მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ფედერაცია-მწვრთნელი და მთელი სისტემა შესაცვლელია და აქ კომენტებს ვინც წერთ ჩამოყალიბდით კიტეიშვილი თუ წიტაიშვილი-"წიტეიშვილი" ჩაწერა ალბათ სანიოლმაც და უთხრეს მაგას ტრავმა აქვსო
Levani
06 სექტემბერი 2021 14:37
2
ზოგადად უბედურებაა ამ უპატრონო ქვეყანაში ცხოვრება სპორტსმენისთვისაც და ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც საუბედუროდ
mmm
06 სექტემბერი 2021 14:33
2
სანიოლი უკვე ნერვებს მიშლის და მის კომპეტენციაში ეჭვს მიჩენს
06 სექტემბერი 2021 12:58
3
ნაკრების ხელმძღვანებლობა თამაშის წინ და კიდევ სხვანი, ეტყობა რამლს ყრის და რაც დაუჯდებათ იმით მიხედვით ადგენენ შემადგენლობას, მამარდაშვილს რომ არცერთ წუთს მისცემ ორ თამაშში, რა უდიდესი პიტალო უნდა იყო.
გელა
06 სექტემბერი 2021 12:22
2
სანამ ბელგიის გენკი თუ გენტი ან ყაზანის რუბინი იქნება ჩვენთვის სატრანსფერო სიხარული რაა გასაკვირი ? თუმცა იყო დრო მადრიდის რეალი თბილისის დინამოს ერთ ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ უბრალოდ ნებისმიერი თანხის დასახელებას თხოვდა ნამდვილი გულშმატკივრები მიხვდება ვსზეა საუბარი ახლო წარსულში კი ზაზა ჯანაშიას მიუნხენის ბაიერნი თხოვნით მიმართავდა გადასვლას მოსკოვის ლოკომოტივიდან თვით რუმენიგეც კი ალოდინა სამი დღე . აი ასეთი გსახსენებელი ამბები გვაქ ამ სამწუხარო რეალობის ფონზე . პ.ს სანიოლი და კობი კი არა ამ ყველაფერს აღარაფერი უშველის თუ ღვთის ნებით ის ბრწყინვალე თაობა არ განმეორდა .
zurabi
06 სექტემბერი 2021 10:27
2
სანოლი კი არა ამ ნაკრებს ფსიტაძე უნდა ყავდეს რო დაფსას მაინც მიმფრთხებია სირცხვილი კოსოვომ როგორ უნდა მოგიგოს აღარ ვამბობ ესპნეთზე ფუუ თქვენი
koba
06 სექტემბერი 2021 10:19
0
შეიცვალა მსოფლიო, სხვა მოთხოვნებია ფეხბურთი მილიონერების სპორტი გახდა , ჩვენთან საქართველოში რწყილს ატყავებენ, ქონს რომ არ აყოლებენ ისე, დასპეცდნენ და ესენი გაზრდიან ახალ თაობას ?ძირშივე სხიპავენ, რომელი დაასწრებს,თქვლება -- ბოყინის ხმა ფედერაციის ყველა კაბინეტიდან .
ბაბაია
06 სექტემბერი 2021 12:01
3
"მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა." - ეს არის ამ სტატიის მარგალიტი. თითქოს კარგად ახსნილი მიზეზი და შემდეგ, ხომ იცოდი რაც იყო ეს ნაკრებიო, სად მოდიოდი რომ მოდიოდიო, თითქოს, რომ არ მოსულიყო ის პრობლემები ამის მოუსვლელობით მოგვარდებოდა. სანიოლს თავისი მიაგეთ ჟურნალისტებო, მაგრამ იმდენი რაც ეკუთვნის. დანარჩენი კი ჩამპალ საფეხბურთო ცხოვრებას მოჰკითხეთ, არ დამალოთ დასამალი, არ შეაქოთ არ შესაქები და ასე შემდეგ. თუ თქვენ არ შეეკვრებით და არ შეშინდებით, ბევრი რამე თქვენც შეგიძლიათ, დასაბუთებული მხილებით და ობიექტური კრიტიკით.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 01:43
1
რით ვერ გადაძღა ფედერაციის უვარგისები ფულით, რა ფოკუზებს ატარებთ ფეხბურთის მესაფლავეებო, ვინმე არის საერთოდ ოდნავ მაინც ამ ქვეყნის პატრონი. ყველაფერს სპეციალურად შვებით ხალხის დასასამარებლად ურახიტესებო
მოსიარულე მკვდარ-ლეშების საცოდაობა............
06 სექტემბერი 2021 01:22
1
ლარის კურსი რომ დაეცა, ის 200 თუ 300 მლნ. ლარი ფეხბურთის განვითარებისთვის, გაუფასურდა და ამიტომ გვაქვს ცუდი შედეგები. ერთი 500 მლნ. გამოუყავით მაინც. ისა და, ამ ფეხბურთის "მამებს" რომ მივაქვაოთ ერთი 100 მლნ. იმ პირობით რომ შეეშვან საერთოდ ფეხბურთს და ნულიდან დავიწყოთ ყველაფერი, არ შეიძლება? მე რომ ბიზნესმენი ვიყო, თუნდაც ფიფია, ამ დინამოს გადავიყვანდი, თუნდაც უკრაინის ლიგაში და იქ ვითამაშებდი. ინტერესიც მეტი იქნებოდა, ხალხიც მივიდოდა სტადიონზე, თორემ თავმოყვარე ფეხბურთელმა საქართველოს ლიგაში არ უნდა ითამაშოს. საქართველოს ლიგა იყოს სამოყვარულო, ფარერებზე მეტი შედეგები მაინც არ გვაქვს და ფული მაინც არ გადაიყრება. ითამაშონ აქაც ბანკირებმა და მეხანძრე-პოლიციელებმა, უარეს შედეგს მაინც ვერ დადებენ
გიორგი
06 სექტემბერი 2021 17:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული