მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
რა სათაურია რა სტატიაა, ვაისს საუკეთესო შედეგი ქონდა რაც კი ნაკრები მწვრთნელებს გაუწვრთნიათ. რას ელოდებით ვილისგან არ ვიცი. ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული რომ შეაფასოთ მწვრთნელი.
Semi
06 სექტემბერი 2021 08:11
4
ვერ გაიგეს ამათმა რომ ყაზაიშვილი ფეხბურთელი არ არის!!!მე არ ვიცი ვინ დააძალა მაგას ფეხბურთის თამაში ?!
თემო
06 სექტემბერი 2021 07:01
2
მეპურემ პური უნდა აცხოს , მშენებელმა სახლები უნდალ აშენოს და ყოფილმა ფეხბურთელმა ფეხბურთს უნდა მიხედოს და თან პოლიტიკა არ უნდა აკეთოს.

სპორტი პოლიტიკიდან რომ გაიმიჯნოს, სულ მცირე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , პარალელურად პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.

ფეხბურთი
06 სექტემბერი 2021 06:53
0
ეხლა ყველა კობიაშვილს და სანიოლს აგინებს, მაგრამ დააკვირდით რა რესურსი აქვს სანიოლს? ვინმე რომ ჰყავდეს ნორმალური ყაზაიშვილს გამოიძახებდა კორეადან? შუშის ფეხბურთელები გვყვავს, ყველა თამაშზე 4-5 ძირითადის მოთამაშეს ტრამვა აქვს, გაიხსენეთ ჩვენი ნაკრები როდესაც თამაშობდნენ არველაძეები, ქინქლაძე , ჯამარა, ყაველა, კობი, 90% მატჩებს ატარებდნენ ტრამვების გარეშე, ეხლა ამათ შეხედეთ, კვარა, ჩაკვე, კიტე, შენგელია მუდმივად ტრამვა აქვთ, ამიტომაც უწევს სანიოლს კადრების ძებნა და სხვადასხვა ფეხბურთელების გამოცდა. მოკლედ ვინც გინდა მოიყვანო ნაკრების მწვრთნელად აზრი არ აქვს, სანამ ფეხბურთელები არ განვითარდებიან ფიზიკურად, კუნთის ნასახი არა აქვს არც ერთს, სამაგიეროდ სვირინგები აქვთ, მოკლედ მიმხვედრი მიხვდება რისი თქმაც მინდოდა
მამუკა
06 სექტემბერი 2021 05:13
37
აქ მთელი ფედერაცია ალაიქებს მგონი ოჯახის წევრებიანად. სამარცხვინოები!
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 14:17
0
ფედერაციაში მუშაობ? თუ კობიაშვილის და ხიზანიშვილის ყმა ხარ
მამუკას
06 სექტემბერი 2021 06:00
1
ყველა გამოხმაურება
კობიაშვილო, წადი!
სანიოლ, წადი!
ქ. გ.
06 სექტემბერი 2021 03:07
20
მთელი ნაკრებია დასაშლელი...დონე პლინტუსს ქვევით
სოსო
06 სექტემბერი 2021 10:48
1
არ ყავს, იმიტომ რომ მხოლოდ ორ "დინამოზე"არიან ჩაციკლულნი, აბა ჩადი ცოტა ქვევით და ნახავ ფიზიკურადაც და მოტივაციით მზა ბიჭებს. მაქს. ვცდილობ თამაში არ გამოვტოვო და ცხრილის მეორე ნაწილის არც ერთ თამაშზე არც ფედერაციიდან და არც ნაკრების შტაბიდან არავინ მინახავს. თუ იქ გოიმები არიან და "ტეხავს" მაგათი გამოძახება. აი აქაა ფედერაციის ბრალი, ეგ ვილი სად წავა? წყალტუბოში თუ სამტრედიაში? თუ ფედერაციიდან და ნაკრების ქართველი შტაბის წევრებმა არ უზრუნველყვეს რეგიონებში თამაშების ნახვა.
სულხან
06 სექტემბერი 2021 10:31
0
ყველა გამოხმაურება
წიტაიშვილი რატო არ ათამაშეს,კითხეთ რა მაინტერესებს ძალიან.
კახა ქ.
06 სექტემბერი 2021 03:03
0
ტრავმა აქვს
Vv
06 სექტემბერი 2021 10:47
4
წიტაიშვილი რატომ არ ათამაშა ვინმემ იქნებ ამიხსნას,საოცარ რაღაცებს აკეთებს ეს კაცი ლობჯანიძე ხო საერთოდ დამტვრიეს.
გია
06 სექტემბერი 2021 02:43
2
ყველა სიკეთესთან ერთად ლორიას თამაში რაღა უბედურებაა? მეორე გოლი, არჩათვლილი პირველ ტაიმში და მესამე საერთოდ. რატომ მიფრინავს ხოლმე სადღაც როცა იქ ურტყავენ სადაც დგას? დაგვიბერდა ესეც და ბოლო კარგი თამაში მისი რომელი გახსოვთ? ესპანეთთან თბილისში ქეცბაიას დროს. დავიჯერო არ დადგა დრო როტაციის?
???
06 სექტემბერი 2021 02:43
7
ინგლისმა Aნდორას ძლივს მოუგო. ვინც პირველი ტაიმის გუნდი დააყენა აზრზე არ არის. მე ვფიქრომ ეს კაცი გაიქცევა რადგან არა მგნოია რაც უნდა იმის გაკეთების საშუალეებას ასისტენტები არ აძლევენ. შიძლებ მე ვცდები მაგრამ ასე სჩანს. მორჩა ეს შესარჩევიც და შემდეგებიც მორჩენილად ჩათვალეთ სანამ ესენი ჭაობში ფეხბურთის თამაშს ცდილობენ, რომნელიც თავიდან სასწავლი აქვთ იმიტომ რომ აზრზე არ არის არც ერთი და არც სამწვრთნელო შტაბი. რამე გეგმა მაინე ჰქონოდათ ასეთი უაზრობა არ არის საკადრებელი.
niko
06 სექტემბერი 2021 02:40
0
ამ ჩაბრაძეს ვერ შელია ეს სანიოლი,2 წლის ბავშვივით არტყუებს ყველა და მაინც ძირითადშია შემთხვევით ბრმა ხომ არ არის სანიოლი?თვალის ექიმი არ აწყენდა
გია
06 სექტემბერი 2021 02:37
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული