მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
როგორ ფიქრობთ ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებიდან დაკომპელქტებულ ნაკრებ გუნდ თუ მოუგებს ქართველი ლეგიონერებით დაკომპექტებული გუნდი. მე ეჭვი მეპარება.
ქომაგი
06 სექტემბერი 2021 11:46
1
ეს შედეგი მოსალოდნელი იყო კიდევ კარგი მეტი არ გაგვიტანესს .
Skorpion07
06 სექტემბერი 2021 10:51
2
კანონით უნდა იყოს დასჯადი ჩაბრაძეს არღანზე მოქეიფე დავითაშვილის ყაზაიშვილის ქვილითაიას ნაკრებში გამოძახება,ესენი არიან მოღალატეები,დავითაშვილი დოინჯით დადიოდა ალბათ ხინკალზე ფიქრობდა,ჩაბრაძე საერთოდ გაურკვევლობაში იყო, ყაზაიშვილს ისუც ეყოფა რომ სადღაც კორეაში რომ თამაშობს,აი ქვილითაია იშვიათი ეგზემპლარია…
ქომაგი
06 სექტემბერი 2021 10:50
5
yvelafershi getanxmebi suren magram ai korea rom sadgacaa ver dagetanxmebi daxede koreis reitings,ligis dones da shensas sheadare mazgach
კუ კობსონი
06 სექტემბერი 2021 12:37
5
ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ დიდი ხანია გარდაიცვალა. მიცვალებულის რეამინაცია გამორიცხულია. ახლიდან უნდა დაიბადოს გაიზარდოს განვითარდეს და შედეგებიც მოვა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამა ვერ მუშაობს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული ხმარდება (ეგ/წ ) კლუბების შესანახად სადაც შედეგები არის ნული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში მწვრთნელთა მომზადებაში და მასობრიობაში სადაც ყველა ბავშს ექნება შესაძლებლობა რომ ფეხბურთის თამაში ისწავლოს და ითამაშოს. ისლანდიის მაგალითს გადახედეთ როგორ შეძლეს მათ.
jorj
06 სექტემბერი 2021 10:48
2
ვეთანხმები მამუკას, ასეთი ფეხბურთელებით არცერთ მწვრთნელს არა აქვს შანსი.
90-იანების თაობის ფეხბურთელები ამათ ათი თავით სჯობდნენ და შედეგი იმათაც ვერ დადეს. სამ თამაში ვნახე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული, სადაც თამაშის ხარისხი და შედეგი ერთმანეთს შეესაბემებოდა. ეს იყო 1994 წელს უელსთან ( 5-0 ), 1995 წელს ბულგარეთთან ( 2-1 ) და 1997 წელს პოლონეთთან (3-0). ამის მერე ნაკრების თამაში ამ განწყობით მე არ მინახავს. სამწუხაროდ 30 წლიან ისტორიაში, მხოლოდ ეს სამი თამაში მახსენდება.
გია
06 სექტემბერი 2021 10:47
2
სამივე თამაშს დავესწარი დინამოზე! უელსთან ბილეთი არ მქონდა და ღობეზე ძლივს გადავძვერი. კიდე კაი ხის მსხვილი ტოტი იყო, თორემ ყვერებს ჩამოვიხევდი! ყველაფერი კი დაიწყო მეორე განმეორებითი თამაშიდან პოლონეთთან, რომ ჩააგდეს 4-1! არველაძემ შოთამ გაიტანა პირველი გოლი და მეგონა გადაუვლიან მეთქი და რა დავინახე მეორე ტაიმში!?
მწვრთნელი
06 სექტემბერი 2021 11:40
0
არა გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელმა რა ქნას, აუცილებლად გვჭირდება ორი სამი ნატურალიზირებული კარგი ფეხბურთელი რომ ჩვენმა უსაქმურმა ფეხბურთელებმა გამარჯვების გემო გაიგონ და რამე ისწავლონ, თუმცა ეს არ აწყობთ ფედერაციას მერე ფულს ვეღარ გააკეთებენ ფეხბურთელებით ვაჭრობაში
zmo
06 სექტემბერი 2021 10:31
8
ნაკრების მოთამაშეები უნდა აიცრან! ვაქცინაცია ორ ჯერადია! ჩინური ვაქცინაა! "წაგების სინდრომს" კურნავ! ვაქცინის სახელია "წაუგებლობის სინდრომი"! ვაქცინაცია ეფექტს ორ კვირაში იძლევა და გრძელდება 6 თვე! გაკეთების შემდეგ წყალი არ უნდა დალიო და სირბილს უნდა მოუმატო!
მწვრთნელი
06 სექტემბერი 2021 10:30
2
უკვე ჩამოყალიბებული დაცვის ხაზის დაშლა იყო ძალიან დიდი შეცდომა! კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, კვირკველია (ვიცი ახლა რომ არ შეუძლია), ტაბიძე, ნავალოვსკი (ახლაც ჯობს გიორბელიძეს).
aburjga
06 სექტემბერი 2021 10:29
6
ეს ლოჩოშვილი თუ რაღაც რაშუაში იყო? ვისი ვინაა?
რატი
06 სექტემბერი 2021 11:45
5
სანამ ბელგიის გენკი თუ გენტი ან ყაზანის რუბინი იქნება ჩვენთვის სატრანსფერო სიხარული რაა გასაკვირი ? თუმცა იყო დრო მადრიდის რეალი თბილისის დინამოს ერთ ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ უბრალოდ ნებისმიერი თანხის დასახელებას თხოვდა ნამდვილი გულშმატკივრები მიხვდება ვსზეა საუბარი ახლო წარსულში კი ზაზა ჯანაშიას მიუნხენის ბაიერნი თხოვნით მიმართავდა გადასვლას მოსკოვის ლოკომოტივიდან თვით რუმენიგეც კი ალოდინა სამი დღე . აი ასეთი გსახსენებელი ამბები გვაქ ამ სამწუხარო რეალობის ფონზე . პ.ს სანიოლი და კობი კი არა ამ ყველაფერს აღარაფერი უშველის თუ ღვთის ნებით ის ბრწყინვალე თაობა არ განმეორდა .
zurabi
06 სექტემბერი 2021 10:27
2
კოსოვო რუკაზეა ჯუჯა. მაგრამ ამათმა მოედანზე გამოუყვანეს ნამდვილი ჯუჯები 15 წლამდელების გუნდი. და მოიგეს კიდევაც "გამარჯვებულმა ერმა" მექსიკელების დონეზე რო ჩამოიყვანეთ ქართული ფეხბურთი
Viva la Mexico pappi
06 სექტემბერი 2021 10:21
3
ებიჯო და კიდე ვერ გაიგეთ რაშია საქმე. ვერაფრით ვერ გიშველის ეგ მექსიკელების დონე (იმის მიუხედავად რომ ნაკაჩავები და სხარტები არიან) როცა მეტოქე ტანით 2ჯერ დიდია შენზე, საწვალებელია ყველა ვარიანტში გინდა არ გინდა იჩაგრები. არ შეიძლება ერთდროულად ამდენი 15 წლის ბავშვი, და ზუსტად ეგ გააკეთეს კოსოვოსთან საჩუქრად მიართვეს მექსიკური ტორტი
Mexico
06 სექტემბერი 2021 17:29
2
ბიჯო,მექსიკის დონეზე გვათამაშა და ვინ ოხერი ამოიღებს ხმას?!
სოსო
06 სექტემბერი 2021 15:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული