მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
კანონით უნდა იყოს დასჯადი ჩაბრაძეს არღანზე მოქეიფე დავითაშვილის ყაზაიშვილის ქვილითაიას ნაკრებში გამოძახება,ესენი არიან მოღალატეები,დავითაშვილი დოინჯით დადიოდა ალბათ ხინკალზე ფიქრობდა,ჩაბრაძე საერთოდ გაურკვევლობაში იყო, ყაზაიშვილს ისუც ეყოფა რომ სადღაც კორეაში რომ თამაშობს,აი ქვილითაია იშვიათი ეგზემპლარია…
ქომაგი
06 სექტემბერი 2021 10:50
5
yvelafershi getanxmebi suren magram ai korea rom sadgacaa ver dagetanxmebi daxede koreis reitings,ligis dones da shensas sheadare mazgach
კუ კობსონი
06 სექტემბერი 2021 12:37
5
ალბათ გალაქტიკის ჩემპიონები თამაშობდნენ ჩვენს ნაკრებში და არ ვიცოდით... მსოფლიო ჩემპიონი გყავდეს გუნდში (თუნდაც 20-წლამდელებში - ცოტაა ეგ?!) და საერთოდ არ ათამაშო, არც ერთი წუთი, ეგ როგორ უნდა ავხსნათ? რა ვარსკვლავებს წყვეტენ საქართველოს ნაკრებში, რომ მსოფლიო ჩემპიონი არ ათამაშონ?
gio
06 სექტემბერი 2021 01:46
0
გუშინ რაც ამათ წიტაიშვილს გაუკეთეს,აი ეგაა ფედერაციის სახე. ბიჭი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო კოსოვოსთან და ესპანეთთან საერთოდ დასვეს.ისევ ინტერესები,ჩაწყობა და არაპროფესიონალიზმი. აცალეთ სანიოლს მუშაობა,ნუ უკვეხებთ თქვენი ინტერესების ვაიფეხბურთელებს სასტავში.გულის ამრევია უკვე ამ ყველაფრის ყურება
გია
06 სექტემბერი 2021 12:36
0
ფაქტია ,რომ წიტაიშვილი დაბლოკეს , ინტერესი არააქთ ,რა ძარია და ვიღაცეები მანდ ,მაგათი გვარიც არ ვიცი ,ჭ კლასი ათამაშა მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ ,კლეა რა მეტი რა უნდა თქვა
დევკალიონი
06 სექტემბერი 2021 13:26
1
წიტაიშვილს რომც სდომნოდათ,ვერაფერს გაუკეთებდნენ.მან დაამტკიცა,რომ თამაში შეუძლია და გამოგვადგება.ისიც ახალი განკურნებულია და შესაძლოა რაღაც მიკროტრავმა აქვს,მიზეზი არ ვიცი,მაგრამ ეს ჩაძირვა ნამდვილად არ იქნება.სანიოლი თავისი თავის მტერი არ არის.
სოსო
06 სექტემბერი 2021 13:31
8
მოკლედ. საქართველოს ხო აქვს დროშა. ხო გვაქვს ჰიმნი. ხო გვაქვს გერბი. ეს ყველაფერი სიმბოლოებია რომლითაც უნდა ვამაყობდეთ. ხოდა რაც გინდათ ის თქვით. სიმბოლოებს აქვს დიდი მნიშვნელობა. ამიტომ მანამ არაფერი გვეშველება სანამ თბილისი დინამო და მითუმეტეს ეროვნულ სტადიონს არ მოშორდება ოკუპანტის ენაზე თუ დამწერლობის რუსული ასო ბგერა "D". არ დაეწერება ქართული დ
ვალენსია რუსთავი
06 სექტემბერი 2021 02:27
14
რუსთავის მეტალურგს გადაარქვეს და მშვენიერი სახელი შეურჩიეს ,გორდა" ძალიან ლამაზად ჟღერდა, მარა მოვიდა ვინმე, პატარკაციშვილის გადამდები, კაკიაშვილი-ქეი და ,,მეტალურგი" დაარქვა ისევ
ქორ-პარიკმახერი
06 სექტემბერი 2021 14:34
0
მეც გეთანხმები და უკვე ორნი ვართ. მეტიც, ჩემი აზრით სახელებიდანაც კი უნდა მოაშორონ ქართულმა კლუბებმა "დინამო", "ტორპედო", ან "ლოკომოტივი" და იყოს, თუნდაც ქალაქების სახელობითი კლუბები, როგორც ევროპაშია. მაგალითად: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი ან რამე ნორმალური ქართული სახელების მოფიქრებაც შეიძლება. ის "დინამო" და "ტორპედო" ჯობია დავტოვოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის საბჭოურ მონაკვეთში. მაინც ვერავინ მეტყვის, რომ ამ და იმ დინამოს რამე კავშირი ქონდეთ ერთმანეთთან სახელის გარდა.
წნორის მილანი
06 სექტემბერი 2021 10:23
0
ყველა გამოხმაურება
მე ესპანეთან წამებაზე არ გავბრაზებულვარ ეგ სამწუხაროდ დღევანდელი მოცემულებოა უზარმაზარი განსხვავება ნაკრებების კლასში მე გავბრაზდი პირველი ტაიმი ში რა თამაშიც ქონდა საქართველოს ნაკრებს პირველი ტაიმი იყო სამარცხვინო ყველანაირი საფეხბურთო თვალსაზრისით ეგ არ იყო ფეხბურთი მუხლის კანკალით ძუნძული შეშინებები იდგნენ არანაირი მოძრაობა არანაირი გახსნა არანაირი ყურადღება პირველი ტაიმი იყო კოშმარი
გიო
06 სექტემბერი 2021 02:25
1
ავტორ ის რატომ არ დაწერე ყაზაიშვილმა დამატებაზე რომ ცარიელ კარში ვერ მოარტყა ბურთი და ერთ ეპიზოდში აშკარად შეეზარა ბურთზე ბოლომდე ბრძოლა. თუ ყაზაიშვილის ნათესავი ხა? ყაზაიშვილი აღარ უნდა გამოიძახონ ნაკრებში.
roma
06 სექტემბერი 2021 00:57
2
ხინკალი გვაქვს ზატო!
კაკო
06 სექტემბერი 2021 00:45
3
ვის უნდა მიმართო ფედერაციას მიხედეთქო როცა თავად ქვეყანას არა ჰყავს პატრონი. არიქა მონებო ეცით და დაბლოკეთ
???????????????
06 სექტემბერი 2021 13:30
4
ნეტაი თქვენ ვინც საქართველოს ნაკრების თამაშს არჩევთ, თუ ვინ კარგი იყო და ვინ ცუდი. რკინის ნერვები გქონიათ! ხავსის მოჭიდებასაც დაესვა წერტილი, უკვე მასაც გაუშვეს ხელი. მე პირადად აღარ მაინტერესებს საქართველოს ნაკრები და აღარც ვუყურებ მათ თამაშებს.
რა დონის პარადოქსია რა,ქვეყანას სასახელო კაცი ჰყავდეს ლაშა ტალახაძის სახით, და აქვე მარად ჩასვრილი საფეხბურთო ნაკრები თავისი ხელმძღვანელობით!
დავით 67
06 სექტემბერი 2021 01:05
3
საქრთველოს ფეხბურთში ეგრეთწოდებული "პირველი ნაკრები" არ არსებობს...
დემე
06 სექტემბერი 2021 01:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული