საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
გინესის რეკორდების წიგნში არის შესაყვანი საქართველოს ნაკრები, მთელი მსოფლიო ჩვენთან ცოცხლდება. პირველი მოგება, პირველი გოლი და ა.შ.
100%
22:08 02-09-2021
0
კოსოვო:საქართველო ფეხბურთში კი არა ეს უკვე პოლიტიკა იყო კვარაცხელია არ ჩამოვიდა ვიცი რომ ტრავმა არ აქვს წინა დღეს ლობჟანიძემ ტრავმა მიიღო ათ წუთში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო მაყურებელი არ დაუშვეს ხო შეიხლებოდა აცრილები მაინც მისულიყვნენ შემთხვევით ხო არ გახსენდებათ მაკედონიასთან თამაში
Lova
22:28 02-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული