პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით
დააწინაურა. ცოტა ხანში ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო
გოლი: დეპაი (10, პენ)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრი, ბლინდი, ვეინდალი, დე რონი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვეგჰორსტი, დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, გვილია, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 17 /
გვილია სხვაზე მეტს დარბის უაზროდ და ამიტომ.ერთხელ დავწერე,მძლეოსნები შევაგროვოთ,ფეხბურთელები რად გვინდა.კვარას გარეშე გუნდი არ არის.გუნდში უნდა დარჩნენ:კვარა,მიქაუტაძე.კაშია,ჩაბრაძე,ლორია,გიორბელიძე,კიტეიშვილი (ერთი ტაიმი),აბურჯანია (ერთი ტაიმი),.აზაროვი,ლობჟანიძე,ჯიღაური,ქვილითაია და დვალიშვილი (ერთი ტაიმი),ხოჭოლავა და დვალი პოზიციურად ხშირად შეცდომებს უშვებენ (?),კაკაბაძე არასტაბილურია და ძნელია ენდო (?).ნაკრებში არ უნდა თამაშობდნენ:ზივზივაძე,დავითაშვილი,კვირკველია,ოქრიაშვილი. ე.ი.ძირითადის 6 ფეხბურთელი გვყავს (ვინმე გამომრჩა?) ანუ გუნდი არ გვყავს.მარტო კვარა თუ მოიგებს თამაშებს და დანარჩენებს თუ აიყოლიებს ეს არის და ეს. ნაკრები 4-3-3 უფრო თამაშობს,ექსპერიმენტები საჭირო აღარ არის.გუშინ ნახევარდაცვა არ იყო,კაშია ასრულებდა ამ ფუნქციას.დაცვა ბურთს უაზროდ აგორებს,საშიშროებას დაბნეულ მეკარესაც უქმნიან.ფლანგის მცველები საჯარიმოს სიღრმეში არ უნდა შედიოდნენ,ეს ფლანგებზე მოშიშვლებას იწვევს და მეტოქეები დასეირნობენ.ბურთი დაცვამ არ უნდა დაიჭიროს,არ ეხერხებათ და ამიტომ.ყველა შემთხვევაში წინ უნდა აწვდიდნენ პასებს,მაინც კარგავენ და ამიტომ.ასე რომ მე მოლოდინები აღარ მაქვს.
გიგა
13:22 07-06-2021
0
ეს გვილია ლამისაა სახში წაიყვანოს სანიოლმა ბოლო წუთამდე არ შეცვალა.და რატო იძახებს საერთოდ ვინმემ იციის???
ზურა0207
09:19 07-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული