კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
არ დაბლოკოთ იცოდე!!! არ დაბლოკოთ!!! მომცეით საშუალება რაღაც ვთქვა!!! ამ არაკაცებს მართლა გონიათ რომ გაუვათ სულ ეს მარაზმი??? ერთხელაც იქნება ამოასხამს ხალხს და მოვა და თავზე დაგახევთ მაგ ბურთს და თქვენ კონტრაქტებს!!! კობიაშვილს და ვილი სანიოლს და ხიზანიშვილს მივმართავ და ყველა გამყიდველს და მოღალატეს !!!!! თქვე უსირცხვილოებო!!! თქვე არაკაცებო!!! კომენტატორებო თქვე მლიქვნელო ლაჩრებო, ვირთხებო!!! ვეტერანებო თქვე მშიშარა უსირცხვილოებო!! გინდათ Mოსპოთ სულ ხომ ფეხბურთI ყველამ ერთად?? ერთადერთი რაც ახაერბდა ქართველ გულშემაკივარს ის იყო მხოლოდ, რომ ნიჭIს წყალობით კიდევ ხან ფინტს ვაჩვენებდით, ხან რაღაც ლამაზ დრიბლინგს და ესეც რომ მოსპეთ! როგორ ერთი შემქმნელი არ დააყენა, თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ??? ან რითI აფინანსებთ ამ არაკაცებს ?? ვისი ფულით? ხალხს როგორ არ უწევთ ანგარიშს? თქვე სამარცხვინოებო, ტფუი თქვენი ყველასი !!! ტფუი!!! სამი წლის ბავშVი რომ ხვდება რომ ეს შემადგენლობა ძალით უნდა დააყენო კაცმა მტერი თU ხარ ამ ქვეყნის ან სულ ფეხებზე თU გკიდია ყველაფერი და ესენი კომენტატორები მერე გამოფხიზლდნენ, რომ რატომღაც არ გამოდის არაფერი ??? VIN ხართ , მონღOლებო!!!!! ტფუი თქვენი , ტფუიიიი!!!!
გადასარევი გიორგი
23:40 05-09-2021
3
საძოვარზეა უთავმოყვარეო ნახირი. დაშალეთ მეთქი ფედერაცია, მაგ უვარგისებმა საერთოდ დააქციეს ფეხბურთი
სტალინი
23:40 05-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული