AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია

AutoSharing Option
ესპანეთი - საქართველოს მატჩის წინ გავლენიანმა AS-მა "ჯვაროსნებზე" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრები მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოდის - ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არაა და ვერ შეძლებს ის სპექტაკლი დადგას, რაც თბილისში "ფურია როხასა" და შემდეგ, სტუმრად, საბერძეთის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო. კონტრშეტევების დროს, ხვიჩა სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა.

კვარაცხელია არ არის, მაგრამ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა - 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელში დაიბადა და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ახალი ალმასია.

წიტაიშვილი ცაციაა, სანიოლმა
კი კოსოვოს წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე დააყენა. გიორგის საფეხბურთო ნიუანსები კარგად ესმის და აქვს შანსი, საფეხბურთო საზოგადოებას თავი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი თამაშით გააცნოს!

ფრანგმა სპეციალისტმა, სავარაუდოდ,  4-4-2 უნდა აირჩიოს. კანკავა და აბურჯანია დაცვასთან ახლოს ბევრს იმუშავებენ და კარის მშრალად შენახვას ეცდებიან. განვლილ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბურთს კოსოვოზე უკეთ ფლობდა, ახლა კი ეს წარმოუდგენელია.

"ჯვაროსნების" თამაშიდან გასათვალისწინებელი კიდევ ისაა, რომ ისინი აქცენტს გიორგი ქვილითაიაზე აკეთებენ - ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც "გენტის" რიგებში მშვენივრად გამოდიოდა, თავით კარგად თამაშობს და გუნდის შეტევები ამის შემდეგ გრძელდება. კიდევ ერთი დეტალი - სანიოლი აქცენტს ახალგაზრდა ფლანგელ ირაკლი აზაროვზე აკეთებს."

შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ბადახოსში 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. "ფურია როხა", 7 ქულით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკანასკნელ საფეხურზეა.


altრა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა



მკითხველის კომენტარები / 32 /
არ მოგწყინდათ წერა ერთი და იგივე თემაზე?
გიორგი
07 სექტემბერი 2021 12:32
0
ამ ფეხბურთელებს ვინმე აძლებს თამაშს თუ რა ხდება. რატომ არ აყენებენ მიქაუტაძეს ძირითადში??? ფრანგული სკოლა აქვს ბოლო ბოლო გავლილი.ეს სანიოლი რო დაუძახებს გაიგებს მაინც რა უნდა. ეტყობა ვიღაცები ერევიან შემადგენლობის დაყენებაში ქვილითაიას მოგებული ბრძოლა, კარში დარტყმა, მოტყუებული კაცი ან რამე მსგავსი გინახავთ?
777
06 სექტემბერი 2021 10:39
0
,, ეს შესარჩევი გამოვიყენოთ მომდევნო შესარჩევი ციკლისათვის '' დაიღალა ხალხი ეს ისმის 30 წელია და თაობები კი მიდიან და მოდიან შედეგი ნული. ერთი 30 წელი კიდევ ამ წრეზე ვივლით ალბათ. ჩრდ.მაკედონიას ვერ მოვუგეთ საუკუნის მატჩი, ვისაც უნდა ყველა გვიგებს, რა ქნას ერთმა 20 წლის კვარაცხელიამ. ნაკრებში რომ ხარ სული , გული , ჯანი და ღონე უნდა დადო შენი ქვეყნისათვის. გინდ სანიოლი იყოს გინდ გვარდიოლა და ანჩელოტი ერთად. სკოლა არ გვაქვს და ჩემპიონატი რას გავს და რა ქნას სანიოლმა. 1 რომ ვერ დაარყამ კარისკენ რაზეა ლაპარაკი. ვისაც ჩვენი ფეხბურთის გჯერათ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ქართველი
06 სექტემბერი 2021 09:51
0
წიტაიშვილი არ არის ისეთი შემოქმედებითი აზროვნების და ნიჭის როგორიც კვარაცხელია არის და ჩაკვეტაძე, საშუალო დონის ფეხბურთელია და ეს გამოჩნდა უკრაინაშიც და აქაც.
Khvicha
06 სექტემბერი 2021 09:44
0
კარებში რომ კუნძი უყენიათ და მამარდაშვილი სკამზე უზით...წიტაიშვილის მაგივრად საეჭვო ვაი ფეხბურთელები რომ დაძუნძულებენ მინდორზე ამათ რაღა უნდა ელაპარაკო?!
ზაზა
06 სექტემბერი 2021 04:08
3
უკვე მეცოდება ეს ბიჭი. დაიწყება ეხლა ლაპარაკი რომ მას მილანი, რეალი და ასე შემდეგ იწვევენ და ატყდება ერთი ამბავი და საბოლოოდ კვარაცხელიას ბედს გაიზიარებს
ქომაგი
05 სექტემბერი 2021 23:40
3
ამებები ხართ და ამებებად დარჩებით ბოლომდე. კვარაცხელიამ კი არ "გაიზიარა" გააზიარეს
Xf
06 სექტემბერი 2021 03:01
0
კიდევ კარგი არ ვუყურებ/ 9-0 რო ავლენ, დამიძახეთ!!!
აბო
05 სექტემბერი 2021 23:27
0
ამ გამოცემის კომპეტენცია ძალიან დაბალი ყოფილა, ქვილითაიაზე ამას რომ დაწერ აბა როგორ უნდა შეფასდეს?......
გუსანი
05 სექტემბერი 2021 23:27
0
წიტაიშვილმა წვერები მოიპარსოს და საერთოდ ეს წვერები რა მოდაშია ფეხბურთელებში? მერე ცოტა საფეხბურთო ფორმებსაც (ჩაცმულობას ვგულისხმობ) მიხედეთ, ძალიან უგემოვნოდ გაცვიათ.
ქომაგი
05 სექტემბერი 2021 22:07
2
გეთანხმები, რაღაც ჩეჩენ-დაღესტნურ ვიდზეა და მაისურები? "ლილო" ან შინ-შრომა.
რატი
06 სექტემბერი 2021 10:37
0
წვერში არ არის პრობლემა. ერთ დროს ოთარ მარცვალაძემ მოუშვა სპეციალურად წვერი რუსეთში აი ხომ ვართო ქართველები გაუპარსავები და ისე თამაშობდა მთელი სეზონი ისე გახდა ბომბარდირი.
Budzia
06 სექტემბერი 2021 10:12
0
ეხლა მთავარია ამ ბიჭს ჟურნალისტები არ შეეხონ და არ დაიწყონ აქეთ, იქით,იქ გადავა,აქ გადავა.აცალონ თამაში თუ ღმერთი გწამთ.კარგი ფეხბურთელია უდავოდ.ეს,კვარა,კიტე,ჩაკვე,მიკაუტაძე,ლობჟანიძე,მამარდა და კიდევ არის რამოდენიმე ფეხბურთელი ვიზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და ათამაშო რომ შეთამაშდნენ.მომავლის პონტში ვიძახი,ეს ციკლი უკვე დაკარგულია და მომავალზე ვიფიქროთ.არიან ლოკოში,საბურთ.ნიჭიერი ბიჭები და გამოცადონ.
კახა ქ.
05 სექტემბერი 2021 21:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული