ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი - ნაკრებს ლობჟანიძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან დაპირისპირებაში, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, აგრეთვე მისი ერთ-ერთი ლიდერი და საუცხოო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. 1-ელ სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "ბათუმი არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას საბა ლობჟანიძე გამოტოვებს".

ასევე დაგაინტერესებთ