მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
სანოლი კი არა ამ ნაკრებს ფსიტაძე უნდა ყავდეს რო დაფსას მაინც მიმფრთხებია სირცხვილი კოსოვომ როგორ უნდა მოგიგოს აღარ ვამბობ ესპნეთზე ფუუ თქვენი
koba
06 სექტემბერი 2021 10:19
0
5 დებიუტანტი(აქედან 4 ე-ლიგიდან) - 3 დაუნი - 2 ტურისტი - 2 უთამაშებელი(ახალი მობრუნებული) - 1 თარსი (ნეუდაჩნიკი) - 1 პენსიონერი - აი გაკეთდა გუნდი. / მამარდაშვილი სკამზე. წიტაიშვილი სკამზე. ქოჩორაშვილი არც განაცხადში
Match info.
06 სექტემბერი 2021 10:02
0
სამწუხაროდ ესპანეთი ჩვენს საზომად არ გამოდგება, მეორე ტაიმში იმიტომ ავმოძრავდით რომ ისინი გაჩერდნენ. ჩვენი საზომი იყო კოსოვო და გვაჩვენა კიდეც სად ვართ.გვეყო ილუზიებს აყოლა.არც მწვრთნელების ცვლაშია აზრი ამ ეტაპზე, სუსტ ფეხბურთელებს როგორც არ უნდა უცვალო ადგილები აზრი არ ექნება(იმ ორკესტრს არ იყოს!!!!) ჟურნალისტებო გთხოვთ დაინტერესდით ფედერაციის და ფეხბურთის მესვეურთა ფინანსური საკითხებით( ხელფასები, პრემიები, დანამატები.....) ეს ყოფილი სპორტსმენები ძალიან რომ იწევენ პოლიტიკაში მოსვლაზე( ჰმ... თაფლი ეგულებათ ალბათ) ჩვენი გამოცდილება ხალხს უნდა მოვახმაროთო, რაც უკეთესად იცით იქ გამოგვადექით თუ რამე შეგიძლიათ. კლუბები იყიდეთ ან ახლები დააარსეთ. თქვენი ჯიბიდან გაღებულ ფულს დარწმუნებული ვარ იოლად არ გაანიავებთ!!!!!
rigiti
06 სექტემბერი 2021 09:58
0
თამაში იყო შვიდამდე!!! შესაბამისად, ესპანეთმა ვერ მოგვიგო!!! მეგობრებო, ნუთუ ვერ ხედავთ როგორ განვითარდა ჩვენი ეს სპორტის სახეობა (ამას ფეხბურთს ვერ დაარქმევ) რაც მის განვითარებაზე ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა?! ეხლა ისღა დაგვრჩენია ამ სპორტს სახელი რა ჰქვია ის მოვიფიქროთ!!!
?!
06 სექტემბერი 2021 09:51
0
ამ თამაშის მერე ნამუსიანი მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეეს...
rezi
06 სექტემბერი 2021 09:38
0
სათაურში გამოტანილი შედეგი მთლიანად სანიოლის და ხიზანიშვილის კისერზეა არსებული საკადრო რესურსის არარაციონალურად გამოყენების, შემადგენლობების არასწორად დაყენების და შეცვლების აბსურდულად გაკეთების გამო. დეტალებზე არ შევჩერდები. ხუთივე მატჩი, ზედაპირული განხილვითაც კი, ზემოაღნიშნულის დადასტურებაა. დღეისათვის ასპარეზზე მყოფი ნებისმიერი ქართველი სპეციალისტი არსებული საკადრო რესურსით უკეთეს შედეგს დადებდა. გადახედეთ კონტრაქტს და ბატონი სანიოლი პირველივე შესაძლებლობის მიხედვით მოაცილეთ ნაკრებს.
ამი
06 სექტემბერი 2021 09:36
0
უვარგისმა ფეხბურთის ფედერაციამ ფანდი ჩაატარა და ნაკრების (უფრო სწორად მოყვარულების ბრბოს) მთავარ მწვრთნელად უვიცი ხიზანიშვილი შემოგვაპარა. სანიოლს არავინ არაფერს ეკითხება.
ირაკლი
06 სექტემბერი 2021 09:11
0
100% ხარ! ეგ ხიზანა თავისი იაშკათი((, გატრუნული როა, ვითომ რა შუაშია,
კობი
06 სექტემბერი 2021 11:42
0
რაც ეს სასტავი ფედერაციაშია, რა წარმატებას მიაღწია ქართულმა ფეხბურთმა? კლუბური დონეზე, სანაკრებოზე რამით წინ წავედით? როდის უნდა ისწავლონ პასუხიგებლობის აღება?! წინა სასტავიც ეგრე იყო და ესენიც ესე არიან, ჩვენც უკვე მიგვაჩიეს ამას.
სანიოლის დიდი მწვრთნელობა ჯერ ადრეა მაგრამ რატომღაც მგონია რომ ხიზანა და მისი მეგობრებიც "ეხმარებიან":) უცხოელი მთლიანი სამწვრთნელო შტაბია საჭირო, ფედერაციასთან ზედმეტი კავშირის გარეშე
ზურა
06 სექტემბერი 2021 09:05
0
ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ დიდი ხანია გარდაიცვალა. მიცვალებულის რეამინაცია გამორიცხულია. ახლიდან უნდა დაიბადოს გაიზარდოს განვითარდეს და შედეგებიც მოვა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამა ვერ მუშაობს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული ხმარდება (ეგ/წ ) კლუბების შესანახად სადაც შედეგები არის ნული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში მწვრთნელთა მომზადებაში და მასობრიობაში სადაც ყველა ბავშს ექნება შესაძლებლობა რომ ფეხბურთის თამაში ისწავლოს და ითამაშოს. ისლანდიის მაგალითს გადახედეთ როგორ შეძლეს მათ.
jorj
06 სექტემბერი 2021 09:01
0
სანიოლი უნდა დარჩეს.ამათმა დანიასთან 2 წლის წინ, ვაისის დროს წააგეს 5-1 „ოპტიმალური შემადგენლობით“ :) ასე რომ მწვრთნელში პრობლემა არ არის, უნდა ვაცადოთ ვილის, დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს.
პროფესორ
06 სექტემბერი 2021 08:52
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული