ნაკრები ენსხედეში ემზადება - შენგელიას გოლის რობენსაც შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა. 4 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის
დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

ნახეთ ვარჯიშზე ლევან შენგელიას არიენ რობენის სტილში გატანილი გოლი.

მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენ უნდა ნახოთ ცარიელ კარში რა გოლებს იტანს :)))
irakli81
20:39 05-06-2021
1
ვარჯიშზე მსინც რომ შეუძლია ეგეც კარგია, ვერ ამართლებს ეგ ბიჭი ავანსებს, იმიტომაც ვერ თამაშობს ძირითადში, ფიზიკასთან ერთად , ალღოც აკლია და შემართებაც, აბურჯანიასავით შენელებული კადრივით მოძრაობს და აზროვნებს, პასი არ უვარგა და თუ ხანდახან ყარაულის თოფივით გაუვარდება, როგორც უმეტესობას, ეგ კლასი არ არის და იმიტომაც ვერ ხვდებიან სამწუხაროდ -კარგ გუნდებში.
გუსანი
14:03 05-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული