მიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა

AutoSharing Option
sportskeeda ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის პრევიუსა და სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობს.

"საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია, ნიდერლანდელები კი შოტლანდიასთან მარცხს მემფის დეპაიმ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შანსს დებიუტანტებს აძლევს და შესაძლებელია, ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ უკვე "ვალენსიას" კიპერი გიორგი მამარდაშვილი და "სამგურალის" ფორვარდი სერგო კუხიანიძე."

ერთი მხრივ, საქართველოს ნაკრები სუსტი მეტოქეა, მაგრამ ვილი სანიოლს ჰყავს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელთაც ნიდერლანდებისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ."

გამოცემის ვარაუდით, მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით (2:0) გაიმარჯვებენ. ისინი სავარაუდო შემადგენლობასაც გვთავაზობენ, სადაც ჩვენს ნაკრებში გიორგი
მიქაუტაძეს, მეტოქის რიგებში კი დეპაისა და დე იონგს არ მოიაზრებენ.

ნიდერლანდები (4-3-3): სტეკელენბურგი, ველტმანი, ტიმბერი, დე ვრეი, ვან აანჰოლტი, ვან დე ბეეკი, გრავენბერხი, კოპმეინერსი, ბერგვინსი, ვეგჰორსტი, პრომესი

საქართველო (4-5-1): ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გიორბელიძე, დაუშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი, შენგელია, ლობჟანიძე, ზივზივაძე.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება ქალაქ ენსხედეში 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

altგენერალური რეპეტიცია საქართველოს ნაკრებთან - ფრანკ დე ბურმა შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველოს ნაკრები ნიდერლანდებშია და საინტერესო მატჩისთვის სამზადისს შეუდგება



მკითხველის კომენტარები / 11 /
ჟორჟინიო მაგარი კაცია.........
სტალინი
05 ივნისი 2021 14:00
0
ჰოლანდია რა გუნდია მარტო წარსულია ჩვენ უეჭველი 2 გოლს გაუტანთ, და ყველაზე კარგი ფრე დამთავრდება მინიმუმ, გვემუქრებიან ვითომ
აჩი**
04 ივნისი 2021 17:24
20
შემადგენლობა ცნობილია,შედეგიც ვიცით. ვნახოთ ტრანსლიაცია?
ნოდიკო
04 ივნისი 2021 16:02
2
ტრანსლიაცია არა, ვიდოჩანაწერი გამოდის...
იდალგო
04 ივნისი 2021 20:53
0
გოლების ავტორები, წუთები კუთხურების და ბარათების რაოდენობა აკლია
;-)))
04 ივნისი 2021 17:46
0
ეს ის საიტია რუმინეთი საქართველო რომ იწინასწარ მეტყველა 2-1 და პირიქით დაჯდა ახლა 2-0 დაწერა და 0-2 დამთავრდება
ემიგრანტი
04 ივნისი 2021 14:46
1
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
foodboll
04 ივნისი 2021 14:05
0
აშკარად ვერ განლიცნეს. ჩემი აზრით ზურიკოს განკცდის. ვაისმა ვერ აათამაშა, მაგრსმ სანიოლი ისეთებს შვრება და ისე მაკვირვებს ყოველ თამაშზე სასიამოვნოდ, არ გამიკვირდება დავითაშვილიც გახსნას და მაქსიმუმი გამოიღოს ამ ბიჭისგან.

კიტეიშვილსაც ათამაშებს აუციელბლად ძირითადში. ასევე მგონია კაშიას დვალს შეუწყვილებს. ტყუილად ხომ არ ჩამოიყვანა.

კუხიანიძეს მგონია მეორე ტაიმში შეიყვანს. უბრალოდ სიმბოლურად შეაჩვევს ჯერ ნაკრებს. არ მგონია პირდაპირ ჰოლანდიასთან დააყენოს ძირითადში. ზოვზივაძე უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ რადგან ბუდუმ ვერ აჩვენა კლასი წინა თამაშში, ალბათ ისევ მიქაუტაძე იქნება. ბოლოს და ბოლოს კაცი ნომერ პირველ ფორვარდად მოიაზრევა ნაკრებში და ჰოლანდიასთან ვინ უნდა დააგროვოს განოცდილება თუ არა მან. თან დაგვეჩაგრა გაზაფხულის თამაშებში ტრამვის გამო, ვერ ვნახეთ საკმარისი დროით
არ იციან
04 ივნისი 2021 13:48
0
იმ დღესაც დავწერე ასეთი იდიოტური პროგნოზები უკუღმა ჯდება,რუმინეთი იგებს 2-1-სო,მოიგო?!ჰოლანდია თავს არ მოიკლავს,ტრამვებს მოერიდება და თუ თამადა არ იქნება იქნებ არ წავაგოთ
გულშემატკივარი
04 ივნისი 2021 13:44
0
ბუდუ რა მიზნით უნდა ათამაშო ???????????????????????????//
???????????????
04 ივნისი 2021 13:41
2
კიტე იქნება ალბად ძირითადში.
hhh
04 ივნისი 2021 13:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული