"ლაციოსა" და "ნაპოლის" ფეხბურთელებით - კოსოვოს ნაკრებმა საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდემ სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები - არიჯანეტ მურიჩი ("ადანა დემირსფორი", თურქეთი), ვისარ ბექაი ("ტირანა",  ალბანეთი), სამირ უიკანი (უკლუბოდ);

მცველები - მერგიმ ვოევოდა ("ტორინო", იტალია), ფლორან ჰადერგონაი ("ქასიმფაშა", თურქეთი), ამირ რაჰმანი ("ნაპოლი", იტალია), ფლორან ალიტი ("ციურიხი", შვეიცარია), იბრაჰიმ დრეშევიჩი ("ჰეერენვეენი", ნიდელანდები), ბეტიმ ფაზლიჟი ("სტ. გალენი,ლ", შვეიცარია), მირლინდ კრიეზუ ("ციურიხი", შვეიცარია), დავიდ დომგჟონი ("ლუცერნი", შვეიცარია), ლირიმ კასტრატი II ("უიპეშტი", უნგრეთი);

ნახევარმცველები - ჰეროლინდ შალა ("სტაბეკი", ნორვეგია), ზიმერ ბიტიკი ("ქონიასფორი", თურქეთი), ვალონ ბერიშა ("რეიმსი",საფრანგეთი), ბესარ ჰალიმი ("რიგა",
ლატვია), ბერსანტ სელინა ("დიჟონი", საფრანგეთი), მილოტ რაშიცა ("ნორვიჩი", ინგლისი), ელბასან რაშანი ("კლერმონი", საფრანგეთი), ფლორან ლოშაი ("კრაკოვია" პოლონეთი), ლირიმ კასტრატი ("დინამო",  ხორვატია), ფლორან მუსლია ("ჰანოვერი", გერმანია);

თავდამსხმელები - ვედად მურიქი ("ლაციო", იტალია), ასტრატ სელმანი ("ჰამარბი",  შვედეთი).

კოსოვოელები 2 სექტემბერს ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ, ამის შემდეგ კი ორ საშინაო შეხვედრას გამართავენ - 5 სექტემბერს საბერძნეთის, 8-ში კი - ესპანეთის ნაკრებთან. შალანდეს ნაკრებს ჯგუფში ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

altსაქართველოს ნაკრები - კონკურენცია და პრობლემური პოზიციები





მკითხველის კომენტარები / 23 /
კოსოვოს შემადგენლობის ფეხბურთელების კლუბები აშკარად ერთი თავით მაღლა დგას ჩვენი ნაკრების წევრების კლუბებზე, მაგრამ ტრანსფერმარკეტზე ჩვენი ნაკრების ფასი 41 მილიონია, ხოლო იმათი 7 მილიონი. მაგრამ ამან არ მოგატყუოთ, ტრანსფერმარკეტს დიდი ხანია არ განუახლებია კოსოვოს ფეხბურთელების სია. სინამდვილეში ამ სიას აკლია: მურიქი (9მლნ), ბერიშა (3,5მლნ), რაშიცა (9მლნ), რაჰმანი (14მლნ) და კიდევ ბევრი 1-2 მილიონიანი ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებულია ნაკრებში. მთლიანი ღირებულება ჩვენსაზე კარგად მეტია, მითუმეტეს მაშინ როცა კვარა გამოგვაკლდა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან სერიოზული მეტოქეა და ტრანსფერმარკეტმა არ მოგვატყუოს.
თუმცა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვითამაშოთ.
Superman
13:35 28-08-2021
0
ესენი სერბების ჯინაზე აჰყაავთ კარგ გუნდებში და ჩემპიონატებში?თუ მართლა ისეთი ნიჭიერები არიან რომ მარტო იგებენ თამაშებს?
აბგდ
11:19 28-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული