კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით

AutoSharing Option
რუსეთის მეორე დივიზიონში (FNL) საკმაოდ ბევრ ქართულ გვარს შეხვდებით, რომელთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ქართველი გულშემატკივრები მათი თამაშით დაინტერესებულნი არიან. სია საკმაოდ გრძელია და ყველას ერთ წერილში თავმოყრა რთული იქნება.

რანგით მეორე ლიგის მე-4 ტურში "ველეს მოსკოვმა" "ტომს" 1:0 სძლია და მესამე ადგილს იკავებს. მასპინძელთა შემადგენლობაში, 22 წლის მარჯვენა მცველმა ალექსანდრე კახიძემ სრულად ითამაშა, გამარჯვების გოლის ავტორი კი რუსეთის მოქალაქე, 21 წლის ვლადიმირ კაბახიძე გახდა.

"ველესის" რიგებში კიდევ ერთი ქართული გვარის, მაგრამ რუსული პასპორტის მქონეა - 23 წლის თემურ ჯიქია. ფორვარდი,
რომელსაც მიმდინარე სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი, მანამდე "ულიანოვსკის", "კოლომნას", "არარატ მოსკოვისა" და "ხიმკის" რიგებში გამოდიოდა.

Sportall.Ge

რაც შეეხება ქართველ კახიძეს - მან მოსკოვურ კლუბში გასულ წელს 33 შეხვედრა გამართა და 2 გოლიც გაიტანა. "ტომთან" შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორმა, ნახევარმცველ კაბახიძეს ახლადდაწყებულ სეზონში უვე ორი შედეგიანი დარტყმა აქვს, გასულ წლებში კი "ტამბოვში" გოლის გატანა ვერ მოახერხა.

31 წლის ირაკლი კვეკვესკირი, რომელიც გულშემატკივრებს მისი სომხური კარიერიდანაც უნდა ახსოვდეთ, მეოთხეადგილოსან "სკა ხაბაროვსკის" წევრია. ნახევარმცველი ხაბაროვსკელთა რიგებში 2018 წლიდან გამოდის და მის ანგარიშზე ექვსი გოლია.

Sportall.Ge

წელსაც "ნეფტეხიმიკის"ერთ-ერთი ლიდერი 28 წლის ქართველი ფორვარდი მერაბ ურიდია უნდა იყოს, რომელმაც გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, მათგან ერთი განსაკუთრებული სილამაზის იყო. ქართველის კლუბი რუსეთის მეორე ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს.

"ლიპეცკის" (მე-14 ადგილზეა) რიგებშია 33 წლის ვეტერანი, რუსეთის მოქალაქე რუსლან ახვლედიანი, რომელსაც 2017-18 წლების წარმატებული სეზონის შემდეგ კლუბში ნაკლები შანსი ეძლევა.

Sportall.Ge

"ტექსტილშიკის", რომელსაც FNL-ის ახალ სეზონში ჯერ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, წევრია რუსეთის სახელით მოასპარეზე 21 წლის თავდამსხმელი გოჩა გოგრიჭიანი. საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ გოჩა გოგრიჭიანის ვაჟი "როსტოვის" ახალგაზრდული გუნდებიდან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა, რომელმაც ჯერ "აკრონში", მიმდინარე სეზონის დაწყების წინ კი ახლანდელ კლუბში გაანათხოვრა.

დოლგოპრანდის "ოლიმპის" წევრია ქართველი მცველი ირაკლი ჭეჟია. 29 წლის ფეხბურთელი ქობულეთის "შუქურაშიც" ასპარეზობდა, მანამდე კი "არმავირისა" და "ხიმკის" მაისურით თამაშობდა. ჯერჯერობით მისი კლუბი ლიგის აუტსაიდერია.

4 ტურის შემდეგ ამდენივე ფრე აქვს ქართველი ლეგიონერების, ილია ბერიაშვილისა და ბექა ქავთარაძის "როტორს". გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტები გამარჯვების გარეშე არიან. ნიკოლაი ყიფიანის გარდა, გუნდში წარმატებით რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე, 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მახათაძე ასპარეზობს. ის გასულ წელს "როსტოვში" გამოდიოდა. ნახევარმცველს რუსეთის 20-წლამდელთა ნაკრებში 6 მატჩი აქვს გამართული და 1 გოლის ავტორიცაა.

Sportall.Ge

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეს, 24 წლის ლეო გოგლიჩიძეს - მისი "ნიჟნი ნოვგოროდი" წელს ელიტაში აღზევდა და ამჟამად მეხუთე ადგილზეა, პრემიერლიგაში კი მცველს ჯერჯერობით თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიეცა.

მანამდე ლეოს "ჩაიკაში" მშვენიერი სეზონი ჰქონდა. უფრო ადრე მარცხენაფლანგელი "კრასნოდარში" თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი იყო. გოგლიჩიძეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს გამართული.

altურიდიას გოლს "კოსმიური" უწოდეს [VIDEO]

altბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია

altახლო ხედით: ვინ არის ოქრიაშვილის თანაგუნდელი ლეო გოგლიჩიძე?


მკითხველის კომენტარები / 6 /
აუუ ამთზე ნერვიულობა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის.დდ
fff
02 აგვისტო 2021 23:16
1
"ჩეჟია" მომეწონა ნამეტნავად.
ღლონტი
02 აგვისტო 2021 18:51
2
აღებ მიცემობა ევროოაში როა ეგეთი უნდა.პელემ მოუწოდა მსოფლიო ჩემპიონატის დროს მაინც დაკეტეთ ტოტალიზატორიო. იმის მერე ხმა აღარ ამოუღია მაგ თემაზე ისე გააჩუმეს
გრიგოლი1408
02 აგვისტო 2021 14:36
2
აბა მანდაა თუა მაზი და აღებ-მიცემა, რაზბორკა, ატკატი, დაკრიშვა,მაზი, გასტავკულია ყველა და ყველაფერი, ის "თელაველი" ილო მენანება, მარა აბა ჯუღელი? ზუსტად მანდაა ლომი.
სულხან
02 აგვისტო 2021 13:03
3
Ruslan Akhvlediani

Centre-Forward

Aleksandr Kakhidze

Right-Back


Vladimir Kabakhidze

Central Midfield


Temur Dzhikiya

Centre-Forward


Gocha Gogrichiani

Centre-Forward

Irakli Chezhia

Centre-Back


Diego Malania

Centre-Back

Irakli Kvekveskiri

Defensive Midfield

Eduard Bulia

Centre-Forward

Anzor Sanaia

Centre-Forward


Moris Nusuev

Centre-Back


Georgi Gongadze

Centre-Forward

Leon Sabua

Centre-Forward

Nikoloz Kutateladze

Centre-Forward

Merabi Uridia

Centre-Forward

Georgi Natabashvili

Goalkeeper


Aleksey Tataev

Centre-Back

Alan Khugaev

Defensive Midfield


Nikolay Giorgobiani

Attacking Midfield


Georgi Makhatadze

Central Midfield

Nikolay Kipiani

Left Winger


Ilia Beriashvili

Centre-Back






Beka Kavtaradze

Centre-Forward

ყველა რუსეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობენ
giosvani
02 აგვისტო 2021 12:37
2
ეს მგონი რუსეთის პირველი ლიგა კიარა საქართველოს ჩემპიონატი ყოფილა!
დათო
02 აგვისტო 2021 12:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული