ლუის ენრიკე: შესაძლოა, ისე ჩანდა, რომ შედეგს ადვილად მივაღწიეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 4:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა:

"შესაძლოა, ისე ჩანდა, რომ შედეგს ადვილად მივაღწიეთ, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. ბოლო 10 წუთში ბურთი ვერ დავიჭირეთ, რადგან თუ ზეწოლას ვერ განახორციელებ, ამას ვერ მოახერხებ. ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა.

მეტოქე ფლანგებზეც დავჯაბნეთ და ცენტრშიც, ბევრი მომენტი შევქმენით და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. ცვლილებათა უმეტესობა ფეხბურთელთა ტრავმების გამო განვახორციელე. იმედია, სერიოზული არავის არაფერი სჭირს.

პროფესიონალები ვართ და შვედეთთან წაგების შემდეგ მორიგ მატჩზე დავიწყეთ ფიქრი. ყოველთვის ვუსმენ ჩემს
ფეხბურთელებს და მათაც უნდა მომისმინონ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვილი დაინდო. თამაშის ბოლოს ვილიმ სთხოვა, როგორც სჩანს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 12:00
0
რთული მატჩი იყო! გვაშაყირებს!
ქუთაისი
06 სექტემბერი 2021 10:18
0
რთული კი არა,ძალიან რთულიო!მართლაც ძალიან ძნელია,ამდენი მომენტი გააფუჭო.შემეცოდნენ ესპანელები.თან წუხელ შუქი ჩაქრა და დღეს ვნახე, ბოლო ნახევარი საათი.დავიწვი მათი ცოდვით.პირველ ტაიმში მაინც ნამეტანი იყო.ძალიან,ძალიან მძიმე პირველი ტაიმი ჩაატარეს!საკუთარ ნახევარზე აღარ გადავუშვით.
სოსო
06 სექტემბერი 2021 16:40
0
შენღა გვაკლდი რა ლუის, ისე კარგი თვითკონტროლი ჰქონია სიცილი ბოლომდე შეიკავა ამას რომ ამბობდა
ნიმბუსი
06 სექტემბერი 2021 08:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული