ტრავმირებულ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გიორგი წიტაიშვილი შეცვლის, - ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:
"საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.
მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან
დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 26 ფეხბურთელით შავი ზღვისპირეთში გაივლის".
მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან
წიტაიშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუშინ "ალეკსანდრიასთან" უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის საშინაო მატჩში (2:2) 71-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.