მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
უვარგისმა ფეხბურთის ფედერაციამ ფანდი ჩაატარა და ნაკრების (უფრო სწორად მოყვარულების ბრბოს) მთავარ მწვრთნელად უვიცი ხიზანიშვილი შემოგვაპარა. სანიოლს არავინ არაფერს ეკითხება.
ირაკლი
06 სექტემბერი 2021 09:11
0
100% ხარ! ეგ ხიზანა თავისი იაშკათი((, გატრუნული როა, ვითომ რა შუაშია,
კობი
06 სექტემბერი 2021 11:42
0
აშკარააა რომ ფედერაცია მნიშვნელოვნად ერევა მწვრთნელის კომპეტენციაში და ლობირებს კონკრეტულ კლუბს და კონკრეტულ ფეხბურთელბს ეს თვალში საცემია ნებისმიერი ქართულ ფეხბურთში ჩახედული ადამიანისთვის ფედერაცია რომ არ იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შემადგენლობაზე ტაქტიკაზე გამოძახებეზე და ა.შ სანიოლის თამაშემწე ხიზანა არ იქნებოდა ეყოლებოდა ვინმე თავისიანი თანამემამულე ასისტენტათ დარწმუნებული ვარ ხიზანა წვეტს იქ თითქმის ყველაფერს და სანიოლი იქ უბრალოდ მთვარი მწვრთნელის როლშია და მეტი არაფერი.
მაშინ პირდაპირ ხიზანა დაენიშნათ დაუშლიდა ვინმე თუ მიტინგები დაიწყებოდა რა თვალში ნაცარს გვაყრიან ვხედავთ ამას ყველაფერი.
გელა
06 სექტემბერი 2021 01:39
1
მეოთხე გოლი რომ გაგვიტანეს,შუქი ჩაქრა და დანარჩენი დღესღა ვუყურე.სასწაული პირველი ტაიმი იყო,ძალიან დაძაბული...იმათ 4 გოლი გაგვიტანეს,ჩვენ კი,მგონი 4-ჯერ შეეხო,ქართველი ფეხბურთელი ცენტრის ხაზს იქით ბურთს.შეიძლება 4-ჯერაც ვერა და მე ვზვიადებ?არ ვიცი,ცუდად მახსოვს და ცუდად ვარ!ჩვენი ქალები,შვედებს რომ შეხვდნენ,მაშინ ვნახე პირველად,რომ ბურთის მეტოქის ნახევარზე გადაგდებაც კი,პრობლემა იყო და ახლა იგივეს,მეორედ შევეჩეხე.რომ ვერ გადავიდნენ ერთია,მაგრამ არცკი ფიქრობდნენ გადასვლას,და ეგ არის მეორე.კაცი არ გარბოდა წინ.6 გოლი გაგვიტანეს და ერთი ამდენის გატანაც,თავისუფლად შეეძლოთ.სანიოლმა ყველაზე უფრო მძიმე გამოცდაზე გაიყვანა ის ბიჭები,წუხელ პირველად რომ ითამაშეს ნაკრებში და თუ ამ თამაშს თამაში შეიძლება ვუწოდოთ,მათ თამაშზე დასკვნებსაც გააკეთებდა.ვაკო ყაზაიშვილმა ორივე თამაში ითამაშა და იფიქრებდით,"სროკს" იხდისო.არ ვიცი ჯანმრთელობის რა მდგომარეობა აქვს,მაგრამ ასე ყოფნას,არყოფნა სჯობდა.ლიდერობას ველოდით და ორი თამაში,ერთხელ არ გაქცეულა.ჩაკვეტაძე ალბათ სასტარტოში უნდა დაეყენებინა,ფორმაში არ არის,მაგრამ მოედანს ხედავს და რამდენსაც გასძლებდა,იმდენი ხანი უნდა დაეტოვებინა მინდორზე.მისთვისაც და ნაკრებისთვისაც ეს ძალიან სასურველი იქნებოდა.მას მაქსიმალური პრაქტიკა სჭირდება.ჩაბრაძემ და კაშიამ,მეორე გაფრთხილებები მიიღეს და ბერძნებთან ვერ ითამაშებენ.ჩაბრაძეს შემცვლელი გვყავს,აი კაშია კი,ფაქტობრივად შეუცვლელია,არადა წინა თამაშშიც და ახლაც,ისეთი გაფრთხილებები მიიღო,რომლის მიღების აუცილებლობა სულაც არ იყო. უმისობა, საბერძნეთთან ძალიან ძვირად დაგვიჯდება.დარწმუნებული ვარ.მათთან კი,ქულების აღება ნამდვილად შეგვიძლია.უკვე რამდენი წელია,აუტის ჩამოწოდება,ბურთის დაკარგვის ტოლფასი გაგვიხდა.ბურთი ვერ შემოგვაქვს და ვერც ვისწავლეთ,ვერც სხვა სტანდარტების გათამაშება ვისწავლეთ.ესპანეთთან კუთხურები,ჩვენი კარისთვის ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა,რადგან ჩასული მცველები,საერთოდ არ ცდილობდნენ ბურთზე თამაშს,მერე ვერც უკან ჩამოსვლას ასწრებდნენ და ბურთი ჩვენს კარში გადიოდა.თან საოცრად მარტივად.ჩანს,რომ მიქაუტაძეს დიდ სივრცეში სისწრაფე ცოტა აკლია,მაგრამ მცირე სივრცეში ძალიან კარგად ერკვევა.86 წუთზე,მან სიღრმიდან ბურთი საჯარიმოს ცენტრისაკენ წაიღო,მხოლოდ მარჯვენა ფლანგზე ჰყავდა პარტნიორი.მიქაუტაძე დიაგონალზე საჯარიმოსკენ გარბოდა და ან თვითონ უნდა დაერტყა,ან მარჯვენა ფლანგზე მიეცა პასი,თვითონ კი საჯარიმოში შეერბინა და ჩაწოდებას დალოდებოდა.მაგრამ რად გინდა,ფლანგელმა,ცენტრისაკენ შემოირბინა,თავისი მცველიც გიორგის მიუყვანა,ზონაც დაუკეტა,აღარც პასის მიცემის საშუალება დაუტოვა და ბურთი დაიკარგა.ერთი სიტყვით,ამ ბიჭებს ტაქტიკური მომზადების გაკვეთილებიც სჭირდებათ.ევროპაში მრავალი გუნდია,რომლებსაც საშემსრულებლო ოსტატობა აკლიათ და აქცენტს,სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებაზე აკეთებენ.ერთადერთი ჩვენ ვართ,ვისაც არც სირბილი შეგვიძლია,არც ფეხბურთის თამაში და არც სტანდარტულების დამუშავებაზე ვიწუხებთ თავს.იქნებ ესეც არ შეგვიძლია?არ ვიცი!სანიოლმა აუცილებლად უნდა იფიქროს,ამაზე.ტრადიცია არც ამჯერად დაგვირღვევია,4 ტურის შემდეგ უკვე გარკვეულია,რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავალთ და ახლა თავისუფლად შეგვიძლია დავიწყოთ, ფეხბურთის თამაშის სწავლა.დროც გვაქვს და სავარჯიშო თამაშებიც(დარჩენილ თამაშებს ვგულისხმობ).ვფიქრობ კარგია,რომ მამარდაშვილი არ ათამაშა.არც ნაკლებს გაუშვებდა და ასეთ დებიუტს,შესაძლოა მასზე დიდი დაღიც დაესვა.გიორგი ლორიამ რამდენიმე მაგარი მომენტი გააუვნებლა და გაშვებულ გოლებშიც, არა მგონია მისი დადანაშაულება სწორი იყოს.
სოსო
06 სექტემბერი 2021 14:39
1
რაც ეს სასტავი ფედერაციაშია, რა წარმატებას მიაღწია ქართულმა ფეხბურთმა? კლუბური დონეზე, სანაკრებოზე რამით წინ წავედით? როდის უნდა ისწავლონ პასუხიგებლობის აღება?! წინა სასტავიც ეგრე იყო და ესენიც ესე არიან, ჩვენც უკვე მიგვაჩიეს ამას.
სანიოლის დიდი მწვრთნელობა ჯერ ადრეა მაგრამ რატომღაც მგონია რომ ხიზანა და მისი მეგობრებიც "ეხმარებიან":) უცხოელი მთლიანი სამწვრთნელო შტაბია საჭირო, ფედერაციასთან ზედმეტი კავშირის გარეშე
ზურა
06 სექტემბერი 2021 09:05
0
რეალურად ჩვენ გყავს დაბალი დონის ნაკრები და ვსიო.
მწვრთნელშ არ არის პრობლემა სანიოლმა ამ თამაშებზე რაც მწვრთენლია ყველა ის ფეხბურთელი გამოძახა ვინც მეტ ნაკლებად რამეს წარმაოდგენს და ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა ნაკრებში თამაშს რაც არის ეს არის! სხვა ვინ უნდა გამოეძახებინაა?? ახლა ვინც დაკლდაა ისინიც ხომ გამოძახებულები იყვნენ არაა? კიტეიშვილი კვარაცხელაი ლობჟანიძე, შენგელია იმიტომ არ გამოიძახა რომ დიდი ხანი იყოო უგუნდოთ ხარაიშვილი იმიტომ არ გამოიძახა რომ ოპერაცია გაიკეთა და არ თამაშბდა ბუდუ ბუდუო რომ ყვიროდნენ გაოიძახაა და აზრიი?? ხო გამოჩნდა რომ არ იყო ნაკრების დონე და ასეაა რა არ გყავს ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც მოიგებენ თამაშებს საშუალო დონის ნაკრებებთან გყავს რამდენიმე იმედის მომცემი და ნიჭიერი ახალგაზრდა ვისაც ხელშეწყობა სჭირდება და დახმარება, რომ განვითარდნენ და ბოლომდე გამოავლინონ თავის პოტენციალი.
სახელებს არ ჩამოვთი ყველამ იცის მაგრამ ისინიც არ თამაშბენ დღეს საკლუბო თვალსაზრისით მაღალ დონეზე არცერთ ამ ჩვენი ნიჭიერი ბიჭის კლუბი არ არის მაღალი დონის ლიგის წევრი.
ზურა
06 სექტემბერი 2021 02:06
8
ქართველი მწვრთნელი როგორც ჩანს არ უნდათ ამათ გავიგე ქეცბაია არ გინდა იმიტომ რომ "კომფლიქტურია" არ გინდა ცხადაძე იმის გამო რომ პირადი რაღაცა გაქვს.
არ გინდა გეგუჩაძე რადგან 21 წლამდეში ვერ იმუშავა.
დანიშნე ჭიაბრიშვილი ან დანიშნე თუნდაც ცხადაძე გადადე გვერდზე ის წყენა დროებით.
დღეს ხომ გამოჩნდა რომ ბევრი ფეხბურთელი უბრალოდ იდგა მოედანზე არანაირი მოძრაობა არანაირი მუხტი განწყობა ბრძოლის ჟინი მე მახსოვს როგორ უყვიროდნენ ჯერ ქეცბაია და მერე ცხადაძე ფეხბურთელებს რომ ამოძრავებულიყვნენ მენტალობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველმა მწვრთნელმა იცის აქაური ფეხბურთი იცის აქაური მეტალიტეტი როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელს როგორ დამუხტოს როგორ განაწყოს სათამაშოთ ქართველი ფეხბურთელები აქაურ მწვრთნელებს უფრო აფასებენ და უფრო დიდ ავტორიტეტები არიან ვიდრე უცხოელები ვინც არ უნდა იყოს და გასახდელიში შესვენებაზე სად ქართველი ქართველს რომ დაელაპარაკება განაწყობს და დამუხტავს და სად უცხოელი ეს დეტალები ბევრს ნიშნავს ზოგადად თორე აგერ ორი თამაში სადაც ელემეტარულად მოძრაობა არ იყო ფეხბურთელები იდგნენ ამ დროს მწვრთნელმა უნდა აამოძრავოს გუნდი.
ზურა
06 სექტემბერი 2021 01:46
2
ჩემი აზრი და დანახული მინდა რომ დავაფიქსირო მე ამ შემთხვევაში მწვრთნელს ვერ გავაკრიტიკებ თავის ქმედებაში 1 სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკლდა 1 თამაშამდე კვარაცხელია მეორე უშუალოდ თამაშის ლობჟანიძე წინ და მესამე თამაშზევე 12 წუთზე. კიტეიშვილი მეტი კიარ არის ბირთვი გუნდის იქ პლიუს გენტიდან სავარაუდო ინსტრუქცია რომ ჩაკვეტაძე არ არის 20 წუთზე მეტ ხანს სათამაშოთ მზად.
მიქაუტაძე რატომ არ დაყენა ესპანთან ძირითადში და წიტეიშვილი აი ამაში ნამდვილად მაქვს კითხვები რადგან წინა თამაშზე წიტეიშვილი იყო საუკეთესო და აგერ დღეს მიქაუტაძე შემოვიდა ყველაზე კარგად.
დღეს ბევრმა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში აშკარად გამოჩნდა რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები არანაირად არ არიან მზად ამ დონის სანაკრებო თამაშებისთვის ერთადერთ აზაროვი მომეწონა რომელიც ფაქტობრივად წამსვლელია უკვე ხვალ ან ზეგ გახდება ლეგიონერი.
ისიც გამოჩნდა რომ უთამაშებელი კაკაბაძეც კი უმნიშვნელოვანესი ნაკრებში და მას ამ ეტაპზე ალტერნატივა მის ფლანგზე არ ჰყავს.
გასაგებია ახალგაზრდები დაყენა ისინი ვინც ბურთთან კარგად არიან მარა ერთი რამ ძალიან გამიკვრიდა წინა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელს წიტეიშვილს ტოვებ სკამზე და ათამაშებ ზარიას რომელიც დინამო ბათმშიც კი სკამზე ზის ეგ ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით და იგივე მიქაუტაძის სკამზე დასმაც.
ზურა
06 სექტემბერი 2021 01:34
4
ასეა, ბიძიკო, თვეობით უმუშევარი მწვრთნელი მშიერია და საქართველოსნაირ წყალწაღებულ ქვეყანაში მხოლოდ ფულის საკეთებლად მოდის. რა თქმა უნდა, მასაც და ფედერაციასაც უნდა, რომ ფულის კეთებასთან ერთად შედეგიც დადონ, მაგრამ ეგ ორი საქმე ერთად საქართველოს კი არა, არგენტინის ფედერაციას არ გამოსდის.
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 00:59
4
ხალხო რა იყო ეს, ძალიამ ვთხოვოთ ყველამ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ირაკლი კობახიძეს რომ როგორც ასრულებენ ნაციონალებს ასევე იქნებ დაასრულონ ქართული ფეხბურთის უბედურებაც და მიხედონ შევეხვეწოთ ძალიან!!!!!
მამუკა სვანი
06 სექტემბერი 2021 00:53
30
9 წელია ასრულებენ და 2030-მდე აპირებენ (იდეაში) ნაციონალების დასრულების საქმის გაწელვას. ფეხბურთიც ასე ხროტინ-ხროტინით სრულდება
rasa
06 სექტემბერი 2021 01:16
2
შენ ეხვეწე და თან მიეცი
ასდფგ
06 სექტემბერი 2021 00:58
5
თამაში დაწყებამდე იყო წაგებული. მოთამაშეები ჰიმნს ისე მღეროდნენ ეძინათ. არანაირი ჟინი, ბრძოლის უნარი არ ეტყობოდათ. როგორც ვივარაუდე ყოველ 10 წუთში ბურთი გადიოდა ჩვენს კარში. 2 არ ჩაუთვალეს. დიდი შეღავათი. ჯერ ამ ბიჭებმა უნდა გაიგონ რა არის ნაკრებში თამაში (თუ გინდა უფასოდაც რომ ითამაშონ) ღირსება მაინც უნდა ქონდეთ. ასე თამაშს თუ აპირებენ ჯობია საერთოდ აღარ გავიდნენ მოედანზე; ნაკლები სირცხვილი იქნება და ტყვილა არ დაიხარჯება მილიონები...
quTaisi
06 სექტემბერი 2021 12:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული