კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
წიტაიშვილი როგორ არ ათამაშეთ თქვე უნამუსოებო? დაგლიჯა ტიპმა და ამათმა მაინც თავიანთები შეტენეს სასტავში. უკრაინაში უფრო დააფასებდენ,ჯერ ვერ ხვდება სად ჩამოვიდა და ვისთან აქვს საქმე
ზეზვა
06 სექტემბერი 2021 13:20
0
პრობლემა იცით რაშია ? არც კობიაშვილის წასვლა შეცვლის რამეს და არც ვინმეს მოსვლა . ეს ქვეყანა იმდენად გახრწნილია სისტემურად , მორალურად , არც თამაშის წესები მოქმედებს და არც ადამიანური . იმ ძველ თაობას რომ მისტირის ხალხი , რომელიმეს კრიტიკული შეფასება თუ გაგიგიათ რომელიმე პრეზიდენტის მიმართ : ან ჟორდანიასი , ან ახალკაცი უმცროსის , ან ცირკის დირექტორი რომ იყო ( გვარი აღარ მახსოვს) , ან არველაძის , ან კობიაშვილის და იცით რატომ , თვითონაც თავიდან ბოლომდე გასვრილები არიან . თქვენ ეხლა უყურებთ , რომ ხალხი შეყავთ გასაყიდად ნაკრებში , ადრეც მასე იყო და კიდევ ნაკრების მწვრთნელის ხელმოწერაც ჭირდებოდა ტრანსფერის დასრულებას , ხოდა იმდენ ადამიანზე შეგეცვლებათ წარმოდგენა , ვინც ნაკრების მწვრთნელი ყოფილა , ჯობია არ გაიქექოს ეგ ნაგავი . ხოდა იმიტომაც ვზივართ ამ ნაგავში მთელი ერი და იმდენად ღრმად ვართ ჩაფლულები , აღარც იმედი მაქვს როდესმე რამე გვეშველოს ( ნუ კუჭავას იმედის ინდექსის მაჩვენებელი აშკარად სხვაა )
ATP 16
06 სექტემბერი 2021 00:49
1
სამარცხვინოებიიიიიი. როცა იცი სექტემბერში ნაკრებში იქნები გამოძახებული უნდა ითამაშო ესპანეთთან და შენ მაინც მოუმზადებელი ჩამოდიხარ იმას რაუნდა ელაპარაკო? ვილი თუ მწვრთნელობა არიცი კიარ ტეხავს რო თქვა?! წასული როა ყაზაიშვილის თამაში ვერ ხვდები? ან ქვილითაია რო ფეხბურთელი გგონია... ხიზანამ ახალგაზრდულს უთავკაცა ერთი ორჯერ და სრული მარაზმი... ათასი პრობლემაა საიდან დავიწყო არც ვიცი. წიტაიშვილი დასაჯეთ ხო კოსოვოსთან რატო კარგად ითამაშეო ეგ პონტი იყო ალბათ..... კაია კვარა როარ ჩამოვიდა ასეთ ნაკრებში რაგინდა რო ქნა
რომა
06 სექტემბერი 2021 00:46
1
გეთანხმები ბევრ რამეში,მაგრამ არ დაგავიწყდეს სანიოლი ჯერ კიდევ ახალი ტრენერია და ისევ ვარიანტების ძიებაშია! გამოსცადა დავითაშვილიც,მამუჩაც და ვაკოც, წიტას გამოცდა არ აკლია ,ერთი თამაშითაც ეტყობოდა რომ უკრაინის ფეხბურთის სკოლა აქვს გავლილი! აი ვაკო და ჩაბრაძე აბა რა გითხრა? დავითაშვილიც დიდი ვერაფერი ,ლორიას არ დაეჯახოს ვინმემ საკმაოდ კარგი მეკარეა ჯერ კიდევ , მამარდას გვეიმედება სუყველას უნდა გამოიბრძმედოს ესპანეთის ლიგაში უფრო კარგად….მახარებს და მგონია რომ ჩაკვეტაძე ისევ ძველი ჩაკვე იქნება ….აი ჟორჟიკა კი მაგარი ბიჭია ! რომ გაგვმართლებოდა 2 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა ….
ემზარ
06 სექტემბერი 2021 01:24
2
აქაც რომ ცენზურაა და ამასაც რომ ვყლაპავთ. კომენტარს დავწერ და საათები არ იდება და ერთიორჯერ ვცადე ფედერაციაზე კარგი და წამებში დაიდო
Martali
06 სექტემბერი 2021 00:36
0
კომენტატორები მოაშორეთ გთხოვთ. კონსტიტუციით აუკრძალეთ.
roma
06 სექტემბერი 2021 00:26
0
სრული მარაზმი და დაცინვა ქართველი ხალხის ტფუი თქვენ უნამუსოებოოო
roma
06 სექტემბერი 2021 00:23
0
ქართული ფეხბურთი მკვდარია ! სამაგიეროდ ფეხბურთელების გაყიდვა და მიღებული შემოსავალი ცოცხლობს !
მანჩო
06 სექტემბერი 2021 00:20
0
წიტა,ჩაკვე არ გამოხვიდეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ანდუყაფარი
06 სექტემბერი 2021 00:12
1
რატომ აგინებთ ფედერაციას? რითი იარსებონ?ყველას ექნება ეროვნულში მოხვედრის შანსი ვინც გადაიხდის თუგინდ ოჯახი ან კლუბი როგორც ბათუმის დინამო იხდის ფეხბურთელების გამოძახებაზე..
საქმოსანი
06 სექტემბერი 2021 00:06
0
გუგუნებენ ღორები/
ფირუზა
06 სექტემბერი 2021 00:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული