ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით
დააწინაურა. ცოტა ხანში ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო
გოლი: დეპაი (10, პენ)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრი, ბლინდი, ვეინდალი, დე რონი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვეგჰორსტი, დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, გვილია, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ზივზივაძე

ასევე დაგაინტერესებთ