მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
თემურ ქეცბაია!!! მეტს არაფერს დავწერ.
ზუკა
06 სექტემბერი 2021 01:23
10
რით ვერ გადაძღა ფედერაციის უვარგისები ფულით, რა ფოკუზებს ატარებთ ფეხბურთის მესაფლავეებო, ვინმე არის საერთოდ ოდნავ მაინც ამ ქვეყნის პატრონი. ყველაფერს სპეციალურად შვებით ხალხის დასასამარებლად ურახიტესებო
მოსიარულე მკვდარ-ლეშების საცოდაობა............
06 სექტემბერი 2021 01:22
1
1. არ შეიძლება ასეთი ოტ ი დო არაპროფესიონალიზმი
2. ჩვენი (ვისაც საქართველოში ფეხბურთი გვიყვარს) ბრალი/ც არის
გიორგი
06 სექტემბერი 2021 01:22
0
ხალხო რა გითხრათ აღარ ვიცი კიდევ თამაშებს არჩევთ? რაც არ არის ის როგორ უნდა გაარჩიოთ. ყველა შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილებზე ვართ და არანაირი გასვლის პერსპექტივა. შეცდომაში შეგვიყვანა იმან რომ უეფას ჭ კლასში დავანგრიეთ ყველა. როცა ცოტა ზევით ავინაცვლეთ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჭ კლასის მოგებით შანსი მოგვეცა ევროპაზე გასვლის. თვით ღმერთმა მოგვცა მაკედონია სახლში. აბა თქვენ იცითო... მეტი რაღა გინდა. არ გაგვიმართლა. აი მაგალითად გიბრალტარი ან სან მარინო რო ყოფილიყო მაშინ ევროპაზე ვიყავით და იქ უკვე დავანგრევდით, მაგრამ ეს უძლეველი მაკედონია შეგვხვდა... რას უნდა ველოდოთ მითხარით, ამიხსენით ვინმემ. ყოფილი იუგოსლავიის ერთი პატარა რაიონის კოსოვოს გუნდი რომ მოგიგებს სახლში.
მამუკა
06 სექტემბერი 2021 01:22
0
კიდე კაი, არ ვუყურე მაგ თამაშს, ტყუილა ნერვებს ავიშლიდი. ავდექი და გერმანია სომხეთს ვუყურე და ვისიამოვნე კიდეც. ბიჯო, ერთი ვერ გავიგე, სომხები ფეხბურთში წაგებაშიც რო გვჯობიან...აბა შენ იცი, დაბლოკე ახლა
ჩაფხატა
06 სექტემბერი 2021 01:19
1
ხალხო რა გითხრათ აღარ ვიცი კიდევ თამაშებს არჩევთ? რაც არ არის ის როგორ უნდა გაარჩიოთ. ყველა შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილებზე ვართ და არანაირი გასვლის პერსპექტივა. შეცდომაში შეგვიყვანა იმან რომ უეფას ჭ კლასში დავანგრიეთ ყველა. როცა ცოტა ზევით ავინაცვლეთ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჭ კლასის მოგებით შანსი მოგვეცა ევროპაზე გასვლის. თვით ღმერთმა მოგვცა მაკედონია სახლში. აბა თქვენ იცითო... მეტი რაღა გინდა. არ გაგვიმართლა. აი მაგალითად გიბრალტარი ან სან მარინო რო ყოფილიყო მაშინ ევროპაზე ვიყავით და იქ უკვე დავანგრევდით, მაგრამ ეს უძლეველი მაკედონია შეგვხვდა... რას უნდა ველოდოთ მითხარით, ამიხსენით ვინმემ. ყოფილი იუგოსლავიის ერთი პატარა რაიონის კოსოვოს გუნდი რომ მოგიგებს სახლში.
მამუკა
06 სექტემბერი 2021 01:18
3
სანიოლმა ათამაშა 3 თამაში ნაკრებს და იმედიც მოგვეცა თამაშის ხარისხი ჩანდა, მაგრამ ამ შემოდგომაზე 3 გადამწყვეტ თამაშებში რა მოიფოკუზნიკეს ფედერაციაში ღმერთმა უწყის.... გასაყიდი მოთამაშეები არიან და თუ ნაკრები არ აქვთ ნათამაშები ვერ გაყიდიან და ჩაირთო ფედერაცია..... სანიოლი რა გამხდარი ჩამოვიდა და დაადებინეს 100 კილო))) ცალკე რა მოლაპარაკებები აქვთ ჩვენ რას გაგვაგებინებენ და გულშემატკივრებს რასაც გვანერვიულებენ და ქვეყნის სახელი რომ კიდიათ ეგეც მაგათ სინდისზე იყოს , თორემ აქამდე გადადგებოდა კობიდან დაწყებული და ფედერაციის მთელი საქმის წარმართველებით დამთავრებული...ადმინ არ დაბლოკო თუ ფედერაციის კაცი არ ხარ.. ნუ შაგვაღონეთ რა კახურად გეტყვით ....
როდემდე
06 სექტემბერი 2021 01:17
1
ჩაბრაძე, ყაზაიშვილი, მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ვფიქრობ არ უნდა გააკარონ ნაკრებში ახლოსაც კი, ჩაბრაძე მარჯვნიდან და მარცხნიდან აიკლეს, ყოფილა თუ არა თემურ ქეცბაია მართალი? რას იტყვით ჟურნალისტებო?
თავმოყვარე
06 სექტემბერი 2021 01:15
6
საქრთველოს ფეხბურთში ეგრეთწოდებული "პირველი ნაკრები" არ არსებობს...
დემე
06 სექტემბერი 2021 01:12
2
თქვე უმადურებო რა კომენტარებს წერთ?? ტორპედო რო ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ეგ არ გყოფნით? მომინდომეს ეხლა ესპანეთთან მოგებაც
Giga
06 სექტემბერი 2021 01:10
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული