მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
გუნდში 2-3 ფეხბურთელი რომ გყავს, ვისაც რაღაც მაინც შეუძლია, და მათაც რომ არ ათამაშებ, ან გამოიყვან თამაშის ბოლოს როცა დრო აღარ ყოფნით, რომ რამე შეცვალონ - ამას რა ჰქვია? სადმე გინახავთ ხალხო ასეთი რამ? ამას არაკომპეტენტურობასაც ვერ დავარქმევ. თუ თეთრს და შავს ვერ არჩევ (ან არ არჩევ), ეს არაკომპეტენტურობა აღარ არის, ეს სხვა რამეა. არგუმენტები, რომ "მზად არ იყვნენ მთელი 90 წუთი სათამაშოდ" არ მიიღება. მეორე ტაიმში მაინც გამოეყვანა წიტაიშვილი (ერთადერთი ნათელი წერტილი კოსოვოსთან!), მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე, როცა უკვე 0-3 იყო. როგორც კი ეღირსათ ამ ბიჭებს მოედანზე გასვლა (წიტაიშვილის გარდა, რომელიც აუხსნელი მიზეზებით საერთოდ არ ათამაშეს!!!...), გოლი არ გაგვიშვია და მომენტებიც შევქმენით. ბოლო შანსების ასე საკუთარი ხელით განიავება არსად მინახავს... ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, თუ გვინდა როდესმე რამეს ვეღირსოთ.
Maxo
06 სექტემბერი 2021 01:09
0
სანამ ფედერაცია დააყენებს სასტავს არაფერი გვეშველება. რა ქვეყანაც ვართ და რა ფედერაციაც გვყავს იმ ფეხბურთს ვთამაშობთ. კობიაშვილი პუსტი!
გიო-გოლი
06 სექტემბერი 2021 01:06
4
ორი სამი თუნდაც საკვანძო ფეხბურთელის არყოლის გამო ეროვნული ნაკრები ესე უსუსურად არ უნდა გამოიყურებოდეს, ეს არაა გასამართლებელი მიზეზი, პრობლემა ღრმაა და ის წლებია არსებობს... არასწორი გზით მიდის მთლიანად ფეხბურთი საქართველოში
Talo
06 სექტემბერი 2021 01:06
1
ნეტაი თქვენ ვინც საქართველოს ნაკრების თამაშს არჩევთ, თუ ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი. რკინის ნერვები გქონიათ! ხავსის მოჭიდებასაც დაესვა წერტილი, უკვე მასაც გაუშვეს ხელი. მე პირადად აღარ მაინტერესებს საქართველოს ნაკრები და აღარც ვუყურებ მათ თამაშებს.
რა დონის პარადოქსია რა,ქვეყანას სასახელო კაცი ჰყავდეს ლაშა ტალახაძის სახით, და აქვე მარად ჩასვრილი საფეხბურთო ნაკრები თავისი ხელმძღვანელობით!
დავით 67
06 სექტემბერი 2021 01:05
3
რა აზრი აქვს ბულგარეთთან ამხანაგურს?ვინ უნდა ნახოს "საქმეში" სანიოლმა?მაინც ფედერაცია უწერს შემადგენლობას.
ერთმა რუმინელმა მითხრა-ჩვენც კომუნისტები გვმართავდნენ და იმათი დატოვებული მენტალიტეტი რო წაიშალოს 200-300 წელი დაჭირდებაო-სხვა რა არის აბა,"ზემოთ" წყვიტავენ ვინ ითამაშებს "სასტავში".
სანიოლის დანიშვნაზე ხო არ დაგავიწყდათ კობი რო დვალიშვილთან და "არ გეტყვით,ვერ გეტყვით,მერე გეტყვით" იძახა-ანუ მაგათ თვითონ გადაწყვიტეს რო ჩვეულებრივ ხალხზე მეტი არიან და მეტის უფლება აქვთ-უბედურება ისაა რო ამათი გადადგომის მოთხოვნით ადგებიან ამათზე უარესი ხალხი,ნაციონალები თავისი რომის პაპათი
Levani
06 სექტემბერი 2021 01:04
11
ჩაკვეტაძე ხომ შეიძლებოდა მეორე ტაიმის დასაწყისში რომ შემოეყვანა, ფორმაში არ არისო... თუ არ ათამაშე ფორმაში როგორ შევა, ბიჭს ერთი შეხედვით ეტყობა რომ ტალანტია თუნდაც ფორმაში არ იყოს. ეს რა შემადგენლობა დააყენა ამ ადამიანმა დღეს, წიტაიშვილს რას ერჩოდა ვერ გავიგე
გია
06 სექტემბერი 2021 01:03
2
ლორია - დირკა!!!
შაკო
06 სექტემბერი 2021 01:02
8
წავაგეთ ფეოლა ... გაგიჭირდებოდათ ..
ეს სანიოლი მე მგონი შემოგზავნილია
ჯონი
06 სექტემბერი 2021 01:02
2
ყველანი ვატყობთ, რომ ბიჭები ისე არ იბრძვიან, როგორც მარტის თამაშებში. მე პირადად ვერ გავამტყუნებ, რადგან არავისა აქვს სურვილი, ფედერაციის შემოტენილი ხალხის მაგივრად ირბინოს. მჯერა, არ ეზარებათ საქართველოსთვის თავდადება, მაგრამ როცა შენს თვალწინ ვიღაცის ფინანსური ინტერესების გამო იჩაგრებიან პერსპექტიული ახალგაზრდები, იქ უკვე შეუძლებელია თავდადებული თამაშისთვის განეწყო.
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 01:01
3
მადლობა var-ს ის საუკეთესო იყო ჩვენ რიგებში
პეტროსი
06 სექტემბერი 2021 01:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული