მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
ასეა, ბიძიკო, თვეობით უმუშევარი მწვრთნელი მშიერია და საქართველოსნაირ წყალწაღებულ ქვეყანაში მხოლოდ ფულის საკეთებლად მოდის. რა თქმა უნდა, მასაც და ფედერაციასაც უნდა, რომ ფულის კეთებასთან ერთად შედეგიც დადონ, მაგრამ ეგ ორი საქმე ერთად საქართველოს კი არა, არგენტინის ფედერაციას არ გამოსდის.
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 00:59
4
ავტორ ის რატომ არ დაწერე ყაზაიშვილმა დამატებაზე რომ ცარიელ კარში ვერ მოარტყა ბურთი და ერთ ეპიზოდში აშკარად შეეზარა ბურთზე ბოლომდე ბრძოლა. თუ ყაზაიშვილის ნათესავი ხა? ყაზაიშვილი აღარ უნდა გამოიძახონ ნაკრებში.
roma
06 სექტემბერი 2021 00:57
2
ვიცი, რომ ლორია უფრო გამოცდილია, მაგრამ მას არა აქვს შანსი, რომ მამარდას რეაქცია შეიძინოს და მამარდას შეუძლია გამოცდილების შეძენა, თუ სათადარიგო სკამს არ მიაჯაჭვავთ, თქვე უსირცხვილოებო!
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 00:56
2
სასტავს ვინ აყენებს, სანიოლმა უნდა აუდოს, ფედერაციაზე აღარაფერს ვამბობ პირდაპირ გუბერსკში. ეს უთავმოყვარეო რახიტები როგორ შეკრიბეთ ფულის მონებო ???????????????????????????????????????????????????????????
????????????????????????????????????????????????????????
06 სექტემბერი 2021 00:55
3
რითი ვერ დაადგა საშველი რომ ეს სპორტი უნდა აიკრძალოს საქართველოში, იმიტომ რომ უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თან ამდენი ფული იხარჯება. ან რიგრიგობით ჩვენც გვათამაშეთ ნაკრებში, ჩვენ ვერ წავაგებთ თუ რა. ქვეყნებს მაინც ვნახავთ. უფრო კარგი, უფასოდ ჩავალთ ევროპაში ერთ თამაშს ვითამაშებთ და დავრჩებით სამუშაოდ...
მამუკა
06 სექტემბერი 2021 00:54
7
მამუჩაშვილი რას აკეთებდა საერთოდ მოედანზე? თან 90 წუთი?
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 00:54
1
ხალხო რა იყო ეს, ძალიამ ვთხოვოთ ყველამ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ბატონ ირაკლი კობახიძეს რომ როგორც ასრულებენ ნაციონალებს ასევე იქნებ დაასრულონ ქართული ფეხბურთის უბედურებაც და მიხედონ შევეხვეწოთ ძალიან!!!!!
მამუკა სვანი
06 სექტემბერი 2021 00:53
30
9 წელია ასრულებენ და 2030-მდე აპირებენ (იდეაში) ნაციონალების დასრულების საქმის გაწელვას. ფეხბურთიც ასე ხროტინ-ხროტინით სრულდება
rasa
06 სექტემბერი 2021 01:16
2
შენ ეხვეწე და თან მიეცი
ასდფგ
06 სექტემბერი 2021 00:58
5
მიქაუტაძე საერთოდ საუკეთესო იყო გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლაზე შემოვიდა და დავიჯერო, რომ ვარჯიშებზე ძინავს? ძირითადში როდისღა უნდა დააყენოთ? დათუნაშვილი რაღა მაშინ შეცვალეთ, როცა გაიღვიძა? თუ ცვლიდით, ყაზაიშვილს ისევ სკამზე ძინებოდა და წიტაიშვილი შემოგეყვანათ, არ ჯობდა?
რა გვეშველება?
06 სექტემბერი 2021 00:52
2
სანიოლი დიდი რისკის ფასად მოვიდა(პაუზამდე და პაუზის შემდეგ ბევრი რამ ჰქონდა დასამტკიცებელი როგორც მწვრთნელს) ჩვენს ნაკრებში და მგონი სამუდამოდ დაისამარა სამწვრთნელო კარიერა.ერთი კუპერი იყო ჩვენს შემდეგ რომ ეგვიპტე მსოფლიოზე გაიყვანა, თორემ ჩვენთან მწვრთნელეა ისეთი სტრესი განიცადეს , რომ არცერთს აღარ მიუღწევია ჩვენს შემდეგ რაიმე წარმატებას
ხომ ერა
06 სექტემბერი 2021 00:52
1
კიდევ ერთი მარცხი უკვე მეცინებაა
ოღონდ მართლა, სასტავში ბურთის დამჭერი რო არ გეყოლება სამარცხვინა, აზაროვი დაცვიდან წინ აწია არ ჯობდა ყაზაიშვილი? ბურთს მაინცბდაიჭერდა.. ეხ ეხლა აზრი აღარ აქვს მსჯელობას გაუშვით სანიოლი სანამ მთლად შეძულდა ქართველ ხალხს, მოიყვანეთ ცხადაძე ან დააბრუნეთ ვაასი,
გიორგი
06 სექტემბერი 2021 00:50
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული