ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კიტეიშვილი: რუმინეთთან საუკეთესოდ არ გვითამაშია, მაგრამ გამარჯვებას დადებითი ემოციები მოჰყვა

AutoSharing Option
რუმინეთის 2:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩისათვის ენსხედეში ემზადება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და
ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ".

ასევე დაგაინტერესებთ