პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში
ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარაა, სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი, ქვილითაია

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი

მკითხველის კომენტარები / 44 /
სანიოლ წადი აქედან თორემ ფეხბურთი შეგეჯავრება
2
შტერი ვარ აბა რა ვარ! დადე წაგებაზე და სვი ცივი ლუდი. მარა მოიგებენთქვა! ეხლა ხო ვიქნებოდი იმპერატორივით? ამათი მოსაგები სად დაინახე შე შტერო, ან როდის იყო ძუნძულით თამაშს იგებდნენ, კვარა არ იქნებაო, ის არ იქნებაო, ეს არ იქნებაო და იასნია წასაგებად გაამზადეს, მე კი ვბეთქე მოგება, მოგება არა ჭირი ეცეთ ამ ქეციანებს,
არც დაღლილან მგონია, მე კი დამაბერეს საათნახევარში და...
შტერი არა ვარ? გეკითხებით; შტერზე უფრო შტერი არ ვარ??? ვარ, აბა არ ვარ!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
23:19 02-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული