კოსოვოს ნაკრებმა მზადება "ნაპოლის" მცველის გარეშე დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მსგავსად, 2 სექტემბერს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩისთვის მზადება კოსოვოს ნაკრებმაც დაიწყო.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეკრების პირველ დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ მწვრთნელ ბერნარ შალანდეს განკარგულებაში 24 გამოძახებულიდან 19 მოთამაშე იყო. გუნდს დღეს 5 ფეხბურთელი,  მათ შორის, "ნაპოლის" 27 წლის მცველი ამირ რაჰმანი, მოგვიანებით შეუერთდება.

კოსოვოს ნაკრები 31 აგვისტოს ვარჯიშს სრული შემადგენლობით გამართავს, პირველ სექტემბერს კი ბათუმში ჩასატარებელი შეხვედრისთვის ამ შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები - არიჯანეტ მურიჩი ("ადანა დემირსფორი", თურქეთი), ვისარ ბექაი ("ტირანა", ალბანეთი), სამირ უიკანი (უკლუბოდ);

მცველები - მერგიმ
ვოევოდა ("ტორინო", იტალია), ფლორან ჰადერგონაი ("ქასიმფაშა", თურქეთი), ამირ რაჰმანი ("ნაპოლი", იტალია), ფლორან ალიტი ("ციურიხი", შვეიცარია), იბრაჰიმ დრეშევიჩი ("ჰეერენვენი", ნიდელანდები), ბეტიმ ფაზლიჟი ("სტ. გალენილი", შვეიცარია), მირლინდ კრიეზუ ("ციურიხი", შვეიცარია), დავიდ დომგჟონი ("ლუცერნი", შვეიცარია), ლირიმ კასტრატი II ("უიპეშტი", უნგრეთი);

ნახევარმცველები - ჰეროლინდ შალა ("სტაბეკი", ნორვეგია), ზიმერ ბიტიკი ("ქონიასფორი", თურქეთი), ვალონ ბერიშა ("რეიმსი", საფრანგეთი), ბესარ ჰალიმი ("რიგა",
ლატვია), ბერსანტ სელინა ("დიჟონი", საფრანგეთი), მილოტ რაშიცა ("ნორვიჩი", ინგლისი), ელბასან რაშანი ("კლერმონი", საფრანგეთი), ფლორან ლოშაი ("კრაკოვია", პოლონეთი),  ლირიმ კასტრატი ("დინამო", ხორვატია), ფლორან მუსლია ("ჰანოვერი", გერმანია);

თავდამსხმელები - ვედად მურიქი ("ლაციო", იტალია), ასტრატ სელმანი ("ჰამარბი", შვედეთი).

საქართველო-კოსოვო 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. კოსოვოს ნაკრები 5 სექტემბერს ბერძნებს ესტუმრება, 8-ში კი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. "ჯვაროსნების" უახლოეს მეტოქეს ჯგუფში ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

altვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]

altეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ვერაფერი კოსოვო. ჩვენნაირი ბანდაა
გენა
08:42 01-09-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული