მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
კარგი იყო ახლა გაეცა პასუხი ძირითადდში საქ.ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელები რისი მაქნისებიც არიან.სანიოლმა არ დააყენა ის სასტავი რომლებიც იბრძოლებდნენ მაინც..რადგან აზრი არ ქონდა კაცს აცადეთ ასე მარტივად როგორ უნდა გააკეთოს გუნი ტოო.ზღაპარია.დრო უნდა დრო.არც ერთი ბათუმის დინამოს ფეხბურთელი არ ვარგოდა.მეტს ველოდი აშკარად.ეს მამუჩაშვილი რა ოოზიციის მოთამასეა ვაფშე.არაფერი უკე5ებიათ.აზაროვი ცდილობდა მარტო.
გიო
06 სექტემბერი 2021 02:08
5
ლორია - დირკა!!!
შაკო
06 სექტემბერი 2021 01:02
8
ეს შედეგი მოსალოდნელი იყო კიდევ კარგი მეტი არ გაგვიტანესს .
Skorpion07
06 სექტემბერი 2021 10:51
2
ნეტავ რატომ არ მიკვირს... ))) თავუიდანვე ვიძახდი ჩვეულებრივი ფრანგული მენტალობის აფერისტია ეს კაციც, ბოლოს აიღებს მაყუთს და წავა მშვიდად სახლში.
აქ წუწუნს აზრი არ აქვს ხალხნო, შეხედეთ განვითარებულ ქვეყნებს, როცა სათავეში მყოფი, ანუ ხალხის დაქირავებული ჩინოვნიკი არ ასრულებს მოვალეობას მაშინვე ნაგავში ისვრის ხალხი, ჩვენთან კიდევ გასდით და უარესს აკეთებენ და იზამენ კიდეც, არ აქვთ შიში და რიდი რომ ხალხი პასუხს სასტიკად მოსთხოვს. ასე რომ თითოეული ფეხბურთელის კრიტიკას და მწვრთნელების ცვლას დიდი აზრი არ აქვს!!!
Emigranti
06 სექტემბერი 2021 01:41
1
ბიუჯეტიდან ამდენ სრულიად უვარგისს ფეხბურთელს ხელფასები, დიიიიდი მადის მქონე უსაქმურ ფედერაციას ხელფასები, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უსაქმურ დესპანებს ხელფასები თავისი უდიდესი ხარჯებით და პოზიცია-ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ. კიდევ მაგრად ძლებ საქართველოვ
უუუუუუუუიიიიიიიიიიიიი
06 სექტემბერი 2021 01:38
2
ყველანი ვატყობთ, რომ ბიჭები ისე არ იბრძვიან, როგორც მარტის თამაშებში. მე პირადად ვერ გავამტყუნებ, რადგან არავისა აქვს სურვილი, ფედერაციის შემოტენილი ხალხის მაგივრად ირბინოს. მჯერა, არ ეზარებათ საქართველოსთვის თავდადება, მაგრამ როცა შენს თვალწინ ვიღაცის ფინანსური ინტერესების გამო იჩაგრებიან პერსპექტიული ახალგაზრდები, იქ უკვე შეუძლებელია თავდადებული თამაშისთვის განეწყო.
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 01:01
3
ასეთი სათაური არაა სწორი. უნდა დაგეწერათ "შევი...თ და თან ისე რომ ვაისის დროსაც არ ვიჯ....ით ასე". არაუშავს ესპანეთი საფრანგეთის მოსაზღვრეა და სანიოლის თუ რამე თავმოყვარეობა აქვს პირდაპირ მაქედან გადავა საფრანგეთში და დარჩება ახლავე. ადრე თუ გვიან მაინც წავა და ჯობია დღესვე გააკეთოს განცხადება და წავიდეს.
roma
06 სექტემბერი 2021 00:49
6
ბოლო ბოლო რაო, რატომ არ დავაყენე წიტაიშვილიო? ან კითხა ვინმე ჟურნალისტმა საერთოდ...
გიორგი გორგაძე
06 სექტემბერი 2021 17:07
1
წინადადება შემომაქვს ფედერაციის პრეზიდენტად ავირჩიოთ კუჭავა, სადაც ტორპედოს ლიგის მოგებას უპირებს, ნაკრებს მინიმუმ ევროპის ჩემპიონობას მოაპოვებინებს.DD
jjj
06 სექტემბერი 2021 15:52
1
ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ დიდი ხანია გარდაიცვალა. მიცვალებულის რეამინაცია გამორიცხულია. ახლიდან უნდა დაიბადოს გაიზარდოს განვითარდეს და შედეგებიც მოვა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამა ვერ მუშაობს ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული ხმარდება (ეგ/წ ) კლუბების შესანახად სადაც შედეგები არის ნული. ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში მწვრთნელთა მომზადებაში და მასობრიობაში სადაც ყველა ბავშს ექნება შესაძლებლობა რომ ფეხბურთის თამაში ისწავლოს და ითამაშოს. ისლანდიის მაგალითს გადახედეთ როგორ შეძლეს მათ.
jorj
06 სექტემბერი 2021 10:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული