მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
თამაში იყო შვიდამდე!!! შესაბამისად, ესპანეთმა ვერ მოგვიგო!!! მეგობრებო, ნუთუ ვერ ხედავთ როგორ განვითარდა ჩვენი ეს სპორტის სახეობა (ამას ფეხბურთს ვერ დაარქმევ) რაც მის განვითარებაზე ბიუჯეტიდან მილიონები დაიხარჯა?! ეხლა ისღა დაგვრჩენია ამ სპორტს სახელი რა ჰქვია ის მოვიფიქროთ!!!
?!
06 სექტემბერი 2021 09:51
0
რა სასტავიც დაყენა სანიოლმა თუ არ ვიცი ვინ , ეს იყო ამაზრზენი რაღაც , რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ილუზია არ მააქვს რომ სხვა სასტავი მოიგებდა მაგრამ პასებს მაინც გაკეთებდა. რაღაც ხდება მანდ და სანამ არ გამოვა გარეთ და არ მოგვარდება ეგ რაღაც არაფერი იქნება . და ბოლოს ჩამოსაყვანია მაგალითად აიაქსის ბავშვების ტრენერები და მაგითვის უნდა გამოიყოს ფული რომ სწორად გაიზარდოს თაობა და სწორი ფეხბურთის თამაში გვასწავლონ. თორე ჩივაძეს დროინდელ ფეხბურთი ვართ ჩარჩენილი თავის ტრენერებიანად და ფეხბურთელებით. სწორად არ ვითარდებიან ბავშვები. და ასეთ მახინჯ ფეხბურთს თამაშობენ მომავალშიც
giorgi
06 სექტემბერი 2021 01:27
2
რა აზრი აქვს ბულგარეთთან ამხანაგურს?ვინ უნდა ნახოს "საქმეში" სანიოლმა?მაინც ფედერაცია უწერს შემადგენლობას.
ერთმა რუმინელმა მითხრა-ჩვენც კომუნისტები გვმართავდნენ და იმათი დატოვებული მენტალიტეტი რო წაიშალოს 200-300 წელი დაჭირდებაო-სხვა რა არის აბა,"ზემოთ" წყვიტავენ ვინ ითამაშებს "სასტავში".
სანიოლის დანიშვნაზე ხო არ დაგავიწყდათ კობი რო დვალიშვილთან და "არ გეტყვით,ვერ გეტყვით,მერე გეტყვით" იძახა-ანუ მაგათ თვითონ გადაწყვიტეს რო ჩვეულებრივ ხალხზე მეტი არიან და მეტის უფლება აქვთ-უბედურება ისაა რო ამათი გადადგომის მოთხოვნით ადგებიან ამათზე უარესი ხალხი,ნაციონალები თავისი რომის პაპათი
Levani
06 სექტემბერი 2021 01:04
11
არა გვყავს ფეხბურთელები და მწვრთნელმა რა ქნას, აუცილებლად გვჭირდება ორი სამი ნატურალიზირებული კარგი ფეხბურთელი რომ ჩვენმა უსაქმურმა ფეხბურთელებმა გამარჯვების გემო გაიგონ და რამე ისწავლონ, თუმცა ეს არ აწყობთ ფედერაციას მერე ფულს ვეღარ გააკეთებენ ფეხბურთელებით ვაჭრობაში
zmo
06 სექტემბერი 2021 10:31
8
სამწუხაროდ ესპანეთი ჩვენს საზომად არ გამოდგება, მეორე ტაიმში იმიტომ ავმოძრავდით რომ ისინი გაჩერდნენ. ჩვენი საზომი იყო კოსოვო და გვაჩვენა კიდეც სად ვართ.გვეყო ილუზიებს აყოლა.არც მწვრთნელების ცვლაშია აზრი ამ ეტაპზე, სუსტ ფეხბურთელებს როგორც არ უნდა უცვალო ადგილები აზრი არ ექნება(იმ ორკესტრს არ იყოს!!!!) ჟურნალისტებო გთხოვთ დაინტერესდით ფედერაციის და ფეხბურთის მესვეურთა ფინანსური საკითხებით( ხელფასები, პრემიები, დანამატები.....) ეს ყოფილი სპორტსმენები ძალიან რომ იწევენ პოლიტიკაში მოსვლაზე( ჰმ... თაფლი ეგულებათ ალბათ) ჩვენი გამოცდილება ხალხს უნდა მოვახმაროთო, რაც უკეთესად იცით იქ გამოგვადექით თუ რამე შეგიძლიათ. კლუბები იყიდეთ ან ახლები დააარსეთ. თქვენი ჯიბიდან გაღებულ ფულს დარწმუნებული ვარ იოლად არ გაანიავებთ!!!!!
rigiti
06 სექტემბერი 2021 09:58
0
ამ თამაშის მერე ნამუსიანი მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეეს...
rezi
06 სექტემბერი 2021 09:38
0
მეპურემ პური უნდა აცხოს , მშენებელმა სახლები უნდალ აშენოს და ყოფილმა ფეხბურთელმა ფეხბურთს უნდა მიხედოს და თან პოლიტიკა არ უნდა აკეთოს.

სპორტი პოლიტიკიდან რომ გაიმიჯნოს, სულ მცირე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , პარალელურად პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.

ფეხბურთი
06 სექტემბერი 2021 06:53
0
ერთ-ერთი წაგებისას ვაისის დროს, ვაისს გამოვესარჩლე. მერ სანიოლი მოვიდა და პირველი სამი თამაშის შემდეგ მასზე ქების მეტი არავის უთქვამს, მეც გავიფიქრე ეტყობა მართალი ის ხალხი იყო ვინც ვაისს ლანძღავდათქო. დღეს სანიოლს ლანძღვის დღეა. შემადგენლობა გასაგებია, მეც მჯერა რომ თუნდაც მამარდაშვილი 4 დან მინიმუმ 1-ს აიღებდა, მაგრამ ესაა და ეს. ჯიუტი ფაქტი კი ისაა, რომ არც ვაისის და არც ახლა ჩვენ არ გვყავს სათანადო კლასის ფეხბურთელები და რომ ასეთი კლასის ფეხბურთელი თუნდაც 1 ან 2 არ კმარა. მინიმუმ 22 ფეხბურთელი უნდა იყოს თანაბარი ძალის (ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდეს/თამაშობდეს ტოპ 10 ევროპულ ჩემპიონატში მაინც, ტოპ 5-ს თავი დავანებოთ), რომ მწვრთნელს რამე მოთხოვო. აქ ლოგიკური კითხვა იქნება, მაშინ რად გვინდა ძვირადღირებული მწვრთნელი და კი ბატონო, დაგეთანხმებით, რომ არ გვინდა. ერთსაც დავამატებ, ჩემი ნაკრები ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობის სიმბოლოა. არც ჩემი ქვეყანაა მდიდარი და დალხინებული, მაგრამ ჩემია. ჩემია ეს ნაკრებიც და ჩემი ვალია ვუგულშემატკივრო, თუნდაც თამაში ვერ მოიგოს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 01:25
3
თემურ ქეცბაია!!! მეტს არაფერს დავწერ.
ზუკა
06 სექტემბერი 2021 01:23
10
ვოტ
ეს ცვლილებებს მაინც აკეთებს
06 სექტემბერი 2021 00:50
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული