"საქართველომ ორი უდიდესი ტალანტის გარეშე ითამაშა..." - ნიდერლანდური პრესა სამწუხარო მარცხს გვახსენებს

AutoSharing Option
ნიდერლანდური გვერდი fcupdate ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მონაკვეთს, სადაც ჩვენს ქვეყანაზე საუბრობენ:

"2020 წლის 12 ნოემბერი, დღე, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა. სკოპიეს ქუჩებში ხალხი წარმოუდგენლად დიდ დღესასწაულს ქმნიდა. ყველაფერი დაუჯერებელი იყო, ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა და ბედნიერების ცრემლებს ყრიდა. ეს გამარჯვების სიხარული გახლდათ. მაკედონიიდან შორს, 2000 კილომეტრის დაშორებით, თბილისში, "წითელმა ლომებმა" ერთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში ადგილობრივი ნაკრები 1:0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ძირითად ბადეში გავიდა. მეტიც, 13 ივნისს ავსტრიასთან პირველი შეხვედრაც გამართეს, თუმცა 1:3
დამარცხდნენ.

ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ილუზიაც არ ჰქონია, თუმცა ახალმა ერთა ლიგამ ეს შანსი გააჩინა, პატარა საფეხბურთო ქვეყნებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შესაძლებლობა მიეცათ. ფინალში ერთადერთი გოლი კაპიტანმა და "წითელი ლომების" ლეგენდამ, გორან პანდევმა გაიტანა:

"დაფიქსირებული ფრის გამო გადაწყდა, რომ შეხვედრა საქართველოში გაიმართებოდა, თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, კოვიდსიტუაციის გამო ცარიელ მოედანზე ვითამაშეთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიხარულო იყო. გაიხედეთ უკან, პლეი-ოფის ეტაპი ბევრად წარმატებული იყო, გვაკლდნენ ფეხბურთელები, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველომ ორი უდიდესი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე ითამაშა. საქართველოსთან თამაშამდე და უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა. არავის სურდა, რომ შეცდომა დაეშვა. თითქოს ზღაპარი იყო, პანდევმა 1 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატზეც გაგვიყვანა." - წერს ალექსანდრ ზლატესკი.







მკითხველის კომენტარები / 12 /
სავაეაუდოდ ეგ თამაში გაყიდული იყო
beqa
20:50 14-06-2021
25
ეგ იყო თამაში რომელიც ვერასდროს გასცემს კითხვებს პასუხს
ლაშა
18:17 14-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული