა გინდ შენ გილაპარაკია და გინდ მძინარე მაჩვს გაუ*უებია თავის ბუნაგში, ერთი ფასი აქვს )))
ჯონდო-ს
04 ივნისი 2021 14:03
8
ცუდი არაფერი არ უთქვამს.
შეაქოს რა გინდა.
04 ივნისი 2021 13:28
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული