ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს.

საქართველოს ნაკრები წლის მეოთხე ოფიციალური თამაშს 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის შავიზღვისპირეთში გაივლის.

5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი სამი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ხუთი დებიუტანტია, რომელთაგან ოთხი ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი,
ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტალია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთი კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

წყარო: nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 70 /
ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ ამ ფეხბურთის ფედერაციას თუ სასარგებლო რამე გაუკეთებია ჩვენი ფეხბურთისთვის იმაში სანიოლის დანიშვნა შედის.
გიორგი
13:54 23-08-2021
6
მოკლედ ვინც თამაშობს ყველას იძახებს ეს კაცი, ჩვენი ჩემპიონატიდანაც ხედავს ვინ იმსახურებს გამოძახებას და პლუს მოტივაცია უნდა ქონდეთ ახალგაზრდებს ჩვენ ლიგაშიც, ითამაშონ და მოხვდებიან ნაკრებში.
გოგა
16:00 23-08-2021
1

სიახლეები პოპულარული