"თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია ანგრევს და იტანს, თუ არ არის არცერთი..." - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში საქართველოს ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"მოვა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით, გავიფაფხურებთ, ღირსეული წაგებები, ღირსეული ფრეები, გაგვიჩნდება იმედები, დავთვლით ქულებს, რომ აუტსაიდერს უნდა მოვუგოთ, მერე წავალთ და იმასთან ვაგებთ. დავარქმევთ "დიდგორობას", ისტორიის, საუკუნის, ღირსების მატჩს, ყველაფერს დავარქმევთ, რაც არის და იმ თამაშს ვერ მოვიგებთ.

ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი ვინ არის, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიჯიუტე. აი, იცი რა? ეს
ესე უნდა იყოს, მორჩა და სხვა აზრი არ არსებობს, რაც მთავარია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - ვაისი, ქეცბაია, ცხადაძე თუ სანიოლი? თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს, იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია, ანგრევს და იტანს, თუ არ არის არც ერთი ფორმაში, გუნდი არ არის მოედანზე... ვერც მცველი თამაშობს, ვერც ნახევარცმცველი და თავდამსხმელი. ამის გამო ცოტა დავითრგუნე, კი ბატონო, საბა ლობჟანიძის ტრავმა ძალიან საწყენი იყო, "კიტე" გავიდა მე-10 წუთზე და დაგვშალა, მაგრამ თუ არ არის ის, ვინც შეგყავს მათ ნაცვლად მზად და ასეთნაირად უნდა ითამაშოს, მაშინ არ უნდა შეიყვანო ეგ ხალხი. ერთადერთი ნათელი წერტილი რაც შთაბეჭდილება დამრჩა, წიტაიშვილი იყო.

კიდევ ვიტყვი - ვინმეს არ ეგონოს, რომ ლორიას წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაკარიძე არ გამოვიძახეთ გადამწყვეტი მატჩებისთვისო, იმიტომ, რომ "ალმერია" პლეი-ოფს თამაშობს და იქნებ პრიმერაში გადავიდეს და მეკარე გვყავდეს იქო, მერე დავაყენოთო... თურმე, ეს მოლაპარაკება ჩვენს მწვრთნელს უწარმოებია, იმიტომ, რომ დავით მუჯირმა ეს გვითხრა. ეს არ იყო ფედერაციის პოზიცია, ეს მწვრთნელმა გადაწყვიტა, სჯობს ვაცადოთ და იქ გადავიდესო, რა უნდა ექნა რომ გადასულიყო? მერე ძირითადში დამდგარიყო პრიმერაში და მერე გამოვუძახებდით და ვათამაშებდით! ამ კაცმა ყველანაირი "ალმერიას" გარეშე ჯერ ევროთასებზე საოცრად ითამაშა, მერე "ვალენსიაში" წავიდა და საქართველოს ნაკრების კი არა ნიდერლანდების მეკარე სკამზე დასვა, გოლს არ უშვებს, ტურის საუკეთესო მეკარე გახდა. გავიგე, ლორია ძალიან მიყვარს, ჩემს ხელშია მისი კარიერა განვითარებული, როგორ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ სად "ანორთოსისის" მეკარე და იქამდე კიდევ რაღაც გუნდები და სად "ვალენსიასი", პრიმერა დივიზიონში 3 მატჩი ჩაატარა. ახლა ასეთ კითხვას ვსვავ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა მეკარემ (გავანებოთ მამარდაშვილს თავი, ვინმემ), რომ საქართველოს ნაკრების კარში დააყენონ? "რეალში" უნდა ჩადგეს და 34 ტური უნდა ითამაშოს? კი, ლორიამ კარგად ითამაშა, პირისპირ ბურთი აიღო, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარი იმაზეა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ძირშივე სტიმული არ უნდა მოუკლა, რომ არ იფიქროს, რაღაცას მივაღწიე და მერე რამოხდა? "ლოკომოტივში" რომ დარჩენილიყო ან სადმე სხვაგან წასულიყო, ნაკრებში 3 კაცში ხომ მაინც გამოიძახებდნენ?

მერე გამოვა ვიღაც და იტყვის, მწვრთნელის ასარჩევიაო? ვიცი, მე ხომ არ მივდივარ და ვურჩევ, ხომ არ გადავუშალე გვარები და სხვები ხომ არ ჩავუწერე? შეფასება ხომ ჩვენი საქმეა? აბა, რა არის ჩვენი საქმე? მარტო ბურთი აქვს კიტეიშვილს, გადააწოდა ლობჟანიძეს, მერე უკან დაუბრუნა კაშიას და ხოჭოლავას? ესაა ჩვენი საქმე? ისევე როგორც გულშემატკივარს აქვს თავისი აზრი, ასევე გვაქვს ჩვენც. ვიღაც იტყვის, შენგელია რატომ არ გამოიძახაო, ვიღაც იტყვის ოქრიაშვილი სად არისო, ზოგი გაიხსენებს ყველას, ვიღაც იტყვის ჩაკვეტაძეს რატომ მისცა 10 წუთიო, მიეცა 30-იო. ვერ მოასწრო იმან, მე მაგალითად, ვერ გავიგე ფორმაში არაა თუ დრო არ ეყო? იმ 10 წუთში შეიძლება ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რანაირად გინდა მოესწრო ამდენი ხნის უთამაშებელია.

დაცვამ ვერ ითამაშა, 20-მეტრიანი ფორებით ასეთი პირისპირ გასვლები არ ხდება, აიღო იქ ლორიამ, მადლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ ლორიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს ვიღაც, რომ გადავიდეს სადმე, პრიმერაში არა, მაგალითად, "იუვენტუსის" კარში დადგა, რა უნდა ვუთხრათ, მერე რა იცი, აქ ლორია არის? ეგრე ყველა ნაკრებში ვიღაც მეკარე დგას, სანამ სხვას არ დააყენებ, ვერ ხვდები რომ უკეთესია. თან ახლა ესპანეთთან გვაქვს თამაში, როგორ გითხრათ, "კოჭი რომ გაუგოროთ", პრიმერაში კიდევ რომ აუწიო ავტორიტეტი, უნდა დააყენო, იქნებ მაგრად ითამაშოს, იტყვიან, რა სილესენი, მოაშორეთ საერთოდ აქედანო.

კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელები ესე იგი უალტერნატივოები არიან? ახლა კანკავა და კაშია ქართული ფეხბურთის ეპოქაა, კანკავას საერთოდ 17 წლიდან ვიცნობ, ჯერ თბილისის "დინამომ" არ იცოდა, მე რომ ვიცოდი. ტრაბახია? რატომ არ უნდა ვიტრაბახო? სხვა არ იტრაბახებდა? მე მივიყვანე "დინამოში", გასინჯეთ კარგი ბიჭია-თქო, ახლანდელმა სპორტული ჟურნალისტიკის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელია და არანორმალურად კარგი ბიჭიაო, გეთქმის იქ სიტყვაო? მივიყვანე, თემურ უგრეხელიძეს ვუთხარი, მახსოვს, გასინჯეს და გეგუჩაძე იყო მაშინ მეორე გუნდის მწვრთნელი, მოეწონა და დატოვა. კი არ ვუკარგავ იმ კაცს, მოეწონა და დატოვა, ეგრევე 18 წლის რომ გახდა, ძირითადში ჩასვა და იმ წელს შევედით ჯგუფშიც... მე ვიცი რა იყო მისი პრობლემები, "ალანიაში" წასვლა უნდოდა, ახლობლური ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ხომ სლოვაკეთის ჩემპიონატში თამაშობენ არა, ხომ არ თამაშობენ სადმე სხვაგან? რადგან თამაშობენ, ესეც ეძახის, ეგრე რამდენი გვყავს, გამოვუძახოთ ვიღაცა სხვებსაც...

ნაკრები არ არის კლუბი, კლუბში შეიძლება იდგეს მეკარე ან მცველი, კარგად თამაშობდეს, სტაბილური იყოს, ვიღაც შეიძლება ვარჯიშზე უკეთესი იყოს, ეგ სხვა მიდგომაა, მაგრამ ნაკრები ისაა, რომ კონკრეტულად იმ დღისთვის ვინაა მზად, იქ არ აქვს მნიშვნელობა 40 წლისაა, 15-ის თუ 100 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. დღეს ფორმაში არაა კვარაცხელია? მაშინ ლობჟანიძე უნდა დააყენო. ოქრიაშვილს ახლა არ გამოუძახე და გაიხედე და ხვალ მაგარ ფორმაშია? გამოიძახე და დააყენე ძირითადში. იმ მატჩზე, იმ 3 დღისთვის ვინცაა უკეთესი - ეგაა ნაკრების პრინციპი, ჩვენ ასე ვიცით. შემდეგ შეკრებაზე შეიძლება ის არ იყოს ფორმაში და საერთოდ არ გამოუძახო, არც პასპორტი მაინტერესებს და არც 3 დღის ამბავი, შენ არ ყიდულობ ფეხბურთელს, რომ თქვა 40 წლის ფეხბურთელს არ გამოვიძახებო, პირიქით, კაშია უთამაშებელი ჩავიდა "ლოკომოტივში", მაგრამ წინა თამაშები რა კარგი ჰქონდა?! იმიტომ, რომ ითამაშა, შეხედეს, მოეწონათ.

ახლა ჩაბრაძეს და სხვა ახალგაზრდა ბიჭებს, მაგალითად, აზაროვს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა თამაშში 19 წლის ბიჭმა სასწაული მოახდინოს, არ არის მასე მარტივი, ამიტომ კონკრეტულად ზოგ ფეხბურთელთან პრეტენზიები არ არის, ვისაც მეტი არ შეუძლია. რას ვიზამთ, დანარჩენები როტაციით შეიძლება ვიღაცების შემოყვანა და სხვანაირი თამაშიც. ვერ შევუტიეთ კოსოვოს, ვერა... იმათ ერთი კასტრატი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი... სპორტული თვალსაზრისით ის გვაკლია, რასაც "კასტრაციის" დროს აჭრიან... კუპერიც ამას ამბობდა, რომ რაგბისტებს აქვთო და ჩვენ არაო... სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვამბობ.

მოკლედ, გული კიდევ ერთხელ გვეტკინა, ამ წაგებით ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მოგებით კიდევ რაღაცას ვანგარიშობდით, შვედეთს სახლში მოვუგებთ, ბერძნებსაც და გავალთ, ახლა მორჩა... შემდეგი ეტაპისთვის მზადებას დავიწყებთ, ისა, ესა... იმ წრეზე წავედით, რაზედაც მუდამ... ჩემს თავზე ვბრაზდები, რადგან ეს იმედი მაქვს, აბა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო თუ ამის იმედი არ მექნება... საქმე ვის უნდა გავუფუჭოთ? ყველა დამწყები ქვეყნის სპორტულ ისტორიაში ვართ შესული, ყველა დიდი გამარჯვება, პირველი მოგება, პირველი სტუმრად გამარჯვება და ა.შ. ჩვენი ისტორია ვერ დავწერეთ, თორემ სხვებისას წარამარა ვწერთ...".





მკითხველის კომენტარები / 62 /
ყველაფერში გეთანხმები ავტორ, მაგრამ მთავარს მაინც არ ამბობ. მთავარი კი ისაა, რომ ამათ არ აწყობთ გასვლა. ყველგან შეიძლებოდა გასვლა, მარა არა. ამდენი უიღბლობა და ერთი და იმავე ხელწერა, ანუ დამთხვევა, არ შეიძლება, არაა. არ არსებობს. თან ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ გვარებთან, რომლებიც ჩაბეტონებული არიან ნაკრებში. შეგნებულად კეთთდება ეს ყველაფერი, რომ ვიყოთ მარად ჭაობში და ნეხვში, რადგან იქ უფრო ეიოლებათ ფულის კეთება. აქაც კლანია. კოსოვოსთან წაგებით ყველა შანსი გადაიწურა, ამიტომ დანარჩენ თამაშებში იოლია, რასაც უნდათ იმას გამაზავენ და გააკეთებენ. აქ კი გასასამართლებელი საბუთი აქვთ, ის დაიმტვრა, ეს დაიმტვრა და ა.შ. ხან კოვიდია და ხან რა . სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ნეხვის ჭია, ნეხვშია მაგარი, აბა არწივები ცაში ფრენენ თავისუფლად. რა დააშავა საწყალმა ჩემმა ერმა, ასეთი უღირსების ხელში რომაა ყველაფერი, არ ვიცი. ნეტა თუ გვესველება როდესმე.
ლევან მაღლაკელიძე
21:57 05-09-2021
0
ქვილითაია რა კრიტერიუმით ხვდება ნაკრებში, იქნებ ვინმემ მითხრათ რა
სიმართლე
20:46 05-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული