კოშმარული საღამო - როცა თითქმის არაფერი გამოდის [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 9-წლიანი წარუმატებელი სერია გააგრძელა, "ჯვაროსნები" ისევ დამარცხდნენ შეხვედრაში, სადაც მათგან აუცილებელ გამარჯვებას (სათქმელია, რამდენად ობიექტურად) ველოდით.

მარცხიცაა და მარცხიც - ასეთი უხერხემლო და თითქოს, ნაკლები ჟინით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები დიდი ხანია არ გვინახავს. ყველაფრის ლიდერების არყოფნასა თუ ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებზე დაბრალება პრობლემებისგან გაქცევა იქნება...

შემადგენლობა

როცა მთავარი მწვრთნელის ესა თუ ის გადაწყვეტილება არ გაამართლებს, შემდეგ მსჯელობა, რა თქმა უნდა, მარტივია. გასაგებია, დანაკლისი არაერთი იყო, განუზომელი საკადრო რესურსი ისედაც არ გვაქვს, მაგრამ შემადგენლობამ ვერ გაამართლა.
შესაბამისად, მის შერჩევაში შეცდომები იქნა დაშვებული.

სანიოლი, ერთი მხრივ, მართალი იყო, როდესაც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მქონე მოთამაშეებს არ დაეყრდნო - მაგალითად, ფლანგის მცველების შემთხვევაში, გურამ გიორბელიძისა და ოთარ კაკაბაძის ნაცვლად საქმე ირაკლი აზაროვსა და გრიგოლ ჩაბრაძეს ჩააბარა... სიმართლე უნდა ვთქვათ, განსაკუთრებით მარჯვნივ, არაერთი პრობლემა შეიქმნა და ბევრად მეტის გაკეთება იყო საჭირო როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში.

გასაკვირია ასევე ის ფაქტი, რომ დაცვის ფლანგელის ცვლილება მატჩის განმავლობაშიც არ მომხდარა. არადა, გურამ გიორბელიძე თითქოს აქტიურად ემზადებოდა...

Sportall.Ge

რაც შეეხება პრაქტიკის არქონას - გიორგი აბურჯანია ამ ნაკრებისთვის საკმაოდ დიდი ძალაა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მიღებული დაზიანების შემდეგ ფორმაში შესვლას ეტაპობრივად ახერხებს, თუმცა ბათუმში მოედანზე 78 წუთი გაატარა...

ნახევარდაცვაში სწრაფი გადაწყვეტილებები და ფანტაზია გვაკლდა, რასაც ხელი ოთარ კიტეიშვილის ტრავმამაც შეუწყო...

როგორ უნდა გავიტანოთ?

ვლადიმირ ვაისის დროიდან მოყოლებული სულ ამაზე ვსაუბრობთ, რომ მეტოქის კართან შექმნილი მომენტები გუნდური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ინდივიდუალიზმით მუდმივად ფონს ვერ გავალთ.

აქამდე სანიოლისგან მცდელობებს, რომ ყველა შეტევა ორგანიზებული ყოფილიყო, ვხედავდით. მან ასევე მატჩამდე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ წარმატება კვარაცხელიას გარეშეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ის, რაც ბათუმში ვნახეთ, ამ ყველაფრისგან ძალიან შორს იდგა...

საქართველოს ნაკრებისგან ისევ გაუთავებელი ჩაწოდებები (უფრო მეტად მცდელობები) ვნახეთ, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. თავი რომ დავანებოთ იმას, ეს შეტევისთვის რამდენად კარგი ვარიანტია, ამ ტაქტიკის შესრულებას თავისი სტილისა და უნარების მქონე ფეხბურთელები სჭირდება...

ისევ გვიჭირდა როგორც მოწინააღმდეგის პრესინგიდან ამოსვლა, ასევე კოსოვოელთა კართან ახლოს მათი შეწუხება.

ცვლილებები

როცა "ჯვაროსნების" ამ მდგომარეობას ცოტათი უკანა პერიოდთან ვადარებდით, აღნიშნული იყო, რომ სანიოლი ცდილობს, ახალი მოთამაშეების შემოყვანით თამაშის სცენარი შეცვალოს და მისი ცვლილება მხოლოდ ცვლილებისთვის არ კეთდება. რაც კოსოვოს წინააღმდეგ მოხდა, ამის საპირისპიროს ამტკიცებს.

საკადრო დეფიციტს ხაზი კიდევ ერთხელ უნდა გაესვას, მაგრამ ფაქტია, ახალმა მოთამაშეებმა არსობრივად ვერაფერი შეცვალეს. სანიოლმა თითქოს ყველა მის ხელთ არსებული შეტევითი არსენალის ფეხბურთელი შემოიყვანა, თუმცა თამაშის ხასიათი იგივე დარჩა. გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერჯერობით ბევრი დრო არ ეძლევა...

ფორვარდი

ეს საკითხი ისევ მწვავე და აქტუალურია. მთავარი მწვრთნელი თითქოს მიქაუტაძეზე დაყრდნობაზე ჩამოყალიბდა, თუმცა ახლა მას სათამაშო პრაქტიკა აკლია.

გიორგი ქვილითაია თამაშის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე უნდა ყოფილიყო, მას საკმაოდ ტვირთავდნენ, თუმცა ხიფათის შექმნა თავადაც უჭირდა და ღირებულს ვერც მისი ორთაბრძოლებში შესვლის შემდეგ ვაღწევდით.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებმა კარში სულ ორჯერ დაარტყა და აქედან ერთი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა - პოზიცია ცუდი და საკმაოდ შორი იყო, თუმცა "სერენის" ფორვარდს ამას ვერ დავუკარგავთ - ბურთის მიღებისთანავე კარს უყურებს და მასთან მუდამ ზურგით არ იმყოფება.

ერთ წრეზე...

როგორი ოპტიმისტებიც უნდა ავიყოთ, ფაქტია - ისევ გვიჭირს იმ მატჩებში ინიციატივის აღება, სადაც მოგება დაგეგმილი გვაქვს და თითქოს, ეს არც ჩვენს ძალებს აღემატება.

ესპანეთთან საშინაო მატჩში ჩვენმა ნაკრებმა არაფერი დააკლო, მუხტი და ენერგია იგრძნობოდა, კოსოვოსთან მარცხმა კი, თამაშის სცენარიდან და არა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ მაკედონაისთან წაგებული ფინალი გაგვახსენა - მეტოქემ ფაქტობრივად არაფერი შეგვაქმნევინა, თვითონ კი თავისი თამაში სწორად ააგო, რამაც გამარჯვებამდე მიიყვანა.

სანიოლი

ფრანგი სპეციალისტი თამამი გადაწყვეტილებების გამო ბევრჯერ შეგვიქია, თუმცა კოსოვოსთან მატჩი ჩააგდო და მეტოქის მთავარ მწვრთნელთან ტაქტიკურ დუელში დამარცხდა.

კოსოვოს ნაკრები სხვა მატჩებში ასეთი კონტრშეტევებზე მოფიქრალი გუნდი, როგორც ეს ბათუმში გამოჩნდა, ნამდვილად არაა, თუმცა ბერნარ შალანდემ ზუსტად წარმოიდგინა ის სცენარი, რაც შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი საქართველოს ნაკრებისგან ეხილა.

ცოტათი უცნაური იყო ის ფაქტი, რომ  საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მეორე ტაიმი ცვლილების გარეშე დაიწყო -  როგორც ფლანგები, ასევე მოედნის შუა ნაწილი განსკუთრებულ გაძლიერებას ითხოვდა. ვილიმ ამ ეტაპზე ვერ გარისკა - თუნდაც სანდრო ალთუნაშვილის შემოყვანით მწვრთნელს შეეძლო, რომ ნახევარდაცვაში მეტი სიახლე, ენერგია და მოულოდნელობა შეეტანა.

ამინდის ფაქტორიც გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევებს ორგანიზებულობა აკლდა.

სანიოლს არც ყველაფრის ფეხბურთელებზე დაბრალება უცდია და საკუთარი თავიც განზე არ დაუყენებია. მას ერთ რამეში უნდა გავუგოთ - მოთამაშეებთან ურთიერთობისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს და ყველა სირთულეს ასე მარტივად ვერ გადაჭრის...

წიტაიშვილი

გიორგი წიტაიშვილი ამ სტატიისა და მატჩის ტკბილი ლუკმაა. ის ახლა ოპტიმალური ფორმისგან შორსაა და ნაკრებშიც დებიუტი ჰქონდა, ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდში აშკარად გამორჩეული იყო - კოსოვოელ მცველებს მისი გამკლავება წესების დარღვევის გარეშე უჭირდათ, თამაშის გამწვავებას კი მუდმივად ცდილობდა.

Sportall.Ge

წიტაიშვილი არც ხვიჩა კვარაცხელიას და არც გიორგი ჩაკვეტაძის სტილის მოთამაშე არაა, თავისი უპირატესობები აქვს, მათთან ერთად კი ბევრად პროდუქტიული უნდა იყოს.

უბურთოთ მოძრაობა, სივრცის აღქმა, გახსნა - ეს კომპონენტები წიტაიშვილს აშკარად გამჯდარი აქვს და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

როგორც გუნდს, ასევე მთავარ მწვრთნელს, დიდი გაკვეთილი უნდა მიეღოთ, რომლის გარკვეული შედეგებიც უკვე რამდენიმე დღეში უნდა დავინახოთ...

altსანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

altსაქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 52 /
სფფ-ს და ჩვენი სპორტის მესვეურებს როგორც ჩანს ჯერ ის უნდა ავუხსნათ თუ რა არის წარმატების წინაპირობა და როგორ მიიღწევა ის.

წარმატებას ფეხბურთში (ამ შემთხვევაში) განსპირობებს მიზეზთა კომპლექსი. აქ შეცდომები და გადაცდომები საბოლოო მარცხის წინაპირობაა. კონკრეტული თამაშის გარშემო ყველა და ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იღბალის იმედად რჩები. მოდით ახლა.გადავხედოთ ამ კონკრეტული მატჩის გარშემო შექმნილ სიტუაციას და ნათლად დავინახავთ რომ მარცხისთვის (წარუმატებლობისთვის) გარწირული ვიყავით.

1. ხვიჩა კვარაცხელია. უდავოა რომ ამ ეტაპზე ხვიჩა საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გუნდი მასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა კრებულია. რატომ არ იყო ხვიჩა შეკრებაზე? ყველაფერი სფფ-ს უთავმოყვარეობის და უუნარობის ბრალია! როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება რომ ქვეყნის უპირვრლესი გუნდი ვიღაც თაღლითი, “ფუტბოლნი აფერისტის” წმინდა ფინანსურ ინტრრესებს გადავაყოლეთ?! ის რომ ხვიჩსს ტრავმა არ აქვს ეს ჩლუნგის გარდა ყველასთვს ნათელია. აგერ, ალალმა სკუცკიმ პირდაპირ გვაჯახა - რა უნდა გითხრათ ხვიჩას ტრავმაზე, ხომ არ მოგატყუებთო?…. თაღლითი ჯუღელის კომენტარიც არ დაგავიწყდეთ - ხვიჩა 12 სექტემბერს რუბინის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებსო!… არც რუბინის პრეზიდენტის კომენტარი დაგავიწყდეთ რომელსაც გასაყიდად გსმზადებული, 20 მილიონიანი ფეხბურთელის ტრავმა “დაგავიწყდა” და ნაკრებში მიდისო! არც ის ფაქტი რომ რუბინის ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს რა გარემოებაში მიიღო ფეხბურთელმა ტრავმა ხოლო საექიმო შტაბი არაფერს ამბობს რა სახის ტრავმაა და როდის დაბრუნდება გუნდის ლიდერი! ტრავმის არსებობის დროს ამგვარი კაზუსები არ ხდება. თან ყველა ერთად!

რა მოხდა სინამდვილეში. მამუკა ჯუღელი ვინცაა ეს საქართველოში ყველამ იცის. ამ ნამუსგარეცხილ შულერს თავში მხოლოდ ის უტრიალებს თუ რამდენი მილიონი შეხვდება მისი ცხოვრების მთავარი ტრანსფერიდან. მან მშვენივრად იცის რომ ეს მისი ბოლო შანსია რადგან ხვიჩას სავარაუდო შემდგომი ტრანსფერი უკვე მის გარეშე ჩაივლის რადგან ეს ალბათ 3-4-5 წელიწადში მოხდება და ამდენ ხანს ხვიჩა 18-19 წლის ბავშვად არ დარჩება და ყველაზე კარგად ეცოდინება თუ ვინ არის მამუკა ჯუღელი!

ხვიჩას ნაკრებში წამოსვლა მამუკა ჯუღელმა დაბლოკა იმ ბოლო იმედით რომ სწორად ამ პერიოდში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მაინც გაყიდიდა. ასეთ შემთხვევაში კი ის სრულიად მის განკარგულებაში უნდა იყოს. იმედია ეს მალე მოხდება, გაძღება და დაგვანებეს ეს უნსმუსო კაცი მთელ ქვეყანას თავს! ამ “საქმისთვის” სიამოვნებით გამოიკრავდა ჯიბეზე ხელს “რუსტიკა” რომელსაც ასევე კარგად ესმის რამხელა რისკია ნაკრებში ფეხბურთელის გაშცება რომელსაც 8 დღეში 3 თამაში უწევს. დასხდნენ ეს ორი “დიდი” მოხელე და გსდაწყვიტეს ისე როგორც მათ ჯიბეებს ურჩევნიათ! საქმე კი იმაშია რომ ეს “რუსტიკა” სინამდვილეში დაბალი დონის ქუჩის “კარტოჟნიკ” ჯუღელს ათი თავით აღდმატება ინტელექტით და მისი მიზანი მოვლენების იმგვარად წარმარათვაა რომ ტრანსფერი უბრალოდ ჩაიშალოს. გაისად ის 30 მილიონი ეღირება და რაც მთავარია რუბინის ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძოლებს. რად უნდა საიმანოვს ხვიჩას ახლა გაყიდვა? არაფრად. არ დაგავიწყდეთ რომ გუნდის სპორტული დირექტორი იაროვსკი ჯერ კიდევ მაისში ადასტურებდა სულ მცირე ტოპ-5-ის ორ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებებს, იმ დროს როდესაც საიმანოვი ჯიუტად ამტკიცებდა რომ რუბინისთვის წინადადებით არავის მოუმართავს! არც ის დეტალი გამოგრჩეთ რომ ბოლო ინფორმაციის თანახმად ერთერერთმა ევროპულმა გუნდმა ხვიჩას სატრანსფერო ფასის 20-დან 15 მილიონამდე შემცირება მოითხოვა. ალბათ მიხვდით რომ ლაპარაკია იმ ზედმეტი 5 მილიონის დაკლებაზე რომელიც მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა. ვინ ითხოვს სათავისოდ დამატებით 5 მილიონს ტრანსფერიდან ალბათ მიხვდით… მაგრამ რუსტიკა არსად არ გაუშვებს, სულ მცირე 1 სეზონი.

ასეთ დროს სფფ-ს უნდა გამოეჩინა პრინციპულობა და მოეთხოვა ხვიჩას შეკრებაზე გამოცხადება. ამით თავად ხვიჩასაც მოეხსნებოდა უხერხულობა და ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ახლა არ იქნებოდა სმხელა ზეწოლის ქვეშ. ყველაზე მეტად ხვიჩას ახლა ბიჭებთან ერთად უნდოდა ყოფნა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ჯუღელი და არაფრისმაქნისი ფედერაციაა.

სახელმწიფოს როლი. არ შეიძლებოდა ტრუბუნებზე თუნდაც ვაქცინირებული გულშემატკივარი დაეშვათ?! ათას სხვაგვარ ვარიანტზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ.

მუტრუკ მაკედონიელებთან საკუთარი მოედნის უპირსტესობა რომ არ გამოვიყენეთ და ევროპირველობა გსმოვტოვეთ სრულიად ფედერაციის და სახელმწიფოს არაკომპეტეტენტურობის ბრალია!

მოლლედ როდესაც ყველა რგოლი დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული სახელმწიფოთი უუნარო და უთავმოყვარეა შედეგი საიდან უნდა მოვიდეს?…

პ.ს. რთულია ფრანგ კაცს მოთხოვო ქართული ფეხბურთის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ უნდა იცოდე! ხოდა ეს ქართვრლი ასისტენტები რას აკეთებენ? მუთუ ვერავინ მიიტანს უცხოელ მწვრთნელებს ეესგნებინო რომ ისტორიულად არასოდეს მიუღწევია ქართულ ფეხბურთი რამე წარმატებისთვის “აწოწილი” ფორვარდუთ, “ნავესებით” და “ზაბროსებით” საჯარიოში! არ არის ეს ქართული ფეხბურთი და ჩვენი თამაში! ჩვენი თამაშია ცრუ ფორვარდით (მაგალითად მიქაუტაძე) ბურთით ინდივიდუსლური თამაში და არა ჩაკიეებები მაღალ ფორვარდზე!
ზაზა
16:52 03-09-2021
2
როგორც გუნდს, ასევე მთავარ მწვრთნელს, დიდი გაკვეთილი უნდა მიეღოთ, რომლის შედეგებიც უკვე რამდენიმე დღეში უნდა დავინახოთ...
ამ ფრაზით დამთავ რების შემდეგ რა უნდა ილაპარაკოთ? რა დასკვნების გამოტანაზეა საუბარი და რამდენიმე დღეში დანახვაზე როდესაც 30 წელია ერთი და იგივე მეორდება და ეხლა გინდათ ესპანეთამდე თამაშამდე გამოიტანონ დასკვნები?
ფიზიკურად ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ აკმაყოფლილებს საერთაშორისო დონეს თვით ის წიტაიშვილიც რომელმაცყველაზე კარგად ითამაშა. ამ ბურთის უკან ღოღიალს უაზროდ და მერე ბურთის სორს უაზრო დარტყმით მოშორება იმის იმედად რომ ქვილითაია წინ არის, თავით ერთი პასი ვერ გააკეთა ვერავინ, ფეხით ხომ ბურთი დაასვეს? აზრზე არ არის არავინ და კვარაცხელიას ლოდიში რომელიც ჯუღელის იმედზე კარად ბრძანდებიდეთ. ამ ჯუღელს და მისნაერებს რომ ვინმე ენდობა დღევანდელ დღეს, როდესაც ყველა აგენტზე გასვლა შეიძლება მაგიტმ არის კარგად საქმე. ეს ყაზაიშვილი კიდევ საკალონდოთ დასაკლავი ბურვაკივით რომ არის მოპუტკუნებული ვერ ხედავენ? კორეის ჩემპიონატში მონაწილეობს ბიჭი რა გინდაო მეტყვიან. რა კორეის ჩემპიონატი? ან მეიჯორ ლიგაში ვერ გაქაჩა ტიმპმა სიმსუქნის და სიზანტის გამო და უფრო უაზრო ლიგაში გადავიდა ვარსკვლავების მოსაწყეტად. ქვილითაია ვერც სიმაღლეს იყენებს და ეს სიმაღლეც ხელს უშლის, სანამ ბურთს მიიღებს, დაამუშავებს მოტრიალდება მოწინააღმედეგეს უკვე ბურთი წართმეული აქვს და აქეთ გვიტევს. სასტარტო სისწრაფე ადამიანს აქვს მინუსებში. ჩაბრაძემ საშინლად ითამაში მუდმივად პოზიციიდან ამოვარდნილი უყო დაცვაში და აგვიანებდა ყველგან. შუა ხაზი ნოლი და ვაგორაოთ ბურთი უკან უაზროდ , იქნებ საკუთარ კარებში გავითანოთ რადგან მეტოქის კარი შორს არის და იქამდე სირბილია საჭირო ... ბარემ აქვე გავითანოთ, და გაიტანეს კიდევაც... სადამდე უნდა იფაფხურონ ფეხბურთელებმა და აფხაკუნონ ფედერაციაში გენიოსებმა? და კიდევ იმას დავამატებ რომ ზუსტად 30 წელი გავიდა ე.წ. "თავისუფლების" მოპოვებიდან - ვერც თავისუფლება მოვიპოვეთ და ვისწავლეთ რას ნიშნავს, ვერც ქვეყანა ავაშენეთ, ვერც ერთობა ვისწავლეთ, და როგორც ეს ქვეყანა ვითარდება ასევეა ყველა სპორტიც რაც არ უნდა მოინდომონ... ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. როგორი არაპროფესიონალიზმიც მთავრობაშია ასევეა ფეხბურთშიც... გაუნათლებელ ფეხბურთელს რომ ენერგეტიკის მინისტრად დანიშნავენ, მერე მერად გადაიყვანენ ...მაქედან იწყება ყველაფერი, საამ კიდევ ქურდული მენტალიტეტი არსებობს და მათი პატივისცემა და გავლენა არაფერი გქმოსწორდება. ეს 30 წელი წყალშია გადაყრილი, მთავრობას მაინც რუსეთზე უჭირავთ თვალი და ნატაშების ნაკლებობას განიცდის საქართველო... ამავე დროს ამერიკის იმედზეც ვართ რომ ფული გვიგზავნონ, მაგრამ ჩვენ ხელი არ უნდა გავაძრიოთ და ცაში ვიყუროთ, თვალთმაქცურად პირჯვარი ვიწეროთ სახალხოთ და სხვიხ იმედზე ვიყოთ... ისენი აგვიშენებენ თავისუფლებას და ქვეყანას და გვასწავლიან როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას სპორტში, თუ სხვა დარგში, მაგრამ ჩვენ არ მოვუსმენთ და ისდევ ამ პატარა ჭიქით და დიდი გულით(ნასტენტარი, ნაშუნტარი გულით თუ ღიპით) ჩვენი დაქცეული, ნაწამები, საკუთარი ხელით ნაჯინგნი ქვეყნის სადღეგრზელოს პირჯვრის ისევ თვალთმაქცური წერით დალევს ყველა .... რედაქცია დაბლოკავთ ალბათ მაგრამ იმედია როგორც ნაკრების ხელმძრვანელობა გამოიტანს ესპანეთამდე დასკვნებს და ფეხბურთის თამაშს ისწავლიან, თქვენც ასევე გამოგატანთ დასკვნას ...:)
niko
16:01 03-09-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული