ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორბელიძე: ძალები აღვიდგინე და სათამაშოდ 100 პროცენტით მზად ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სტუმრად ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩისათვის ემზადება. ვარჯიშის შემდეგ კომენტარი "ჯვაროსანთა" მცველმა გურამ გიორბელიძემ გააკეთა.

"კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით.

​რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ", -
ციტირებს გიორბელიძეს nakrebi.ge.

ასევე დაგაინტერესებთ