ტრავმირებულ კვარაცხელიას ნაკრებში წიტაიშვილი შეცვლის

AutoSharing Option
ტრავმირებულ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გიორგი წიტაიშვილი შეცვლის, - ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება.

​შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან
დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 26 ფეხბურთელით შავი ზღვისპირეთში გაივლის".

წიტაიშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუშინ "ალეკსანდრიასთან" უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის საშინაო მატჩში (2:2) 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
არ ვიცი რამდენად შეძლებს იგი კვარაცხელიას სრულფასოვან ჩანაცვლებას,მაგრამ ძალიან მ აინტერესებს მისი შესაძლებლობები!
4
მიღწევებით კვარაცხელიამ აქეთ უნდა ჩაანაცვლოს წიტაიშვილი, კარიერა არ აეწყო თორემ ძაან ნიჭიერი ბიჭია, უკრაინის ნაკრების ლიდერი იყო და მარტომ მოაგებინა U20 მსოფლიო ჩემპიონატი როცა კვარაცხელია ახალგაზრდულ ნაკრებში არავის ახსოვს საერთოდ და არც შედეგიანობითაა ნაკლები. კვარაცხელიას 60 თამაშში 5 გოლი აქვს რუსეთში გატანილი,როცა მაგდენი წიტაიშვილმა 12 თამაშში გაიტანა დინამო კიევთან ერთად უეფას გათამაშებაში . ფინტები თუ გიყვართ გყავდეთ და შედეგიანობა თუ გინდათ აგერ წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე ;)
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული