მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ასე სანიოლის ბუტაფორიად დანიშვნას და შემადგენლობის კანტორაში დაყენებას ჯობია ვინმე ავტორიტეტული ქართველი დანიშნონ.
ჩივაძე ან ძოძუაშვილი- ხიზანიშვილზე და იაშვილზე მეტი მაინც იციან იმათ მიუხედავად იმისა რო არ მწვრთნელობენ აქტიურად ბოლო დროს-ამაზე ჭკვიანურ შემადგენლობას მაინც დააყენებენ
Levani
06 სექტემბერი 2021 01:30
0
შეიცვალა მსოფლიო, სხვა მოთხოვნებია ფეხბურთი მილიონერების სპორტი გახდა , ჩვენთან საქართველოში რწყილს ატყავებენ, ქონს რომ არ აყოლებენ ისე, დასპეცდნენ და ესენი გაზრდიან ახალ თაობას ?ძირშივე სხიპავენ, რომელი დაასწრებს,თქვლება -- ბოყინის ხმა ფედერაციის ყველა კაბინეტიდან .
ბაბაია
06 სექტემბერი 2021 12:01
1
ვეთანხმები მამუკას, ასეთი ფეხბურთელებით არცერთ მწვრთნელს არა აქვს შანსი.
90-იანების თაობის ფეხბურთელები ამათ ათი თავით სჯობდნენ და შედეგი იმათაც ვერ დადეს. სამ თამაში ვნახე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული, სადაც თამაშის ხარისხი და შედეგი ერთმანეთს შეესაბემებოდა. ეს იყო 1994 წელს უელსთან ( 5-0 ), 1995 წელს ბულგარეთთან ( 2-1 ) და 1997 წელს პოლონეთთან (3-0). ამის მერე ნაკრების თამაში ამ განწყობით მე არ მინახავს. სამწუხაროდ 30 წლიან ისტორიაში, მხოლოდ ეს სამი თამაში მახსენდება.
გია
06 სექტემბერი 2021 10:47
2
სამივე თამაშს დავესწარი დინამოზე! უელსთან ბილეთი არ მქონდა და ღობეზე ძლივს გადავძვერი. კიდე კაი ხის მსხვილი ტოტი იყო, თორემ ყვერებს ჩამოვიხევდი! ყველაფერი კი დაიწყო მეორე განმეორებითი თამაშიდან პოლონეთთან, რომ ჩააგდეს 4-1! არველაძემ შოთამ გაიტანა პირველი გოლი და მეგონა გადაუვლიან მეთქი და რა დავინახე მეორე ტაიმში!?
მწვრთნელი
06 სექტემბერი 2021 11:40
0
მძიმე მდგომარეობაა, ძალიან.
მეგრელი
06 სექტემბერი 2021 01:37
0
წავაგეთ ფეოლა ... გაგიჭირდებოდათ ..
ეს სანიოლი მე მგონი შემოგზავნილია
ჯონი
06 სექტემბერი 2021 01:02
2
ამ ბოლო წლებში ვერიდებოდო ჩაკვეტაძეზე რამის დაწერას მარა სამწუხაროდ მაგის დიდი ფეხბურთი დამთავრებულია საშუალო დონზე ალბათ ითამაშებს ეხლა მთავარია კვარაცხელიაც მაგ გზას არ დაადგეს არც ერთზე ამათზე ნაკლები კი არა მეტიც იყო ყენია მარა ასევე არაბიძეც მარა კი ვხედავთ სადაც არიან . სიტყვა ფიზიკა ჩვენი ლექსიკონიდან ამოღებულია ?
dato
06 სექტემბერი 2021 13:04
15
დათოს-ს.ჩაკვეტაძე როდის იყო ფეხბურთელი?ერთა ლიგის პირველი ჯგუფი,19 წლის ბიჭმა ერთპიროვნულად მოიგო და მეტი რა უნდა ექნა?ყველა გატანილ გოლში,ან თვითონ გაიტანა,ამ პასი გააკეთა და ან პენალტი აიკიდა.ბაიერნს სურდა მისი წაყვანა,მაგრამ გენტთან ჰქონდა უკვე ხელი მოწერილი და ბაიერნი სულ ასე ჰაიჰარად იწვევს ფეხბურთელებს?ლევან ყენიას პრობლემები არასდროს ჰქონია არც ფიზიკასთან,არც ტექნიკასთან და არც დისციპლინასთან.შალკე ჩემპიონობაზე იბრძოდა და 19 წლის ბიჭი სტაბილურად თამაშობდა 1 ტაიმს,ერთმანეთს სცვლიდნენ ის და ბარსელონას ყოფილი ვარსკვლავი,მასზე ცოტა უფროსი ივან რაკიტიჩი.ის ტრავმაც გუნდის მწვრთნელი ძალიან აჩქარებდა გუნდში დაბრუნებას და იმიტომ გაუმეორდა.ლევანის ბრალი,ყველაზე ნაკლები იყო იმ ამბავში.ჩაკვეს ხაზს ნუ გადავუსვამთ,თუ სრულფასოვნად გამოჯანმრთელდა,იმდენი აზროვნება კი აქვს,რომ ცოტა სხვანაირად ათამაშდეს,და მუხლს უფრო მეტად გაუფრთხილდეს.მას სათამაშო პრაქტიკა და თანდათან,გეგმაზომიერად ფორმაში შესვლა სჭირდება,კუნთების და მყესების ტონუსის სრულფასოვნად აღსადგენად.ჯერ არაფერი აქვს დაკარგული.კვარაცხელია უფრო მეტად მეფიქრება,სათამაშო სტილიდან გამომდინარე,მას ახლაც ბევრს და ხშირად განზრახაც ურტყამენ. ამას არც მომავალში მოაკლებენ.ასე რომ მუდამ ტრავმის აჩრდილი დაედევნება,უკან.ღმერთმა კარგად გვიმყოფოს,მაგრამ ინგლისში თუ იტალიაში,მას ფერობას არავინ დაუწყებს.დრიბლინგი არ უნდა დავიწყოს,მაგრამ უფრო მეტად უნდა ითამაშოს პასებით.მაშინ მასაც ნაკლები მოხვდება და წინსვლაც უფრო ადვილი იქნება.ამ დროს ძალაც ნაკლები ეხარჯება და საჯარიმოში გადამწყვეტი დარტყმის,ან პასის შესასრულებლად,მეტი ძალაც დარჩება.ეს კი მის სარგებლიანობას,მნიშვნელოვნად გაზრდის
სოსო
06 სექტემბერი 2021 15:29
3
ცდები ჩაკვეტაძის ამბავში ,ის სუპერია და ერთი წელი და სრული ძალით ითამაშებს .
დევკალიონი
06 სექტემბერი 2021 13:24
4
ყველა გამოხმაურება
რეალური პრობლემა არის მენტალიტეტში, უმრავლეს ქართველ ფეხბურთელს ურჩევნია მეტი ფული გამოიმუშაოს და წავიდეს საშუალო ან საშუალოზე დაბალ ლიგაში და კლუბში, ვიდრე იბრძოლოს, იმუშაოს საკუთარ თავზე და დაისახოს მიზანი დიდ ხუთეულში თამაშის. ასევე ფიქრობენ მშობლებიც, რომლებიც არ აყენებენ შვილებს სწორ გზაზე, არ აძლევენ შვილებს სწორ რჩევებს, იმიტომ რომ ერთი სული აქვთ როდის შემოუტანს შვილი ფულს, რომ იყიდოს დიდი ბინა ან სახლი, მაგარი მანქანა და იბლატაოს. ასეთი წუპაკი სულის გამო თავიანთი შვილებია ბედს ანდობენ ისეთ ე.წ. მენეჯერებს, რომლებსაც მაგრად კიდიათ კონკრეტული ბავშვების ბედი, პირველ რიგში ფიქრობენ როგორ გამოწოვონ მეტი ფული კონტრაქტებიდან და სად გადავა "ბავშვი" მაგრად კიდიათ. სანამ მკაცრი ხელით არ მოეთხოვებათ ყველას შედეგი და სახელმწიფო დონეზე არ გადაწყდება სტრატეგია როგორ უნდა განვვითარდეთ ჩვენ არ გვეშველება. იდეოლოგიური ბრძოლიდან დაწყებული, მენტალური და ფიზიკური განვითარებით დამთავრებული
Patrioti
06 სექტემბერი 2021 12:08
1
სათაურში გამოტანილი შედეგი მთლიანად სანიოლის და ხიზანიშვილის კისერზეა არსებული საკადრო რესურსის არარაციონალურად გამოყენების, შემადგენლობების არასწორად დაყენების და შეცვლების აბსურდულად გაკეთების გამო. დეტალებზე არ შევჩერდები. ხუთივე მატჩი, ზედაპირული განხილვითაც კი, ზემოაღნიშნულის დადასტურებაა. დღეისათვის ასპარეზზე მყოფი ნებისმიერი ქართველი სპეციალისტი არსებული საკადრო რესურსით უკეთეს შედეგს დადებდა. გადახედეთ კონტრაქტს და ბატონი სანიოლი პირველივე შესაძლებლობის მიხედვით მოაცილეთ ნაკრებს.
ამი
06 სექტემბერი 2021 09:36
0
ნაკრების მოთამაშეები უნდა აიცრან! ვაქცინაცია ორ ჯერადია! ჩინური ვაქცინაა! "წაგების სინდრომს" კურნავ! ვაქცინის სახელია "წაუგებლობის სინდრომი"! ვაქცინაცია ეფექტს ორ კვირაში იძლევა და გრძელდება 6 თვე! გაკეთების შემდეგ წყალი არ უნდა დალიო და სირბილს უნდა მოუმატო!
მწვრთნელი
06 სექტემბერი 2021 10:30
2
5 დებიუტანტი(აქედან 4 ე-ლიგიდან) - 3 დაუნი - 2 ტურისტი - 2 უთამაშებელი(ახალი მობრუნებული) - 1 თარსი (ნეუდაჩნიკი) - 1 პენსიონერი - აი გაკეთდა გუნდი. / მამარდაშვილი სკამზე. წიტაიშვილი სკამზე. ქოჩორაშვილი არც განაცხადში
Match info.
06 სექტემბერი 2021 10:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული