მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ნეტავ რატომ არ მიკვირს... ))) თავუიდანვე ვიძახდი ჩვეულებრივი ფრანგული მენტალობის აფერისტია ეს კაციც, ბოლოს აიღებს მაყუთს და წავა მშვიდად სახლში.
აქ წუწუნს აზრი არ აქვს ხალხნო, შეხედეთ განვითარებულ ქვეყნებს, როცა სათავეში მყოფი, ანუ ხალხის დაქირავებული ჩინოვნიკი არ ასრულებს მოვალეობას მაშინვე ნაგავში ისვრის ხალხი, ჩვენთან კიდევ გასდით და უარესს აკეთებენ და იზამენ კიდეც, არ აქვთ შიში და რიდი რომ ხალხი პასუხს სასტიკად მოსთხოვს. ასე რომ თითოეული ფეხბურთელის კრიტიკას და მწვრთნელების ცვლას დიდი აზრი არ აქვს!!!
Emigranti
06 სექტემბერი 2021 01:41
1
აშკარააა რომ ფედერაცია მნიშვნელოვნად ერევა მწვრთნელის კომპეტენციაში და ლობირებს კონკრეტულ კლუბს და კონკრეტულ ფეხბურთელბს ეს თვალში საცემია ნებისმიერი ქართულ ფეხბურთში ჩახედული ადამიანისთვის ფედერაცია რომ არ იღებდეს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შემადგენლობაზე ტაქტიკაზე გამოძახებეზე და ა.შ სანიოლის თამაშემწე ხიზანა არ იქნებოდა ეყოლებოდა ვინმე თავისიანი თანამემამულე ასისტენტათ დარწმუნებული ვარ ხიზანა წვეტს იქ თითქმის ყველაფერს და სანიოლი იქ უბრალოდ მთვარი მწვრთნელის როლშია და მეტი არაფერი.
მაშინ პირდაპირ ხიზანა დაენიშნათ დაუშლიდა ვინმე თუ მიტინგები დაიწყებოდა რა თვალში ნაცარს გვაყრიან ვხედავთ ამას ყველაფერი.
გელა
06 სექტემბერი 2021 01:39
1
ბიუჯეტიდან ამდენ სრულიად უვარგისს ფეხბურთელს ხელფასები, დიიიიდი მადის მქონე უსაქმურ ფედერაციას ხელფასები, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უსაქმურ დესპანებს ხელფასები თავისი უდიდესი ხარჯებით და პოზიცია-ოპოზიციაზე აღარაფერს ვამბობ. კიდევ მაგრად ძლებ საქართველოვ
უუუუუუუუიიიიიიიიიიიიი
06 სექტემბერი 2021 01:38
2
მძიმე მდგომარეობაა, ძალიან.
მეგრელი
06 სექტემბერი 2021 01:37
0
ჩემი აზრი და დანახული მინდა რომ დავაფიქსირო მე ამ შემთხვევაში მწვრთნელს ვერ გავაკრიტიკებ თავის ქმედებაში 1 სამი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკლდა 1 თამაშამდე კვარაცხელია მეორე უშუალოდ თამაშის ლობჟანიძე წინ და მესამე თამაშზევე 12 წუთზე. კიტეიშვილი მეტი კიარ არის ბირთვი გუნდის იქ პლიუს გენტიდან სავარაუდო ინსტრუქცია რომ ჩაკვეტაძე არ არის 20 წუთზე მეტ ხანს სათამაშოთ მზად.
მიქაუტაძე რატომ არ დაყენა ესპანთან ძირითადში და წიტეიშვილი აი ამაში ნამდვილად მაქვს კითხვები რადგან წინა თამაშზე წიტეიშვილი იყო საუკეთესო და აგერ დღეს მიქაუტაძე შემოვიდა ყველაზე კარგად.
დღეს ბევრმა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში აშკარად გამოჩნდა რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები არანაირად არ არიან მზად ამ დონის სანაკრებო თამაშებისთვის ერთადერთ აზაროვი მომეწონა რომელიც ფაქტობრივად წამსვლელია უკვე ხვალ ან ზეგ გახდება ლეგიონერი.
ისიც გამოჩნდა რომ უთამაშებელი კაკაბაძეც კი უმნიშვნელოვანესი ნაკრებში და მას ამ ეტაპზე ალტერნატივა მის ფლანგზე არ ჰყავს.
გასაგებია ახალგაზრდები დაყენა ისინი ვინც ბურთთან კარგად არიან მარა ერთი რამ ძალიან გამიკვრიდა წინა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელს წიტეიშვილს ტოვებ სკამზე და ათამაშებ ზარიას რომელიც დინამო ბათმშიც კი სკამზე ზის ეგ ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით და იგივე მიქაუტაძის სკამზე დასმაც.
ზურა
06 სექტემბერი 2021 01:34
4
ასე სანიოლის ბუტაფორიად დანიშვნას და შემადგენლობის კანტორაში დაყენებას ჯობია ვინმე ავტორიტეტული ქართველი დანიშნონ.
ჩივაძე ან ძოძუაშვილი- ხიზანიშვილზე და იაშვილზე მეტი მაინც იციან იმათ მიუხედავად იმისა რო არ მწვრთნელობენ აქტიურად ბოლო დროს-ამაზე ჭკვიანურ შემადგენლობას მაინც დააყენებენ
Levani
06 სექტემბერი 2021 01:30
0
4-0 - ეც რო პრესინგის თავი არა გავქვთ, კარგით რა, სირცხვილია ბიჭებო.
ლუი საზანგეთიდან
06 სექტემბერი 2021 01:30
0
რა სასტავიც დაყენა სანიოლმა თუ არ ვიცი ვინ , ეს იყო ამაზრზენი რაღაც , რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ილუზია არ მააქვს რომ სხვა სასტავი მოიგებდა მაგრამ პასებს მაინც გაკეთებდა. რაღაც ხდება მანდ და სანამ არ გამოვა გარეთ და არ მოგვარდება ეგ რაღაც არაფერი იქნება . და ბოლოს ჩამოსაყვანია მაგალითად აიაქსის ბავშვების ტრენერები და მაგითვის უნდა გამოიყოს ფული რომ სწორად გაიზარდოს თაობა და სწორი ფეხბურთის თამაში გვასწავლონ. თორე ჩივაძეს დროინდელ ფეხბურთი ვართ ჩარჩენილი თავის ტრენერებიანად და ფეხბურთელებით. სწორად არ ვითარდებიან ბავშვები. და ასეთ მახინჯ ფეხბურთს თამაშობენ მომავალშიც
giorgi
06 სექტემბერი 2021 01:27
2
გამოჩნდა რომ საქართველოს ჩმპიონატიდან 2-3 კაცზე მეტის გამოძახება არ შეიძლება აგერ ფაქტი პირველი ტაიმი იყო კატასტროფა 5-6კაცი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან ძირითადში და კარში ვერ დავარტყით
გიო
06 სექტემბერი 2021 01:26
2
ერთ-ერთი წაგებისას ვაისის დროს, ვაისს გამოვესარჩლე. მერ სანიოლი მოვიდა და პირველი სამი თამაშის შემდეგ მასზე ქების მეტი არავის უთქვამს, მეც გავიფიქრე ეტყობა მართალი ის ხალხი იყო ვინც ვაისს ლანძღავდათქო. დღეს სანიოლს ლანძღვის დღეა. შემადგენლობა გასაგებია, მეც მჯერა რომ თუნდაც მამარდაშვილი 4 დან მინიმუმ 1-ს აიღებდა, მაგრამ ესაა და ეს. ჯიუტი ფაქტი კი ისაა, რომ არც ვაისის და არც ახლა ჩვენ არ გვყავს სათანადო კლასის ფეხბურთელები და რომ ასეთი კლასის ფეხბურთელი თუნდაც 1 ან 2 არ კმარა. მინიმუმ 22 ფეხბურთელი უნდა იყოს თანაბარი ძალის (ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდეს/თამაშობდეს ტოპ 10 ევროპულ ჩემპიონატში მაინც, ტოპ 5-ს თავი დავანებოთ), რომ მწვრთნელს რამე მოთხოვო. აქ ლოგიკური კითხვა იქნება, მაშინ რად გვინდა ძვირადღირებული მწვრთნელი და კი ბატონო, დაგეთანხმებით, რომ არ გვინდა. ერთსაც დავამატებ, ჩემი ნაკრები ჩემი სამშობლოს დამოუკიდებლობის სიმბოლოა. არც ჩემი ქვეყანაა მდიდარი და დალხინებული, მაგრამ ჩემია. ჩემია ეს ნაკრებიც და ჩემი ვალია ვუგულშემატკივრო, თუნდაც თამაში ვერ მოიგოს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 01:25
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული